10:05 PM Dog | |
პოპულარული „თანამგზავრ" ცხოველს. ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული. ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი". ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს. 2001 წლის მონაცემებით, 400 მილიონზე მეტი ძაღლია მსოფლიოში. მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე. შინაური ძაღლი, ანუ Canis familiaris, ერთგული და საყვარელი ცხოველია. ადამიანმა ის დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივეი, აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ. ადამიანი ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა – დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და მღრღნელების გამანადგურებლად ამუშავებდა; მის ბეწვსა და ხორცსაც იყენებდა. დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში _ სულ ცოტა, 60 მილიონი. ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები ერტმანეთისგან ძლიერ განსხვავდებს – დაწყებული ლანკაშირული იორშიკ-ტერიერით, რომელიც ორი წლისა 113 გ-ს იწონის, და ძველი ინგლისური მასტიფით, ე.წ. "ზორბათი” დამთავრებული (1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კგ-ს იწონიდა). ძაღლები ხალისიანი, ენერგიული ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ევოლუციამ მათ ამ მხრივ ბევრი ვერაფერი დააკლო. ბევრნაირი ჯიშის არსებობა იმის გარანტიაა, რომ ყოველთვის მოძებნით თქვენს მოსაწონ ცხოველს. თუ მზრუნველობით და გონივრულად მოეპყრობით, ძაღლი თქვენს გულკეთილობას ერთგულებითა და სიყვარულით უპასუხებს და თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|