მთავარი » 2013 » მაისი » 18 » Elie Saab ♥
4:57 PM
Elie Saab ♥

Elie Saab 

   

    


სანამ უშუალოდ იმ ერთ დიზაინერზე დავიწყებდე წერას, რომლის კაბებიც მაოგნებს და მაოცებს, მანამდე ზოგადად მოდაზე დავწერ რამდენიმე სიტყვით. მოდა ჩემთვის ხელოვნებაა. ხელოვნება კი არის ის, რაც ძალიან მიყვარს და შეიძლება ითქვას მისით ვსულგდმულობ. ვის არ მოწონს გემოვნებიანად ჩაცმული გოგონები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან და თვალს ვერ ვწყვეტთ. იმისთვის, რომ გეცვას მოდურად სულაც არ არის აუცილებელი ცნობილი ბრენდების სამოსით იმოსებოდა ან ძალიან ბევრ ფულს იხდიდე მათში. მთავარ როლს აქ გემოვნება თამაშობს, შეიძლება ძალიან უბრალო, არაპრესტიჟული სამოსი გქონდეს და ისე შეუხამო ერთმანეთს, რომ მართლაც გემოვნებიანად და დახვეწილად გამოჩნდე სხვის თვალში.

დახვეწილი გემოვნება კი ჩემთვის ყველაზე მეტად ფასობს. დიდი ხანია აღარ მომწონს ზედმეტად სპორტული სტილი, შეიძლება ასაკის გამო ან შეიძლება გემოვნების შეცვლის გამო. კედების, ჯინსების, მაისურის და რაღაც სულელური ჩანთის ტარებას, მირჩევნია დახვეწილი სტილი. კერძოდ კი პიჯაკები, შავი შარვლები, შარფები და კარგი, საშუალო ზომის ჩანთები. ყველაზე მეტად ყავისფერ და კრემისფერ ფერებში ჩაცმა მიყვარს, ამიტომ ქუჩაში თუ გოგონა დაინახეთ თითქმის მთლიანად ყავისფერ ტონალობებში ჩაცმული, ჩათვალეთ ის მე ვარ. ასევე მიყვარს სხვა თბილი ფერებიც, ლურჯი, თეთრი.. არავითარ შემთხვევაში მწვანე და წითელი, ეს ფერები უბრალოდ მაღიზიანებს (ჩაცმულობაში). ვერ ვიტყვი, რომ თამამად ვახამებ ფერებს, დიდი დიდი სამ-ოთხ ტონალობაში მეცვას, თუმცა მიყვარს თამამად შეხამებული ფერები, მაგრამ აქაც გემოვნების ამბავია.. ფერებზე გამახსენდა, კოკო შანელს აქვს ნათქვამი რომ "ორიგინალურობა კარგია, მაგრამ ხშირად ის ადამიანს ჯამბაზს ამსგავსებს”-ო და მართლაც ასეა.. აი რამდენიმე თქვენთვის ცნობილ "სელებრითს” გადახედეთ და ნახავთ. აი თუნდაც ანა პიაჯი გაიხსენეთ, მას ტრენდების დედოფალს უწოდებენ, აი მოსაწონი რა აქვს მე პირადად ვერ ვხვდები, სწორედ რომ ზედმეტმა ორიგინალურობამ უქნა მაგ ქალს რაც უქნა .. : ) ჩაცმულობის მხრივ განსაკუთრებულად მხიბლავს ანა ვინტური თავისი ქალური, დახვეწილი სტილით და ოლივია პალერმო – ჩემთვის ყველაზე სასურველი სტილით. დიზაინერებიდან კი შანელი, მაქქუინი, ჯეიკობსი და ელი სააბი. სწორედ ამ უკანასკნელზე ვაპირებ ახლა საუბარს.

ვინ არის ელი სააბი? 2002 წლის ,,ოსკარების'' ცერემონიალამდე,როცა ჰოლი ბერი საოცარ სამოსში გამოწყობილი გამოვიდა წითელ ხალიჩაზე,მერე კი ,,ოსკარიც'' დაიმსახურა,ელი სააბის შესახებ თითქმის არავის სმენოდა. ჰოლი ბერის კაბა დღემდე ითვლება ,,ოსკარების'' ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სამოსად.

Elie Saab


ეს საოცრება კი ელი სააბის დამსახურებაა,რომელიც მსახიობთან ერთად მაშინ მთელმა მსოფლიომ აღიარა.მას მერე ის სამყაროს უდიდესი დიზაინერების რანგში აიყვანეს და დღეს არცერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არ ტარდება ელის ,,აღმოსავლური აქცენტების'' გარეშე.


Elie Saab

ელი 1964 წლის 4 ივლისს დაიბადა ბეირუთში.1981 წელს სააბი პარიზში გაემგზავრა მყარი გადაწყვეტილებით,პროფესიონალურად აეთვისებინა და შეესწავლა მოდა.. წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

Elie Saab

1997 წელს იგი გახდა პირველი არაიტალიელი დიზაინერი,რომელიც მოდის ეროვნულ პალატაში მიიღეს. იმავე წელს ელიმ ტრიუმფით წარადგინა თავისი პირველი კოლექცია რომში,ანუ ლიბანისფარგლებს გარეთ.

ელი სააბმა მალე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს უპირველეს ლამაზმანებს შორის,პირველ რიგში საღამოს კაბების წყალობით.

2003 წელს საფრანგეთის მაღალი მოდის ფედერაციამ,ყველაზე პრესტიჟულმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ევროპის მოდის ინდუსტრიაში ელი სააბის მოდის სახლის სრულუფლებიან წევრად გამოაცხადა.

Elie Saab

Elie Saab

Elie Saab

ცოტა რომ გაიზარდა მეზობელ ქალებს და თავის დებს უკერავდა კაბებს..
მერე დრო გავიდა და ელიც გაიზარდა..
გაიზარდა და დაიხვეწა..
დაიხვეწა და წარმატებაც მოვიდა..
გახსნა თავისი ბუტიკები, მერე პარიზშიც მიიწვიეს, იტალიაშიც..
თავისი კოლექციები აჩვენა ხალხს და მოწონებაც დაიმსახურა..
ახლაც აქტიურად აგრძელებს კარიერას და ულამაზეს სამოსს გვთავაზობს.
ამ დროის განმავლობაში ბევრი საპირისპირო აზრის მქონე ადამიანიც გამოჩნდა, ეს ბუნებრივია. ისინი ამბობენ რომ ელი სააბის კაბები ძალიან მარტივია და უბრალო, რომელსაც ფანტაზია არ ჭირდება. თუ ფანტაზია არ ჭირდება სხვა დიზაინერებმა რატომ არ შექმნეს აქამდე მსგავსი კაბები?
მე პასუხი ვიცი.. იმიტომ რომ ელი სააბმა განსაკუთრებულად კარგად იცის ქალის სილუეტი. და ის გენიალურია..
დამახასიათებელი სტილიც აქვს – მაღალი ხარისხის ქსოვილი ძვირფასი თვლებით ან უბრალოდ საოცარი კაბები არაჩვეულებრივად ნაზი ფერებით.
მისი კაბები განსაკუთრებულად თავდაჯერებულ, მკაცრ და ამავდროულად თბილ ქალებს მოუხდებათ.
ალბათ როგორი იდეალური ვარიანტებია...

აი რატომ მიყვარს ელი სააბი და მისი კაბები..


XoXo Your ChuPa

სულ ეს იყო...

უბრალოდ მინდოდა თქვენთვის ცოტა ოდენი რამ მომეყოლა ჩემს უსაყვარლეს დიზაინერზე ♥

მიყვარხართ ♥


კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 1299 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

(2013-05-18 9:46 PM)
* 5 salo   [Entry]
kargi siaxleaa. raghac modurrii :)))))))))