მთავარი » 2014 » იანვარი » 1 » Dark Paradise [2]
9:30 PM
Dark Paradise [2]
Skate <3.<3
-მარიაააა. გაიღვიძე
წუთიერი დუმილი...
-მარიაააა. გაიღვიძე
ეს დედაჩემია უბრალოდ ჩემი თავით განადგურებული დედაჩემი..

Untitled

ყოველი დღე მისი სიტყვებით იწყება.მშრალი უიმედო და თითქოს ძალით ნათქვამი სიტყვებით. თვალები გავახილე.. ყველაფერი ისევ ბანალური იყო. უხასიათოდ ავდექი, ჩავიცვი, მოვემზადე სკოლისათვის და ძირს ჩავედი. ისინი საუზმობდნენ. ზანტად აქნევდნენ ყბებს. ყველა ჩუმად იყო სანამ არ დავარღვიე სიჩუმე ჩემი შემდეგი სიტყვებით:
-კარგად, სკოლაში მივდივარ. 

♥

მათ თითქოს არც კი შემოუხედიათ. უბრალოდ მხოლოდ ეს იყო, ჭამა შეწყვიტეს.ფიქრი ძალიან მიყვარს. მხოლოდ ფიქრს ვაძლევ საშუალებას იყოს ჩემთან იმ სამყაროში. სულ ვფიქრობ დილით შუადღისას საღამოთი და ძილშიც კი. სკოლაში, რომ მივდიოდი ვფიქრობდი: მე განსხვავებული ვარ ისინი კი ამას ვერ ხვდებიან. ამიტომაც ვარ ნარკომანი.... დედაჩემი ყოველთვის ალაგებს რადგან უმუშევარია და არ იცის რა ქნას სადილის ან ვახშამის დრო, რომ მოვა მხოლოდ მაშინ წყვეტს ცოცხის ქნევას და ჩუმათ, უსუსურად ტრიალებს სამზარეულოში. მან არ იცის, რომ ბედნიერებას სამსართულიანი ჭაღი და პრიალა პარკეტი არ შველის. მაგრამ დედაჩემისთვის სულ ერთია. იგი მხოლოდ ალაგებს და კვლავ ალაგებს... ალბად ამის მიხედვით მიხვდით, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მაგრამ რას ცვლის ეს. ყველაფერს წამალში ვცვლი ჩემი ოჯახის გამო. ისინი მე ვერ მიგებენ. ცუდათ ვარ. წამალზე ვარ დამოკიდებული. დრო გავა.. მე ისევ მე დავრჩები განსხვავებული და მარტოსული. ხანდახან მგონია, რომ სხვა პლანეტას მივეკუთვნები და ასეც არის. ყველა თავს მარიდებს. ჩაკეტილი ვარ. არავის არ ვაძლევ საშუალებას,რომ გული გადამიშალოს. თვალებში არავის არ ვუყურებ... ფიქრში გავერთე და მივედი უზარმაზარ სკოლასთან. ბავშვები ისევ მე მიყურებდნენ ისე, რომ გეგონებოდათ სადაცაა დამგლეჯდნენ. და აკეთებდნენ ამას კიდევაც. თვალებით მჭამდნენ,მახრჩობდნენ,მწვავდნენ და როგორც ყოველთვის მაწამებდნენ. ყოველი დღე უიმედოთ იწყებოდა და აუცილებლად რაღაც პრობლემით მთვრდებოდა. დღევანდელი დღეც ისევ პრობლემით დამთავრდა. დღევანდელი პრობლემა კი მე ვიყავი. ყოველთვის ჩემ თავს ვუქმნიდი მეთვითონ პრობლემას და ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რატომ ხდებოდა ასე არ ვიცი. სულ ვცდილობ არ გავეხვე მორიგ პრობლემაში ან უბრალოდ დაბრკოლებაში მაგრამ ეს დღესდღეობით ჩემთვის მიუწვდენელ ცას გავს. რაღათქმა უნდა მე ხომ არ მყავს მეგობრები, გულს არ ვუშლი ფიქრის გარდა არავის და ეს ფიქრიც ჩემი თავია. 
დღევანდელმა დღემ არც თუ ისე კარგად ჩაიარა მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. სახლში , რომ მივედი მივხვდი,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.გათეთრებული, შეშინებული და ფერმკრთალი შევედი მთავარ ოთახში და სხვისთვის ჩუმით მაგრამ ჩემი გულისთვის ყვირილით ვიკითხე:

Over

-რრაა ხდება? ყველაფერი ხომ რიგზე ? 
ამის თქმის შემდეგ უცნობმა ჟრუანტელმა დამიარა მამაჩემმა ფრთხილად გადმოდგა 2 ნაბიჯი გვერდზე გაიწია დაააა....
მდივანზე კი გათეთრებული,  წასული და უკვე იმქვეყნად დამკვიდრებული ბაბუაჩემი იწვა......

Параноидальный психоз

იმედია მოგეწონათ ♥ კომენტარებს ველი

კატეგორია: Book | ნანახია: 1045 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2014-01-09 4:07 PM)
* 5 Diva♔   [Entry]
nina biggrin im qveyna wasulio da mokvdeboda aba ra biggrin
chven mteli ojaxi nichieri mwerlebi da momgerlebi vyofilvart dda ar vicodi biggrin
male dawerre shemdegi tavi )))
love you,kiss you(es ninasgan visesxee ))