მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » Don't worry be happy
1:44 PM
Don't worry be happy
იყავი ბედნიერი მარტივადაა ნათქვამი,თუმცა ბედნიერება არც ისე მარტივია. სამწუხაროდ ბოლო დროს მომრავლდნენ პესიმისტები,რომელთაც არ სწამთ უკეთსი მომავლის და მუდმივად ცუდზე ფიქრობენ,მაგრამ მინდა ყველას გითხრათ-Don’t Worry Be Happy!))

როგორ? 
 შევეცდები მთელი ამ სიახლის განმალობაში ამ კითხვას გავცე პასუხი,რადგან ძალიან მინდა ყველა ბედნიერი იყოს. რა არის ბედნიერება?"იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას,რომ თითქოს ყველაფერი სრულყოფილადაა.ეს ნიშნავს იმას,რომ შენ ცდილობ არავის მიუთითო შენს სისუსტეებზე" ბედნიერი ხარ მაშინ როდესაც რაღაც გიხარია,მშვიდად ხარ და დიდად არაფერი გაწუხებს. ადამიანი მთელი ცხოვრების განმალობაში ბედნიერებისაკენ მიისწრაფვის... დაბადების დღეზეც კი ყველა გვისურვებს ვიყოთ ბედნიერები,ჯანმრთელები,წარმატებულები და განათლებულები. ჩემი აზრით როდესაც ადამიანი ბედნიერია,იგი თავისთავად წარმატებულიცაა,გახარებულიცაა და ჯანმრთელიცაა. 
როგორ ვიყოთ ბედნიერები? 
 1.იყავით ოპტიმისტები! რაც არ უნდა მოხდეს,არ უნდა დანებდეეთ. იმის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამოსწორდება. „ყველაფერს აქვს კარგი დასასრული. თუ თქვენი საქმე ცუდადაა,ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ დასასრული არაა"
დღის განმალობაში ბევრი კარგი რამ ხდება,რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგალითად: ისაუზმეთ კარგად,თქვენმა მეგობარმა მოგიყვათ რაიმე სასაცილო ისტორია და ბევრი იხალისეთ და სხვა. ეს ყველაფერი რომ შეკრიბოთ და დაფიქრდეთ,რამდენი კარგი რამ მომხდარა მთელი დღის განმალობაში რამოდენიმე წუთით მაინც იქნებით ბედნიერები.
შეხედეთ ყველაფერს ოპტიმისტურად. შეყვარებული დაგშორდათ? ძალიან კარგი,თქვენ ეხლა გაქვთ შანსი შეხვდეთ უკეთესს!ცუდი ნიშანი მიიღეთ? თქვენ ეხლა გაქვთ შანსი გამოასწოროთ იგი და ყველას დაუმტკიცოთ,რომ მათ ჯობიხართ! 
დაფიქრდით იმის შესახებ,რომ  ნებისმირ სიტუაციაში შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო და თქვენ გაგიმართლათ.  უბრალოდ,გაიხარეთ იმით რომ თქვენ უარეს სიტუაციაში არ აღმოჩნდით და გაიღიმეთ!
Tumblr_mkmrx7bsmu1r6xhh8o1_500_large



2.ასიამოვნეთ თქვენი სხეული. ივარჯიშეთ და ჩადექით ფორმაში.შეიძლება ეს გიჟურად ჟღერს,თუმცა  ადამიანიები რომლებიც მუდმივად ვარჯიშობენ-ყოველთვის არიან გაწონასწორებულები და წყნარები. 
 იკვებეთ სწორად. იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით-ხილითა და ბოსტნეულით,ისინი გაძლევენ ენერგიას.
  იძინეთ კარგად. მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ,ადამიანები რომელთაც კარგად სძნავთ,მუდმივად კარგ განწყობაზე არიან
Tumblr_mkpsp0b0rp1s53qpso1_400_large

3.გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად: წადით იქ,სადაც ისინი არიან,მათ უფრო ხშირად ნახავთ. ჩვენ ვცხვორობთ განვითარებულ სამყაროში,სადაც მობილურებისა და ინტერნეტის დახმარებით ადამიანები თავიანთი სამსახურისათვის მიდიან ერთი ქვეყნიდან-მეორეში,თუმცა ფაქტია რომ დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად,გვმატებს უფრო მეტ ხალისს. 
521336_508182489224149_879998053_n_large

Tumblr_mkn6i4vsxg1rmynsco1_500_large

4.იყავით აქტიურები! იარეთ გამოფენებსა და თეატრებში,რაც თქვენს სულიერ სამყაროს გაამდიდრებს და თქვენს გემოვნებასაც დახვეწავს.

Tumblr_m9z1joatoj1qh0t50o1_400_large

5.გაიღიმეთ! მეცნიერებმა დაასკვნეს რომ,როდესაც თქვენ იღიმით მიუხედავად იმისა გულით იღიმით თუ არა,თქვენი განწყობა უკეთსისაკენ იცვლება და მაღლდება. ასე რომ გაიღიმეთ ნებისმიერ დროს,როცა შეძლებთ! 

268573_437510479649670_1731520422_n_large

6.მიუტევეთ! მიტევება-ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისებაა. ძალიან კარგია,როდესაც ვინმე რაიმეს ნანობს და პატიებას გთხოვთ. თქვენც შეეცადეთ აპატიოთ მას თავისი დანაშაული და გაუღიმოთ! შეეცადეთ გამოასწოროთ და დარწმუნებული ვარ არ ინანებთ. 

Tumblr_meki5x84ig1qe52v7o1_500_large

7.გაიჩნეთ მეგობრები!  ყველას თბილად შეხვდით და დახმარების ხელი გაუწოდეთ.  იარეთ წვეულებებსა და სხვადასხვა დღესასწაულებზე,გაერთეთ! ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და შეეცადეთ დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ.

Tumblr_mkq2tocaxu1r9x8f9o1_500_large

8.ყველაფერი რაც მოხდა,უკან დატოვეთ! არ ღირს ცუდი რამის გახსენება,უკეთესი წინ გელით. 
Every-day-may-not-be-good-but-there-is-something-good-in-everyday_large
9.გაიჩინეთ ჰობი. დაკავდით რაიმეთი,მაგალითად იკითხეთ ბევრი. წიგნი ადამიანის საუკეთსო მეგობარია. აგრეთვე შეგიძლიათ შეაგროვოთ ძველებური მონეტები,თქვენით მოამზადოთ სხვადასხვა დესერტები და საჭმელები და დამიჯერეთ,ეს ყველაფერი თქვენს განწყობას აამაღლებს.
5801_153564244809229_1537999864_n_large

10.ყველაფერი დაისახეთ მიზნად. არ მოგწონთ თქვენი წონა?  აიძულეთ თქვენი თავი დაიკლოთ. არ მოგწონთ რაიმე? შეეცადეთ შეიცვალოთ უკეთესობისკენ და თქვენი თავით თვითონვე კმაყოფილი დარჩებით. 
Tumblr_mkpwr42orn1s1rviio1_250_large

იმედი მაქვს მოგეწონათ სიახლე. <3 ძალიან ბევრი ვიწვალე))
თითქმის თავიდან-ბოლომდე ჩემი დაწერილია,უბრალოდ უცხოური ვებ-საიტები დავიხმარე,იქიდან წავიკითხე და აზრი გამოვიტანე.
პ.ს შავი შიფტი არ შემიცვალოთ მე ესე მომწონს და სპეციალურად გავაკეთე!:დ
Don't Worry Be Happy
Be Sexy Drink Pepsy :D )) 
556728_586444551374994_958993140_n_large
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1007 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-04-05 10:12 PM)
* 7 Diva♔   [Entry]
Kargi siaxlea ♥

varjishv viwyeb da ro gavxdebi getyvit ♥