მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » Dark Paradise
6:14 PM
Dark Paradise
ხალხი იბადება იზრდება და კვდება.
 ხალხი იბადება იზრდება და კვდება. 

Lana del rey

ჩემი ისტორიაც სწორედ ასეთია. მე დავიბადე. მე გავიზარდე და მე მოვკვდები. ნიუ-იორკში დავიბადე ქალაქში სადაც ყველას გონია, რომ სულ მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა ისმის, ყვლეგან ხალისი და ბედნიერებაა, მაგრამ ჩემ თვალში ყველაფერი სხვანაირადაა. მე ნიუ-იორკს ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ უბრალოდ შიძლება ითქვას შავით, მუქი შავით. არასდროს არ მჯეროდა ზღაპრების და ლამაზი ოცნებების. ყოველთვის მარტო ვიყავი. თავს ვარიდებდი სუყველას და ყველაფერს იმიტომ,რომ მეშინოდა მაგრამ რისი მეშინოდა ეს არ ვიცი.

Sub

 მყავს დედა მამა და ძმა ბებია და ბაბუა მაგრამ მაინც მარტო ვარ ამხელა წუთისოფელში. სულიერი მარტოობა შემზარავი და ტრაგიკული გრძნობაა. მე ნარკომანი ვარ და ჩემ სულში მარტოობის დიდი, უზარმაზარი ნაკადი მიედინება. ყველაფერი ერთგვარი და ერთნაირია. ვერ გადმოვცემ ჩემ სულიერ ტკივილს მხოლოდ დაწერით. მაშინ ოკეანეები მენლად უნდა იქცეს და ხეები კალმებად რომ გადმოვცე ჩემი სულიერი სიმახინჯე,მარტობა,ტკივილი და უბრალოდ ერთფეროვნება.ჩემთვის კარგად ყოფნაც კი საკმაოდ უცხოა. ყოველთვის თავჩაღუნული ვარ. მეშინია.... აი როგორც ვთქვი არ ვიცი რისი. განსხვავებული ვარ. ჩემ თავში მეც ვერ ვარ გარკვეული წესიერად. წამალმა დამღუპა, სულ წამლეკა უბრალოდ გამათავა. ერთი უბრალო შპრიცი მთელ სამყაროდ მეჩვენება, რისი შუაგულიც მე ვარ ხოლო შუაგულის კიდევ გულის შპრიცი. ამ ყველაფრის გამო განსხვავებული ვარ. ჩემ ოჯახში თავს თეთრი ყვავივით ვგრძნობ. ყველა ცდილობს გამხადოს ისეთი პიროვნების იდეალი როგორიც თვითნ უნდათ. მაგრამ შეუძლიათ ეს? ყველაფერ შვაში წამალია მოიცა მხოლოდ შუაში კი არა თავშიც და ბოლოშიც. არ მახსოვს დედის სითბო, მამის ხმა და ჩემი დაძმების მომღიმარი სახე.
უბრალოდ მე მე ვარ განსხვავებული, ტრაგიკული , მარტოსული და თავის თავში შაკეტილი ერთი იდიოტი ნარკომანი.
-მარიაააა. გაიღვიძე
წუთიერი დუმილი...
-მარიაააა. გაიღვიძე
ეს დედაჩემია უბრალოდ ჩემი თავით განადგურებული დედაჩემი..

dark paradise..



 პირველი თავი ეს იყო იმედია მოგეწონათ♥ 
კრიტიკას არ მოელიდოთ
და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ ♥ 
კატეგორია: Book | ნანახია: 1123 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »

(2013-12-30 8:37 PM)
* 14 leluka   [Entry]
kargi chans gaagrdzele <3 didebi da male *_*