მთავარი » 2013 » მარტი » 24 » Childhood
6:05 PM
Childhood
CHILDHOOD
ჩანახატი ბავშვობაზე .. 
ძალიან მომენატრა და გადავწყვიტე ჩანახატი დამეწერა <3
იმედია მოგეწონებათ 

გახსოვთ? ყველაზე ბედნიერი წუთები და წამები ..
ბავშვობა , ეჰ , არაფერზე არ დარდობდი , ვარდისფერი სათვალით უყურებდი ყველაფერს , ყველაფრის მიმართ ოპტიმისტურად იყავი განწყობილი ..
ყველგან სიკეთეს ხედავდი ..
არ იყო ბოროტება , არ იყო სიძულვილი , არ იყო სევდა ..
ყველაფერი ლამაზი იყო .. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი შეიცვალა .. 
გავიზარდეთ , მოვიხსენით ვრდისფერი სათვალე და შევხედეთ სამყაროს სხვა თვალით .. 
ყველაფერი შავ-თეთრი გახდა , ბევრი სევდა ბევრი ტანჯვა ცრემლი წამება, 
სიმახინჯე , სიბოროტე , სიძულვილი , ბოღმა ..
 
 
 
 
 
ძვირფასო შენ არ ხარ ალისა და ეს არ არის საოცრებათა ქვეყანა!! 
შენ ვერასდროს მოიზომებ ბროლის ფეხსაცმელს და გაჰყვები ცოლად შენი ოცნების პრინცს როგორც კონკია.
ეს რეალური სამყაროა სადაც ოცნებები არ ხდება .. 
სადაც ოცნება ოცნებად რჩება .. 
სადაც ხალხს ერთმანეთი სძულს .. ერთმანეთს უყვირიან ეჩხუბებიან და ამ დროს ერთანეთის გარდა არავინ ჰყავთ .. არავინ !!! 
 
როგორ მენატრება ბავშვობა!! ყოველთვის ყველაფრის გვწვამდა .. წყენას დიდხანს გულში არ ვიდებდით , იმწამსვე გვავიწყდებოდა .. 
ყველაზე დიდი ტკივილი გადაყვლეფილი მუხლები იყო და არა გატეხილი გული.

რას არ გაცემდი ოღონდ ბავშვობაში დავბრუნებულიყავი .. 
იცით რა მენატრება ?
ჩემი ბავშვობის თბილისი .. 
ძველი სიმღერები .. 
" სად მივყავარ მატარებლის ლიანდაგს , სადგარბიან ჭრელი ქოლგის რიგები .."
აჰჰ , სამწუხაროდ ცხოვრებაში ბედნიერი წუთები ძალიან მალე გარბიან და მერე ვეღარ ვიბრუნებთ ხოლმე, და მარტო  მოგონებები რჩებიან ხოლმე .. :((


კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 815 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-03-25 11:05 PM)
* 7 Diva♔   [Entry]
კარგი იყო ♥ მაგრამ მე მაინც ბავშვი ვარ