მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ჩემი დაწერილი ლექსი.
6:21 PM
ჩემი დაწერილი ლექსი.
Poetry
ჩემი დაწერილი ლექსია.
ვისაც გაინტერესებთ შემოდით სრულში , იმედია მოგეწონებათ.
სიახლე დაამოწმა LadyVampire.


"ქართული ენა"

ენა , მამული , სარწმუნოება 
ეს სამი გვერგო წინაპართაგან
თითქოს განგებამ ასე ინება - 
მახვილს იქნევდა და მტერს კაფავდა .. 

მათი დაღვრილი სისხლის წვეთები ,
ახლაც კიაფობს სისხლის ძარღვებში ,
ეს არასოდეს დაგვავიწყდება , 
და ცეცხლს დაანთებს ყველა ქართველში.

კრწანისს იბრძოდა პატარა კახი ,
მეფე თამარი შამქორს , ბასიანს , 
ბევრ მტერს ჩააცვეს შავი და თალხი , 
და მათ მახვილი დღესაც აცვიათ.

გადაგვირჩინეს ენა , მამული ,
აგვიბიბინეს ყანა და მდელო , 
შეგვინარჩუნეს ჩვენი სამშობლო ,
და მას ჰქვია დღეს საქართველო!!

გადაგვიხდია ომები დიდი , 
მომხდურს მოვუწყვეთ ბევრჯერ მარაბდა ,
როცა ღვთისმშობლის ქვეყანას ვქმნიდით
წმინდა გიორგის მადლი გვფარავდა ..


P.S. ეს ლექსი მე9 კლასში რო ვიყავი მაშინ დავწერე "ქართული ენის დღეს", მაგრამ არავისთვის მიჩვენებია ჩემი კლასელების გარდა. მაინტერესებს თქვენი აზრი. თუ მოგეწონათ, სხვა ლექსებსაც დავდებ

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 872 | დაამატა: Queen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-05-04 6:03 PM)
* 3 Lanaholic▲   [Entry]
kargia