6:52 PM DAVID BACKHAM | |
DAVID BACKHAM
წარმოგიდგენთ გამოჩენილ ფეხბურთელს, იდეალურ მეოჯახეს, სექს-სიმბოლოს, სარეკლამო ბიზნესის ვარსკვლავს --> დევიდ ბექჰემს.დევიდ ბექჰემმა შეძლო ის, რომ ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებაციდეალურად მოეწყო. მან მთელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელის სახელი გაიგდო.გარდა ამისა, თავბრუ დაახვია მსოფლიოს ქალებს საკუთარი სექსუალურობითა და ელეგანტურობით.მას ხშირად მიიჩნევენ მსოფლიოში ყველაზე მოდურ ვარსკვლავად, მისი გემოვნებისა და ჩაცმულობის გამო. ❂ დევიდ ბექჰემი 1975 წელს დაიბადა და ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი იყო. პატარა ბიჭუნა ბობი ჩარლტონის საფეხბურთო სკოლაში მიაბარეს. ისოცნებობდა დამსგავსებოდა თავის გმირს ბრაიან რობსონს და ოდესღაც მაინც ჩაეცვა მაისური 7 ნომრით. ❂ 1991 წელს მან კონტრაქტი გააფორმა საკუთარი ფავორიტი ჯგუფის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ახალგაზრდა უნიჭიერესი ბიჭი აღარ ხუმრობდა, მან საკუთარი შესაძლებლობები 1996 წელს დაამტკიცა: როდესაც სეზონის პირველივე თამაშზე, დაუვიწყარი გოლი გაიტანა მინდვრის ნახევრიდან. ბექჰემი იმ წლის საუკეთესო ახალაგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, 40 მატჩში მან 8 გოლი მოუტანა გუნდს.❂ მალევე იყო, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი-სადაც კოლუმბიის წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ბექჰემი წინა 2 თამაშზე არ გამოჰყავდათ და ამ ცნობილმა გოლმა მას აუღწერელი ბედნიერებამოუტანა. ქალებმა ჭკუა დაკარგეს მასზე. ❂ ბექჰემის კარიერის მინუსი გახდა მომენტი, როდესაც წითელი ბარათი დაიმსახურა: 1998 წლის თამაშზე არგენტინის წინააღმდეგ. მინდვრიდან გაძევების შემდეგ, მატჩი ფრედ დამთავრდა,მაგრამ ინგლისმა პენალტებით წააგო. ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელი სამშობლოში არ დაბრუნებულა, მან ნიუ-იორკს მიაშურა თავისი პატარძლის - ვიქტორია ადამსის ძიებაში. ❂ ინგლისის ყველაზე ცნობილი წყვილი 1998 წელს, დანიშვნის შემდეგ, 99-ში კი შეუღლდნენ კიდეც- ირლანდიაში. 437 ადამიანი იმყოფებოდა მათ ქორწილში, წყვილმა მხოლოდ ერთი გაზეთი დაუშვაინფორმაციის გასაშუქებლად «OK!». თუმცა ფოტოები უცებ გავრცელდა სხვა გაზეთების მიერაც. ❂ ამის შემდეგ ფეხბურთელი სტილის აიქონის გახდა და არასოდეს ერიდებოდა ექსტრავაგანური სამოსის მოზომებას. დიდი ხმაური გამოიწვია მისმა ბანერმა ქალაქში, სადაც დევიდი თეთრეულშია გამოწყობილი, ამან მას სექსუალურის წოდებაც მოუტანა.❂ 2001 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისმა შეძლო საბერძნეთის დამარცხება, ბექჰემის არაჩვეულებრივი გოლის წყალობით ბოლო წუთზე. ❂ 1 წლის შემდეგ, 2002 წელს ბექჰემმა ჩემპიონთა ლიგის დროს "დეპორტივოს" წინააღმდეგ, ტრამვა მიიღო-მარცხენა ფეხზე მოიტეხა ძვალი. ჟურნალმა «Sun» ითხოვა კიდეც ყველას ხელი დაედო მათი გვერდის ბექჰემისადმი მიძღვნილ სურათზე, რათა გამოეხატათ მისი განკურნების სურვილი და დახმარებოდნენ სიმბოლურად მაინც. ამან თითქოს უშველა კიდეც, რადგან არგენტინისკარში მან გოლი გაიტანა, ზუსტად იმათთან, ვინც ადრე წითელი ბარათით გაისტუმრა ის. ❂ "მანჩესტერის" მენეჯრი შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ ბექჰემი გართული იყო "სვეცკური" ცხოვრებით, ამიტომ მისი სხვა კლუბში გადასხვა სურპრიზი არ ყოფილა. მიუხედავად ამისააფორიაქდა სპორტული სამყარო. დადიოდა ხმები, რომ არსენალის წაგების შემდეგ ფერგიუსონმა საფეხბურთო ფეხსაცმელი თვალში გაარტყა ბექჰემს, რის შემდეგადაც მას ნაკერი დაადეს. უღებდნენდევიდ ფოტოებს-შრამით და აღარავინ ელოდა, რომ ტრენერსა და ფეხბურთელს ოდესმე ერთად იხილავდნენ... ❂ 2003 წელს, ბექჰემმა კონტრაქტი გააფორმა ესპანურ კლუბთან "რეალ მადრიდთან". ნახევარმცველის კარიერა მაღლა და მაღლა მიიწევდა პირველივე მატჩში გატანილი გოლის შემდეგ.❂ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბექჰემმა უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი საფეხბურთო ისტორიაში. სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა მას უკვე გატანილი გოლი, მაგრამ ამჯერადაც ვერ აიღო თასი მისმაგუნდმა. ❂ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი გადასვლა ბექჰემმა გააკეთა, როდესაც ის გადავიდა «Los Angeles Galaxy»-ში-ამერიკულ კლუბში. ფეხბურთელები ამერიკულ გუნდებში მაღალი ანაზღაურების გამო გადადიოდნენ, მაგრამ ბექჰემი უკვე შემდგარი ვარსკვლავი იყო და მისმა ქმედება მიიპყრო მთელი აშშ-ს ყურადღება.თუმცა ცინიკოსები ამ გადასვლას იმას მიაწერდნენ, რომ ბექჰემს ინგლისში დაბრუნება აღარ შეეძლო, ლოს-ანჯელესში კი თავის ბრენდს კარგ რეკლამირებას გაუკეთებდა.❂ შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ. 1 წლის შემდეგ ბექჰემმა იტალიურ "მილანს" მიაშურა. ფეხბურთელმა შეძლო ინგლისელების სიყვარულის დაბრუნება.❂ 2010 წელს ბექჰემს "ტრაფორდში" დაბრუნება მოუწია ჩემპიოთა ლიგის მილანის თამაშისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო, მან მატჩის ბოლოს ჟესტი გააკეთა: ყვითელ/მწვანეშარფი მოირგო და ტაში დაუკრა, რითიც მსოფლიოს ყველა გაზეთში მისი სურათი აღმოჩნდა. ❂ 2009 წელს ის ინგლისს ვერ შეუერთდა რაც ასე ძLიერ სურდა, მაგრამ დაიტოვა იმედი, რომ შემდეგ ჩემპიონატზე ამას მოახერხებდა. მაგრამ სპორტის ვერაგობამ აქაც იჩინა თავი და ტრამვამყველა ფანის მოლოდინს დაუსვა წერტილი. ❂ თავის ნაციონალური გუნდის თამაშებზე ბექჰემი მარტოსულად და მიტოვებულად გამოიყურებოდა. მას კვლავ არ აძლევდნენ საშუალებას ეთამაშა საკუთარ მშობლიურ გუნდთან. "მადლობა რომ დაგვეხმარე, მაგრამ შენ ალბათ უკვე ვარსკვლავი ხარ!" აცხადებდა კაპელო. დევიდმა 115 ჯერ მოახერხა მოედანზე საკუთარ გუნდთან თამაში. ❂ მას დღესდღეობით აქვს შესაშური ოჯახი, გამოირჩევა იდეალური მეოჯახეობითა და ქმრობით, თამაშობს Los Angeles Galaxy-ში, მისი ცოლი ვიქტორია ასევე ელეგანტურობის აიქონად ითვლებამოდის სამყაროში. მინდოდა მეტი სურათი დამერთო მაგრამ ვეღარ ვასწრებ :X სტუმრად მივდივარ დაა... | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|