მთავარი » 2013 » დეკემბერი » 16 » Dreams Came True, When Santa Claus Coming To Town <3
10:55 PM
Dreams Came True, When Santa Claus Coming To Town <3

  Letter For Santa Claus

 -HonestBitch♥-ის კოკურსისათვის


მოკლედ 8 წლამდე მჯეროდა სანტასი , მაგრამ ერთ დღეს ჩემმა მეზოებელმა გამიმხილა და მითხრა , რომ სანტა არ არსებობდა და ყველა საჩუქარს რომელსაც ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის ქვეშ ვხედავდი დედას და მამას ნაჩუქარი იყო. ვერ წამორიდგენთ რა დამემართა, ეს ადამიანი ვინც მითხრა ძალიან შემძულდა :დ სახლში შევვარდი გაცოფებული , აცრემებული თვალებით , დედას ყველაფერი მოვიყევი, მან თავიდან მითხრა "რომ რა სისულელეა სანტა არსებობს" , მაგრამ შემდეგ როცა მიხვდა რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა დამიდასტურა .



სანამ გავიგებდი , რომ სანტა არ არსებობდა ერთხელ დედას ჩანთაში ჩემი სანტასთვის მიწერილი წერილები წავიკითხე :დ ოოო აი მაშინაც ვიეჭვე რაღაცა , მაგრამ მერე დედამ მითხრა , რომ ეს სანტამ დამიტოვაო :დ ჰოდა მეც დავიჯერე.

დედაჩემი ამ 5 წერილს ეხლაც ინახავს და ახლა მოდით ამ წერილებს დაგიწერთ.



***

 პირველი წერილი სანტას მივწერე მაშინ როცა 4 წლის ვიყავი წერა არ ვიცოდი და ხან ციფრებით და ხანაც ასოებით რაღაცნაირად დავწერე:

"თოვლის პაპა მინდა მაჯის საათი"

 :დ ეს იყო ჩემი პირველი საჩუქარი სანტასგან, რომელიც დღესაც შენახული მაქვს (მართალია ნამტვრეული, დამსხვრეული, მაგრამ მაინც ვინახავ ).


***

მეორე წერილში ბაღში რაგაც ასოები მასწავლეს და ცოტა ნორმალურად დავწერე :

"თოვლის ბაბუ გეხვეწები 'ჩასაკრასკავები' მომიტანე"

ძალიან პრანჭია ბავშვი ვიყავი და... :დ

მოკლედ ეს 'ჩასაკრასკავები' . რომ მივიღე მერე მთელი ჩემი ბაღელები დაკრასკულები დადიოდნენ :დ


***

მესამე წერილში წერია:

"ძალიან გთხოვ სანტა მომიტანე პულტიანი მანქანა"

მოკლედ ეს პულტიანი მანქანა იმიტომ მინდოდა, რომ ჩემს დეიდაშვილს ონდა და მეც ხომ უნდა მქონოდა ?! :დ

 

 

 

 


***

მეოთხე წერილი:

"მინდა ბარბის სახლი 2 ბარბით"

ეხლა ამ სახლის მარტო სამზარეულოღაა შემორჩენილი, :დ ისიც ნაწილობრივ.


***

მეხუთე წერილში უკვე ძალიან , რომ შემიყვარდა კითხვა თოვლის პაპას წიგნი ვთხოვე.

"საყვარელო თოვლის პაპა, ძალიან გთხოვ მომიტანე ასტრიდ ლინდგრენის რომელიმე წიგნი"

ამ ავტორის წიგნი იმიტომ მინდოდა, რომ ჩემს კლასელს ჰქონდა და პატარა ნაწყვეტი წავიკითხე 'ბიულერბიუელი ბავშვების' ჰოდა ძალიან დამაინტერესა და...


აი ამის მერე თითქოს რაღაც დამაკლდა ცხოვრებაში, თითქოს ჩემთვის ჯობდა ამ 'პატარა' ტყუილში მეცხოვრა რატომღაც, მართალია საახლაწლო საჩუქრები ახლაც მაქვს მაგრამ როდესაც მას თვით სანტა 'გჩუქნის' ის უფრო განსხვავებულია, რაღაცა თავისებური 'პეწი' აქვს <3

ახლა კი მომღიმარი ვუყურებ ხოლმე ჩემს დაიკოს რომელიც ტკბება თოვლის ბაბუიის 'ნაჩუქარი' საჩუქრებით ...


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1450 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 8

(2013-12-20 12:45 PM)
* 8 salo   [Entry]
dzaaan magariaa.
warmatebebs gisurveb ♥