მთავარი » 2013 » მაისი » 28 » Coco Chanel
2:40 PM
Coco Chanel

Coco Chanel
Large   

შანელის ბიოგრაფია


რამდენიმე ფრაგმენტ კოკო შანელის ავტობიოგრაფიიდან: ერთი რამ ვიცოდი: უნდა მიმეღწია დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობა კი ფულია. ეტიენ ბალსანისთვის ინტუიციას არ უმტყუნია, ერთ დღეს მან მითხრა: - შვებულებაში გავდივარ. აგარაკზე წავალ, იქ თითქმის დასრულდა სახლის რემონტი. ცხენებს მოვაშენებ და დოღისთვის მოვამზადებ.. - ეტიენ, მასწავლებელი არ გჭირდება? - პატარა კოკოს ჩემთან ერთად წამოსვლა სურს? წავიდეთ! მან თან წამიყვანა. არავის ესმოდა რა ხდებოდა. ვფიქრობ, არც თავად მას, შესაძლოა, უბრალოდ წამოსცდა? ყველაფერი შესანიშნავად ვიცოდი ფულისა და იმ თავისუფლების შესახებ, რომელსაც ის განიჭებს, ასევე შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ ბალსანისგან მას ვერ მივიღებდი, მაგრამ ის პარიზში ჩასვლის შესაძლებლობას მაძლევდა. მხოლოდ ამ ერთი რამის გამო მაინც ღირდა მასთან ერთად რუაიოში გამგზავრება.ეტიენი კარგი საყვარელი აღმოჩნდა, საკმაოდ გულუხვი ადამიანიც, თუმცა მასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, მე არაფერში ვჭირდებოდი. უაიოში ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩემი ცხოვრებით კი - არავინ. მე ყველაფერი მქონდა: დიდი ნათელი ოთახი, პირადი აბაზანა, მოსამსახურე, საკვები, სასმელი, გასართობი... საკმაოდ სწრაფად გაირკვა, რომ არაფრის კეთება - მძიმე შრომაა, მე ამის ძალა არ შემწევდა. მეურნეობის მართვას ეტიენი სრულიად სამართლიანად არ მანდობდა, არც მე მივისწრაფვოდი ამისკენ. მხოლოდ ისღა მრჩებოდა, რომ ჯირითის დროს მისი მხიარული კამპანიით დავმტკბარიყავი, თუმცა ეტიენმა ჩემი მთავარი პრობლემა არ იცოდა: მე ჯირითისთვის შესაფერისი ტანისამოსი არ მქონდა. ბალსანს არაფერს ვთხოვდი, ვიდრე ჩემი საკუთარი ერთი ფრანკი მაინც გამაჩნდა. თუ ქალის უნაგირზე დასაჯდომად ამორძალის სამოსი და ქუდი მჭირდებოდა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც არ მქონდა და რომელიც ჩემს სხეულს ისე მოერგებოდა, როგორც ბრილიანტის ყელსაბამი თხას, ე.ი. მამაკაცის უნაგირით ჯირითი უნდა მესწავლა.aმისთვის შარვალი და ჩექმები მჭირდებოდა. ჩემდა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ ჟოკეის ეკიპირების შეძენა ჩემს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა - ბალსანის დახმარების გარეშე ძვირადღირებულ ტყავის ჩექმებს ვერ შევიძენდი. მოულოდნელად გამოსავალი ვიპოვე - ერთ-ერთ მეჯინიბეს ინგლისში დამზადებული შარვალი დავუნახე და მსგავსი შარვალი მეც შევუკვეთე. სოფლის მკერავი ცოტა კი გავაოცე, მაგრამ შედეგი შესანიშნავი აღმოჩნდა! ასეთ ეკიპირებაში ბალსანმა რომ დამინახა, პირი დააღო, თუმცა ბოლოს მაინც დამიქნია თავი: "ოღონდ არავის დაენახო".მაქმანებით, ფუშფუშებით, ბუმბულებითა და მსგავსი სისულელეებით გაწყობილი ქალის სამოსი განსაკუთრებით არ მიხდებოდა. თუ არ გიხდება ის, რასაც ყველა ატარებს, განა ეს არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ მოდა შეცვალო? ვინაიდან იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ძვირფასი სამოსი მეტარებინა, სხვები მივაჩვიე ეტარებინათ ის, რაც მე მიხდებოდა! ...დილიდან საღამომდე საკერავ მანქანასთან მუშაობა (თუმცა რაც დრო გადის, სულ უფრო მომწონს მაკრატელი), დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად ჩაი ან ყავა ორცხობილებით, დოღი... მხიარულება... ამ დრომდე მოწყენილობისგან ვკვდებოდი......ბალსანის სულ უფრო მეტი მეგობარი ქალი ატარებდა ჩემს ფარფლიან ქუდებს, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდა. იპოდრომებზე ეს ჩემი თანმხლები ქალების მიმართ დიდ ინტერესს იწვევდა - ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეკითხებოდნენ: სად შეიძინეთ ასეთი უჩვეულო ქუდები? ერთ დღეს ჩემი მაღაზიის გახსნის იდეა გამიჩნდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამით ფულის შოვნა შეიძლებოდა. ბალსანის ბინა, რომელიც პარიზის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა, ქუდების სახელოსნოსთვის სრულიად შესაფერისი გამოდგა. ქალის ქუდების პირველი მაღაზია კოკო შანელმა პარიზში 1910 წელს გახსნა. ერთ წელიწადში მოდის სახლი კამბონის 31 ნომერში გადავიდა - მისი მისამართი დღემდე არ შეცვლილა.
გაბრიელ ბონჰერ შანელი (Gabrielle Bonheur Chanel) 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას „ვის უნახავს კოკო”, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო".მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს 27 წლის შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები" .სწორედ აქედან იწყება ფრანგული ბრენდის შანელის (Chanel) ისტორია . ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. მაგრამ შანელი ოცნებობდა ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე. იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის. მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც ქალები მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა,შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას. 1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების (little black dress) პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. სეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში. უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში გულის შეტევისგან გარდაიცვალა.





Large

Large




შანელის ლოგო




შანელის ცნობილი ლოგოტიპი პირველად ფართო საზოგადოებამ იხილა1925 წელს შანელის სუნამოს პრეზენტაციაზე. ლოგოტიპის შექმნის ორი ვერსია არსებობს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ორი გადაჯვარედინებული რკალი არისწარმატების და იღბალის სიმბოლო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ეს არის ფრანგულის მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის ინიციალები. ყველაზე ძვირადღირებული და ელეგანტური მოდური სახლის დამფუძვნებელის კოკო შანელის, სახელის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მოდის ისტორია. Chanel – არა მარტო სუნამო და ტანისამოსია. ეს არის სტილი, რომელიც შექმნა ამ ლეგენდარულმა ქალბატონმა. შანელს ადვილად დასამახსივრებელი და თვალში მოსახვედრი სიმბოლო აქვს.....ის სადაა და თან ძალიან დახვეწილი, არავის უჭირს მისი გამორჩევა სხვა უამრავ სიმბოლოებს შორის. დღეს ამ სიბოლოებს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.საქართველოსი უმრავლესობა პატენტია, მაგრამ მაინც ყველა ამაყად ატარებს შანელის ლოგოთი გამოსახულ ნივთს ან ტანსაცმელს. • ბედის ირონიაა, რომ დღეს შანელის მოდის სახლს სწორედ ვერტჰაიმერების ოჯახი ფლობს. ომის პერიოდში შანელმა ტანსაცმლის წარმოებას დროებით თავი დაანება და პარფიუმერიასა და აქსესუარებზე გადაერთო. ბუნებრივია, ოკუპირებულ საფრანგეთში ძვირფასი პარფიუმერიის კლიენტურა – ძირითადად გერმანელი ოფიცრობა იყო. • ნაცისტები, ჩანს, მოდის მიმართ გულგრილნი არ ყოფილან. SS-ისა (და არა მხოლოდ) ფორმას – ჰუგო ბოსის სახლი კერავდა. თუმცა, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ SS-ის უნიფორმის დიზაინი თავად ჰუგო ფერდინანდ ბოსს ეკუთვნოდა, არასწორია. ამ შემთხვევაში, საავტორო უფლებები გერმანელ მხატვარსა და ხელოვნებათმცოდნეს, ნაცისტ ოფიცერ პროფესორ კარლ დებიშს ეკუთვნის. ომის შემდგომ დებიში დიზაინის ისტორიიდან ამოშალეს, თუმცა, ის მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა… ამაზე ცალკე პოსტის დაწერაც მინდა, თუმცა, არ ვიცი, ღირს თუ არა. მოგვიანებით, შანელმა თავისი დახმარება შესთავაზა გერმანული საგარეო დაზვერვის შეფს, ვალტერ შელენბერგს ჩერჩილთან მოლაპარაკებების მოსაწყობად. ომის დამთავრების შემდეგ, უკვე სამხედრო პატიმარი, შელენბერგი დაკითხვისას აცხადებდა, "შანელს რეკომენდაცია გაუწიეს, როგორც ადამიანს, რომელსაც ჩერჩილთან მიესვლებოდა და რომელიც იყო საფრანგეთისა და გერმანიისთვის დახმარების გაწევის მოსურნე და რუსეთის მტერი” (ახლა, კაცმა რომ თქვას, ამაში კოკო შანელს მაინცადამაინც არც გაემტყუნება). ჩერჩილთან "მისასვლელ გზად” დიზაინერს ვერა ლომბარდი ესახებოდა – მისი მუზა და მოდელი, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის, ჰერცოგ ადოლფუს ქემბრიჯის ქალიშვილი, რომელიც რომში ცხოვრობდა, მაგრამ, როდესაც ჩერჩილმა შემოთავაზება შორს დაიჭირა, გესტაფომ ვერა ლომბარდი დააპატიმრა და ბრიტანეთის შპიონობაში დასდო ბრალი. საფრანგეთის დეოკუპაციის შემდეგ კი უკვე კოკო შანელი დააპატიმრეს, როგორც კოლაბორაციონისტი, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. • სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონიზმსა და სამშობლოს ღალატში არაერთ გამოჩენილ ადამიანს დასდეს ბრალი. მათ შორის, ნორვეგიელ ნობელიანტ კნუტ ჰამსუნს და გენიოს ფრანგ მწერალ სელინს. შანელმა ერთი პირობა შვეიცარიას შეაფარა თავი (თავის მეგობარ – გერმანელ ოფიცერ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლანგესთან ერთად), 1954 წელს კი პარიზში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, პარიზმა ის ცივად მიიღო, ამერიკულ და ბრიტანულ ბაზრებზე უდიდესმა პოპულარობამ მისი მოდის სახლის ხელახალ აღორძინებას შეუწყო ხელი.



Large









1920 წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ "ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით "შანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.პოპულარული ფრანგი მსახიობი ოდრი ტოტუ, რომელიც "ამელით", "და ვინჩის კოდით" და სხვა ფილებითაა ცნობილი, ლეგენდარული სუნამოს - შანელ №5-ის ახალი სახე ხდება. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა. ახალი სარეკლამო რგოლი ტოტუს მონაწილეობით რეჟისორმა ჟან-პიერ ჟენემ შექმნა. როგორც ცნობილია, "ხუთიანის" სახეები სხვადასხვა დროს მსახიობები კაროლ ბუკე, კატრინ დენიოვი, ესტელა უორენი, ლორენ ჰატონი, ჯინ შრიმპტონი და თვით მადმუაზელი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ოდრი ტოტუ ნიკოლ კიდმანს შეცვლის. "ქალს, რომელიც არ ხმარობს სუნამოს, არ აქვს მომავალი", - ეს ცნობილი გამონათქვამი დღემდე აქტუალურია. ასევე გავრცელებულია კოკოს მეორე გამონათქვამი - "სუნამო მიიპკურე იქ, სადაც გინდა, რომ გაკოცონ". შანელის მოდური სახლის ქიმიკოსები, დიდხანს მუშაობდნენ ყვავილის არომატიანი სუნამოს შესაქმნელად და 1922 წელს თავისას მიაღწიეს: საბოლოო ჯამში შეიქმნა სპეციფიკური არომატი, რომელიც არასდროს შეგეშლებათ რომელიმე სხვა სუნამოში. მას "შანელი №5" ეწოდა. როცა მერილინ მონროს ჰკითხეს, ღამით რა სამოსში იძინებდა, მან უპასუხა, რომ ”შანელს” იპკურებს. ფლაკონის დიზაინის შექმნისას, კოკო შანელი თავისი პრინციპების ერთგული დარჩა. მან ქალების სუნამო, აბსოლუტურად "მამაკაცურ", ოთხკუთხედ ფლაკონში მოათავსა.

Large

Large





 Large

Large

Large

Large

Large




რა დაუტოვა კოკო შანელმა მოდას?



კოკო შანემა შემოიღო ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა;

ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჟუტერია აქცია მოდურად;

ქალბატონის შარვალი;

მოკლე ვარცხნილობა;

უნიკალური "პატარა შავი კაბა" და საერთოდ შავი ფერი გახდა აქტუალური;

დიდი სათვალე;



XoXo Your ChuPa
იმედი მაქვს სიახლე ძალიან მშრალი არ გამომივიდა....
ვიცი ვიციი რო ტექსტი უფრო მეტია ვიდრე სურათები :D 
ისც ვიციი რო ყვვლამ არ წაიკითქეთ თავიდან ბოლომდეე :D :P
მოკლეეედ დააკომენტარეთ რააა :)

ნანახია: 1864 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-05-28 10:06 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
kaii siaxleaaa <3