მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » ერთი დღე მეტროში...
10:22 PM
ერთი დღე მეტროში...
ერთი დღე მეტროში...

ადამიანები ვერასდროს ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს... ვერასდროს ვერ ვაფასებთ ჩვენს სიყვარულს.... სანამ საბედისწერო რამ არ მოხდება! ვერასდროს იგებენ თუ როოგრ გვიყვარს ისინი! რატომ? სანამ რამე არ მომივა, სანამ სიკვდილის პირას არ მივალ და კიდევ სანამ ცრემლებს არ დაგმოვღრი მანამდე არავის არუნდა შევეცოოდოო? მანამდე დაჩაგრული უნდა ვიყო? ჩემი ფასი ამ ყველაფრის გარეშე არუნდა იცოდნენ? 
- დარდი სანამ არ მოგკლავს რომ მარტო ხარ და გჭირდება შენს გარშემო ხალხი რომელიც გაძლევს სუნთქვის მიზეეზს მანამდე უნდა ჩაძაღლდე? დაკუჭულ ქაღალდს უნდა დაემსგავსო? 
- იცი (თ) მინდა.... მხოლოდ თუნდაც ერთ დღეს.,.. მე მარტოდ მარტო გამოვიდე სახლიდან... ავიდე მეტროში... და ერთი დღე გავატარო იქ, სადაც სასიამოვნო წიგნს წავიკითხავ.. სადაც ხალხმრავლობა უკან გადაიწევს... აი ! მხოლოდ ერთი დღე ! ერთი ! ერთი განსხვავებული და ბედნიერი დღე რომლითაც იმას გავაკეთებ რაც მსურს... რაც ჩემს გონებას ძალუძს!
შენ მართალი ხარ მე იმაზე ვღელავ რომ მარტო ყოფნა საშინელებაა და მაშინ უფრო საზიზღრობა ხდება ცხოვრება! მაგრამ განა ამ ცხოვრებაში ვინმეს „ვინმეს" გარეშე არ შეუძლია ცხოვრება? არა, შეუძლია, მაგრამ მაშინ აზრი არ ექნებოდა იმას, რასაც მე ვხდები. არარსებულ გზას მივყვები მე და თან უკან მოხედვის მეშინია! იქ ხომ დემონები არიიან ან ეშმაკები? აი მაშინ მინდა ხმამაღლა დავიყვირო შველა გთხოოვოო.... მაგრამ შენ ქრები... როგორც გონებაში მოსული უაზრო აზრები! მაშინ ტკივილი უფრო იზრდება მაგრამ შემდეგ ეს ტკივილი სიამოვნებადაც იღქმება! და კიდევ აი მაშინ ისევ ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები! ვხდები რომ არაფერი არ დამთავრებულა და ეს გზა წრესავეთაა! 
წრე წრიულია. ანუ მე უკან ვბრუნდები, არ მჭირდება უკან გამოხედვა, ისედაც დასაწყისში ვარ. დემონები და ეშმაკები კვლავ ჩემ გარშემო დაძრწიან. მინდა, დანა მქონდეს. მინდა, შევწვყიტო სუნთქვა, რათა შმორის სუნმა არ დამახრჩოს და დემონები და თვით ეშმაკები ჩემს გონებიდანაც გავდევნო! არ მინდა ვიყვირო, მაგრამ მაინც ვჩურჩულებ.
მიშველე.

ერთი დღე მეტროში...

ჩემი გრძნობები ისევე აბურდულია, როგორც თმა. გარშემო ყველაფერი ისეთივე მჟავეა, როგორც მეგობართან ნაჭამი ალუჩა. უკვე სიჩუმეც ყვირის, ამას სხეულის ყოველი წერტილით შევიგრძნობ და ესეც მტკივა, მტკივა . ვგრძნობ, როგორ იცვლება რაღაც და მე კვლავ გზის გაგრძელებისკენ მიბიძგებს ჩემივე გონება. სიჩუმე ყვირის და ამ ყვირილში ჩემი ჩურჩულიც ყვირის.
მიშველე.
წვიმის წვეთები ნელა ეცემა ჩემს სხეულს. მე ახლა მეზიზღებით, შენ და მე. ორივე მეზიზღებით და მინდა, გიყვიროთ. ყველაფერი ხომ ასე უაზროდ დაიწყო და კიდევ უფრო უაზროდ მთავრდება. გაქრი და გახსოვდეს, რომ წრეს ვერ გაექცევი, სანამ არ დაინახავ იმას, რაც ადრე ვერ დაინახე. არაფერი იცვლება თავისით. ყველაფერი შენ უნდა შეცვალო.
მე შევძელი, ნელ-ნელა წრე მონაკვეთს ემსგავსება. დასაწყისიდან ბოლო წერტილისკენ მივდივარ და მაინტერესებს იქ რა იქნება. მინდა, მალე მივაღწიო მას, რათა თავი გავითავისუფლო და დასასრულის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყო.
ნელ-ნელა ჩემი გრძნობებიც საკუთარ ადგილს უბრუნდება და ღვინის არომატით დამთვრალი, წინ მივიწევ. ყველაფერი საკუთარ ადგილასაა. თითქოს ჩემს ცხოვრებას კინოთეატრის ეკრანზე ვუყურებდი!

ერთი დღე მეტროში...

ერთი დღე მეტროში...

ერთი დღე მეტროში...

ერთი დღე მეტროში...

We are born wet,naked and hungry.Then things get worse.

We are born wet,naked and hungry.Then things get worse.

We are born wet,naked and hungry.Then things get worse.


კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-01-24 9:08 PM)
shen daweree? :OO