11:14 PM Facts :) | |
> ჩვენი თვალები დაბადებიდან მოყოლებული ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები სიცოცხლის ბოლომდე იზრდება. > დაახლოებით 200,000 სირაქლემაზე ჩატარებული კვლევების შედეგად, 80 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არც-ერთი შემთხვევა რომ სირაქლემას თავი სილაში ჩაეფლო. > ღორისთვის ფიზიკურად შეუძლებელია ცაში ახედვა. > კრევეტს გული თავში აქვს. > ვირთხები მრავლდებიან ისე ჩქარა, რომ შესაძლებელია ორ ვირთხას 18 თვეში ჰყავდეს მილიონზე მეტი შთამომავალი. > ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, ყველა ადამიანის ენის ანაბეჭდიც უნიკალურია. > ინგლისურ ენაში ყველაზე რთულ ენის გასატეხად მიიჩნევა შემდეგი ფრაზა: "sixth sick sheik’s sixth sheep’s sick”. > ყურთსასმენების ტარება ერთი საათის განმავლობაში გაზრდის ბაქტერიების რაოდენობას თქვენს ყურში დაახლოებით 700-ჯერ. > იხვის ყიყინს არ აქვს ექო და არავინ იცის რატომ. > მსოფლიოში ასლგადამღები აპარატების გაფუჭების 23% გამოწვეულია ადამიანის დაჯდომით ქსეროქსის აპარატზე რათა გადაეღო საკუთარი საჯდომი. > მსოფლიოს ნახევარზე მეტ ადამიანს არასოდეს განუხორციელებია ტელეფონის ზარი ან უპასუხია ტელეფონისთვის. > ცხენს არ შეუძლია ღებინება. > პეპლები გემოს გრძნობენ თავისი ფეხებით. > ათ წუთში მესამე კატეგორიის გრიგალს შეუძლია გამოყოს იმაზე მეტი ენერგია ვიდრე მსოფლიოში არსებულ ყველა ატომურ იარაღს ერთად. > ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანი ენით მისწვდეს საკუთარ იდაყვს. > საშუალოდ ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის. > ნიუ-იორკის ტაქსისტების 90 პროცენტი ახალჩასული იმიგრანტები არიან. > საშუალოდ ორი მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცოცხლობს 116 წელიწადს და მეტს. > ძროხას შეუძლია კიბეზე ზევით ასვლა, მაგრამ არ შეუძლია ქვევით ჩამოსვლა. > ქალები თვალს დაახლოებით ორჯერ უფრო მეტჯერ ახამხამებენ ვიდრე კაცები. > ინდიანას უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა იძირება რამდენიმე სანტიმეტრით ყოველწლიურად, რადგან როდესაც იგი ააგეს, ინჟინრებმა არ გაითვალისწინეს იმ წიგნების წონა, რომლებიც ბიბლიოთეკაშია განთავსებული. > ლოკოკინას შეუძლია სამი წელი ეძინოს. > ელექტრო-სკამი დენტისტის (კბილის ექიმის) გამოგონებულია. > ძველ ეგვიპტეში ქურუმები იგლეჯდნენ ყველა თმას სხეულიდან, წარბებისა და წამწამების ჩათვლის. > სირაქლემას თვალი უფრო დიდია ვიდრე მისი ტვინი. > TYPEWRITER ყველაზე გრძელი სიტყვაა რომელიც შეიძლება აიკრიფოს კლავიატურის ერთ ზოლში განლაგებული კლავიშებით. > ნიანგს ენის გამოყოფა არ შეუძლია. > სიგარეტის სანთებელა უფრო ადრე იყო გამოგონებული ვიდრე ასანთი. > 75%-ზე მეტმა, ვინც ეს ფაქტები წაიკითხა, სცადა ენით მიწვდომოდა საკუთარ იდაყვს (აბა ვინ სცადა? :D ) XoXo Your Chu♡Pa ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ და დააკომენტარებთ :)) კიდევ დავდოო?! მოკლე აღწერა გაალამაზა ანჩომ <3 | |
|
სულ კომენტარები: 5 | |
|