მთავარი » 2013 » მარტი » 3 » დედა - ჩვენი ბავშვობის ტკბილი ზღაპარი
11:20 AM
დედა - ჩვენი ბავშვობის ტკბილი ზღაპარი
Mother's Day 

ყველას გილოცავთ დედის დღეს!



დედა- ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედამიწაზე! დედა/დედიკო/დე - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის. დედა - ადამიანი, რომელიც ჭირში თუ ლხინში, მუდამ შენს გვერდით დგას, დედა - ადამიანი, რომელმაც ცხრა თვე საკუთარი სხეულით და მთელი ცხოვრება საკუთარი გულით გატარა. დედა- ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად გაწირავს თავს შვილის სიცოცხლისთვის, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ძვირფასს, დარდის, მწუხარების, ბედნიერების, სიხარულის, სიამაყის გრძნობას შვილი წარმოადგენს. დღეს დედების დღეა, გაუფერადეთ მათ ეს ლამაზი დღე და კიდევ ერთხელ შეახსენეთ თქვენი სიყვარული მას. ნურასოდეს გაუნაწყენდებით მას, ნუ ეჩხუბებით, ნუ ატკენთ გულს წვრილმანების გამო, მას ხომ თქვენთვის საუკეთესო უნდა. პირიქით, მოეფერეთ, აკოცეთ, ჩაეხუტეთ, აგრძნობინეთ თქვენი სიყვარული მათ. დედიკო გულის სიღრმეში ყოველთვის გაგამართლებს, ყოველთვის დაგიცავს, რადგან მისი სიცოცხლის და გულის ძგერის მთავარი მიზეზი შენ ხარ. დედის ღიმილი, დედის შექება უდიდესი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის, ხოლო მისი ცრემლი, მისი ერთი ამოოხვრაც კი ჯოჯოხეთი უნდა იყოს ჩვენთვის. იხ ხომ ჩვენი შეცდომების გამო ტირის და იტანჯება. 

ნუ ატკენთ დედიკოებს გულის, ყოველთვის იზრუნეთ მასზე, თითოეულ დღეს შეახსენეთ თქვენი სიყვარული მას, სანამ დედა ცოცხალი გვყავს, ჩვენ არ გვემუქრება სიბერე, მხოლოდ დედიკოს გარდაცვალების შემდეგ ვგრძნობთ ცხოვრების სიმძიმეს და დედის მნიშვნელობას. ნუ ჩაიდენთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ სანანებელი უნდა გაგიხდეთ! 




დედა - ჩვენი ბავშვობის ტკბილი ზღაპარი

დაამოწმა: Marriiee♥♥♥-მ
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 2124 | დაამატა: [-AmMuuNniia-] | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-03-03 3:14 PM)
de gilocav :**