მთავარი » 2013 » ივნისი » 3 » F♥A♥C♥T♥S
1:08 PM
F♥A♥C♥T♥S
FACTS
ფაქტები :)) 
იმედია მოგეწონებათ 
ძალიან საინტერესოა 
ამიტომ ყველა სრულიადში შევიდეს :)) 

      


… მაიკლ ჯექსონის "Billie Jean” MTV-ს ეთერში გაშვებული შავკანიანი მომღერლის პირველი კლიპია. თავდაპირველად, არხს შავკანიანი მომღერლების კლიპების ეთერში გაშვება საერთოდ არ სურდა.

… მადონას სიმღერაში Hung Up გამოყენებულია სემპლი აბბა-ს ჰიტიდან Gimme Gimme Gimme. მან, ამ სემპლის გამოსაყენებლად პირადად მიმართა ჯგუფის წევრებს და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ მსგავსი მოთხოვნა დააკმაყოფილეს…
… იმ დროისათვის, როდესაც პინკ ფლოიდის ალბომი "Dark Side of the Moon” როგორც იქნა გავარდა ბილბორდის ალბოების ცხელი 200-ეულიდან, მან ამ ჩარტში რეკორდული 741 კვირა გაატარა…
…1976 წელს, სარა კალდველი პირველი ქალი გახდა, ვინც მეტროპოლიტენ ოპერაში იდირიჟორა.
…პიტერ გებრიელის ვიდეო კლიპი "Sledgehammer” MTV-ს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ტრანსლირებადი კლიპია.


… ჯგუფის The Black Eyed Peas სიმღერაში My Humps  ფრაზა "My Humps” 55-ჯერ მეორდება…
… საქსოფონი გამოგონებულ იქნა ბელგიელი ინსტრუმენტების მკეთებლის ,ადოლფ საქსის მიერ დაახლ. 1840 წელს…
… 1978 წელს, შვედეთის ყველაზე შემოსავლიანი ექსპორტი ჯგუფი აბბა იყო, რასაც მეორე ადგლიზე მანქანების მწარმოებელი ფირმა, ვოლვო მოსდევდა…
… მიუხედავად იმისა, რომ ბითლზი 25 წლის წინ დაიშალა, ის ყოველწლიურად უფრო მეტ ჩანაწერებს ყიდის, ვიდრე როლინგ სტოუნზი…
… ბიონსემ, 50 Cent-ის სიმღერის, In Da Club, თავისი ვერისია ჩაწერა, რომელიც გოგოს თვალსაზრისით წარმოადგენდა ღამის კლუბურ ცხოვრებას და "Sexy Lil’ Thug” ერქვა. ის ინტერნეტით გავრცელდა და ორიგინალის მსგავსად, ღამის კლუბებში დიდი წარმატებით სარგებლობდა…
… ყოველწლიურად ჩაწერილი კომპაქტ-დისკების ერთი მესამედი პირატულია …
… დიურან დიურანმა თავისი სახელი გიჟი მეცნიერისგან აიღო ფილმიდან Barbara …
… Brit Awards-ზე ენი ლენოქსს რეკორდული რაოდენობის ჯილდოები აქვს აღებული (8 ცალი) …
… ბითლზის სიმღერა "Marta My Dear” ცხვრის მცველი ძაღლის, მარტას, შესახებაა …


… პირველად გამართულ გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე, 1959 წლის 4 მაისს, წლის ჩანაწერის ნომინაციაზე, ფრენკ სინატრას და პეგი ლის დომენიკო მოდუნიომ  მოუგო სიმღერით "Volare” …
… მსოფლიოში უდიდესი დისკოთეკა Buffalo Convention Center-ში, ნიუ-იორკი, გაიმართა 1979 წელს. 13.000 მოცეკვავით იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული …
…ფერგის სინგლზე "London Bridge” ლონდონის ხიდის მაგივრად ტაუერის ხიდია გამოსახული (სურათზე), რომელიც ხშირად ერევათ…
…ჯგუფ იგლსის ალბომი "Their Greatest Hits (1971-1975)” 29-გზის პლატინისაა, რის გამოც იგი ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ალბომია…
…ეშლი სიმპსონის სინგლი "Invisible” არაკომერციული როკ-ჯგუფ Jaded Era-ს სიმღერის ქავერ ვერსიაა, ეს ჯგუფი სწორედ სიმპსონის მიერ გაკეთებული ქავერით გახდა ცნობილი…
…ირლანდიის რესპუბლიკა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებებით რეკორდსმენია (შვიდგზის, მათ შორის სამჯერ 1990-იანებში)…
…მერაია კერი ათწლეულის (1990-იანები) განმავლობაში ყოველ წელს უშვებდა ჰიტს, რომელიც პირველ ადგილებს იკავებდა…
…ჰარმონიკა მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი მუსიკალური ინსტრუმენტია…
…ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი და კურტ კობეინი ოთხივე 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ…


…ჯგუფ U2-ს  თავიდან "ფიდბეკი” (ინგლ. Feedback) ერქვა…
…ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტი (დოლი, საყვირი) განვითარდა მოწყობილობებისგან, რომელთა პირველადი დანიშნულება სიგნალის გადაცემა იყო…
…ყველაზე პატარა სახელმწიფო ჰიმნი იაპონიას აქვს, ყველაზე დიდი — საბერძნეთს…
…ფელიქს მენდელსონს თავისი ზაფხულის ღამის სიზმარის მთლიანი უვერტურა ტაქსიში დარჩა, თუმცა მოგვიანებით მახსოვრობიდან მთლიანი ნაწარმოების აღდგენა შეძლო…
…მექსიკელმა მომღერალმა–მსახიობმა ანტონიო აგილარმა თავისი კარიერის განმავლობაში 150 ალბომი ჩაწერა და 150 ფილმში ითამაშა…
…კომპოზიტორ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს ჰყავდა ვაჟი, ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი , რომელიც ასევე გამოჩენილი კომპოზიტორი იყო…
…ბითლებს 1966 წლის 20 აგვისტოს მემფისში კონცერტზე დამპალი ვაშლები შეაყარეს…
…ჯიმი ჰენდრიქსს ჰყავს ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკოსია…
…კომპოზიტორი ვენიამინ ფლეიშმანი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაიღუპა, ვიდრე ოპერა "როტშილდის ვიოლონოს” დამთავრებას მოასწრებდა, თუმცა მისმა მასწავლებელმა დმიტრი შოსტაკოვიჩმა გადაარჩინა ხელნაწერები ალყაშემორტმული ლენინგრადიდან და თავად დაასრულა იგი…
…1906 წელს ოპერის ვარსკვლავი ენრიკო კარუზო ნიუ-იორკის ცენტრალ პარკის ზოოპარკში მაიმუნების გალიასთან უცნობი ქალისთვის საჯდომზე ჩქმეტის გამო დააპატიმრეს…
… იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინი ბავშვობისას ბევრს ავადმყოფობდა რის გამოც ადრე გამელოტდა. ზამთარში ის 2-3 პარიკს ერთად ატარებდა, რადგან მიაჩნდა, რომ პარიკზე ქუდის ტარება – სულელობაა.

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 812 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-06-03 6:25 PM)
* 5 salo   [Entry]
krgiaaa. yochaaghhh