მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » Ed Sheeran
12:01 PM
Ed Sheeran

ედვარდ კრისტოფერ შეერანი - ცნობილი როგორც უბრალოდ ედ შეერანი დაიბადა 1991 წლის 17 

თებერვალს,

 ჰალიფაქსში. იგი არის ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ედმა გიტარაზე დაკვრა და 

სიმღერების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. სიმღერების ჩაწერა 2005 წელს. 2008 წელს საცხოვრებლად 

გადავიდა ლონდონში მუსიკალური კარიერის მოსაწყობად. ედის თქმით, მისი მთავარი შთაგონება და 

ინსპირაცია ჯეიმს მორისონია. 2011 წელს, შეერანმა კონტრაქტზე ხელი მოაწერა Asylum / Atlantic Records-

თან. ამავე წლის ივნისში, ახალგაზრდა ინგლისელის სადებიუტო სინგლმა "The A Team" მესამე ადგილი 

დაიკავა დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტებში. ედს კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა იმ ფაქტმა, რომ

 მისმა პირველმა ალბომმა ოთხგზის პლატინუმი მიიღო. 2012 წელს, მან მოიგოო ორი BRIT ჯილდო 

ნომინაციებისთვის: "Best British Male Solo Artist" და "British Breakthrough of the Year". სიმღერა - "The A 

Team"-მ მოიგო Ivor Novello ნომინაციისთვის - "Best Song Musically and Lyrically". 



26 აპრილს, შეერანი გამოჩნდა სატელევიზიო მუსიკალურ შოუში "Later... with Jools Holland" – სადაც

შეასრულა "The A Team". 6 კვირის შემდეგ, სინგლი ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. სიმღერამ მესამე 

ადგილი დაიკავა ბირტანეთის ოფიციალურ ჩარტებში. მან გამოსვლის პირველივე კვირას 58,000 კოპია 

გაყიდა. "The A Team"გახდა ბესტსელერი სინგლი 2011 წლისა, სულ გაყიდული 801,000 ეგზემპლარით. 

პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, ლუქსემბურგის,ახალი 

ზელანდიის, ნორვეგიის და ჰოლანდიის ჩარტების ტოპ ათეულში. შეერანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 

"You Need Me, I Don't Need You" ხელმისაწვდომი გახდებოდა 28 აგვისტოს, როგორც მეორე სინგლი 

ალბომიდან. მართლაც, ამ სინღერამ მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტებში.



ედ შეერანის ალბომი "+" გამოიშვა 2011 წლის 12 სექტემბერს და დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება.

 " Metacritic " -ამ ალბომს მიანიჭა 65 ქულა 100-დან, რაც საკმაოდ კარგს ნიშნავს. დიდი ბრიტანეთის 

ალბომების ოფიციალურ ჩარტში, "+"-მა დაიკავა პირველი ადგილი. ალბომმა გაყიდა 102,000 კოპია 

პირველივე კვირაში. ის გახდა ბესტ-სელერი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთში. 2011 წელს მთლიანობაში

 გაყიდული აქვს 791,000 კოპია. 2012 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ალბომი #1 იყო მთელი 

ბრიტანრეთის მასშტაბით, ალბომმა მიიღო ოთხმაგი პლატინუმი "British Phonographic Industry"-ს მიერ. 201

2 წლის მარტში ალბომის გაყიდვების სრული რაოდენობა 1,021,072 ეგზემპლარს შეადგენდა ბრიტანეთში. "+"

 მოექცა ავსტრალიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის და შვედეთის ალბომების 

ჩარტების ტოპ ათეულში. 



ბრიტანული ბოი-ბენდის "One Direction"-ის სიმღერა "Moments" შეერანის დაწერილია. 2012 წლის 21 

თებერვალს, ედი დაესწრო " Brit Awards"-ს და იგი ორი ჯილდოთი დატოვა - ნომინაციებისთვის "Best British

 Male Solo Artist" & "British Breakthrough of the Year". 2012 წლის 10 იანვარს, შეერანის სიმღერამ "Give Me Love"

 გაიჟღერა "Dangerous Liaisons" და The Vampire Diaries-ს რამდენიმე ეპიზოდში. ასევე 2012 წლის "Ivor Novello

 Awards"-ზე ედის სიმღერამ "The A Team" აჯობა ადელის "Rolling in the Deep"-ს და "Florence and the Machine's" -

ის "Shake It Out"-ს, " Best Song Musically and Lyrically"-ს მოგებით. დღესდღეობით ედ შეერანი ერთ-ერთი 

ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელიც ბრიტანეთის საზღვრებს უკვე გასცდა...











მწირე ინფორმაცია არის სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ედის, მაგრამ იმედია მოგეწონათ.♥
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 737 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-06-03 3:54 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
"One Direction"-ის სიმღერა "Moments" შეერანის დაწერილია
Awards"-ზე ედის სიმღერამ "The A Team" აჯობა ადელის "Rolling in the Deep"-ს და "Florence and the Machine's"
vabodeb THe a Team-ze ♥
dsaan kargi siakhlea