1:51 PM The Devil Wears Prada | |
♥ მიმოხილვა ♥ გიფები ♥ ფოტოები ♥ ბლუფერსები ♥ ონლაინ ლინკი ქართულად ♥ ყველა ანიმაცია და ფოტო ჩარჩოში <33 ვისაც ნანახი არ გაქვთ დიდ სიამოვნებას კარგავთ ძალიან ბევრია ყველა და ძალიან გთხოვთ დამიკომენტეთ ბევრი ვიწვალე მართლა (( ავატარებათ გამოგადგებათ ბევრი <33 Love You're Anne ♥ ჯერ ეს ჩართეთ და შემდეგ დაათვალიერეთ <33 The Devil Wears Prada --> High Fashion Movie მცირე მიმოხილვა <33 შინაარსი Devil Wears Prada - ფილმი "ეშმაკი ატარებს პრადას" - იმ ფილმთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ყოველ მოდურ გოგონას უნდა ჰქონდეს ნანახი. იგი ეკუთვნის ამავე სახელწოდების , "best-selling" ნოველის ავტორს - Lauren Weisberger -ს. წიგნის პუბლიკაცია 2003 წელს შედგა , თუმცა მისი ეკრანიზაციის შემდეგ 2006 -ში მან უდიდეს წარმატებას მიაღწია და პოპულარობაც ადვილად მოიხვეჭა. ფილმი მოგვითხრობს უბრალო გოგონაზე, რომელიც ნიუ-იორკის ცნობილი ჟურნალის "პოდიუმის" რედაქციაში იწყებს მუშაობას ასისტენდად, მისი უფროსი - მირანდა პრისლი კი საკმაოდ გავლენიანი და მკაცრი ქალბატონია. -- - ფილმი ძალიან სახალისო და მრავალფეროვანია. მსახიობებმა როლები შესანიშნავად მოირგეს, თუმცა კრიტიკოსების აღფრთოვანება რაღათქმაუნდა სხვამ თუ არავინ - მერილ სტრიპმა დაიმსახურა, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი "მკაცრი, ელიტარული , გლამურული და ამვდროულად პრობლემატიკური" ქალის როლს. Cast 1) Anne Hathaway - Andy Sachs 2) Meryl Streep - Miranda Pristley 3) Emily Blunt - Emily (assistant of miranda) 4) Stanley Tucci - Nigel (from runway) 5) Simon Baker - Christian Thompson next thing you know, i got a fax from Miranda Priestly herself… saying that of all the assistants she’s ever had… you were, by far, her biggest disappointment. and, if i don’t hire you, i am an idiot. you must have done something right <33 Facts #1-ანა ვინტური - ვოგის რედაქტორი და სავარაუდოდ მირანდა პრესლის პერსონაჟის რეალური პროტოტიპი დაპატიჟებული არ ყოფილა ფილმის პრემიერაზე. #2-მირანდას როლზე მოსინჯული იყვნენ ჰელენ მირენი და კიმ ბესინჯერი. #3-როლისთვის რომ მომზადებულიყო ენ ჰეტევეი მართლაც მუშაობდა მოხალისედ ასისტენტის პოზიციაზე. #4-მერილ სტრიპს ეკუთვნის იდეა, რომ უმაკიაჟოდ გამოჩენილიყო სცენაში, სადაც მირანდა ანდრეას გაუმხელს თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს განქორწინების საჯაროდ გამოცხადებამ მის ქალიშვილებს. #5-ნაიჯელის როლი თავიდან შესთავაზეს ხავიერ კამარას, თუმცა ის არ დათანხმდა. #6-წიგნში ანდრეას ბოიფრენდი ალექსი (ფილმში ნეიტი) მასწავლებელია, ხოლო ფილმში მზარეული. #7-100-ზე მეტი ტყუპები მოისინჯნენ მირანდა შვილების (კარლინას და კესიდის) როლებზე. #8-ანდრეას როლზე მოსინჯული იყო ემილი ბლანტი. რომელიც შემდგომ მთავარი ასისტენტის როლში ვიხილეთ. #9-ჟიზელ ბიუნდჰენი დათანხმდა ფილმში თამაშზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ ითამაშებდა მოდელს. #10-როდესაც ბოლო სცენაში ანდრეა მირანდას ეკითხება მიიღო თუ არა მან თავისი არჩეული გზით ის რაც ცხოვრებაში სურდა, მირანდა პასუხობს: "ყველას უნდა ჩვენს ადგილზე ყოფნა", ორიგინალი სცენარის მიხედვით მირანდა ამბობს: "ყველას უნდა ჩემს ადგილზე ყოფნა". თუმცა მერილ სტრიპმა ეს ფრაზა შეცვალა, რადგან მიიჩნია, რომ ზედმეტად ეგოისტურად და დრამატულად ჟღერდა. #11-ბევრი მაღალი მოდის დიზაინერი დათანხმდა ,რომ მისი ორიგინალი კოსტიუმები ფილმში გამოეყენებინათ, რითაც ფილმი ყველაზე ძვირადღირებულია კოსტიუმების თვალსაზრისით კინემატოგრაფიის ისტორიაში. #12-მერილ სტრიპმა ფილმში გამოყენებული თავისი ტანსაცმელი მთლიანად ქველმოქმედებას გადასცა. #13-ფილმი გადაიღეს 57 დღეში #14-გადაღებების დაწყების პირველ დღეს მერილ სტრიპმა ენ ჰეტევეის უთხრა: "ვფიქრობ, რომ ამ როლისთვის იდეალური ხართ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ერთად ვიმუშავებთ" პაუზის შემდეგ კი: "ეს უკანასკნელი კარგი სიტყვებია, რასაც ჩემგან გაიგონებთ" და ასეც იყო. #15-მირანდა პრისტლი გავიდა კინო ისტორიაში ყველაზე რთულად შესასრულებელი როლების მესამე ადგილზე. Bloopers :D Blooper Video რომელიც ძალიან რთული საპოვნია და ცოტახნის წინ აეხსნა ბლოკი და ბოლოს ყველაზე მაგარი ანიმაცია <33 :D მე პირადათ აღფრთოვანებული ვარ ამ ფილმით ♥ და არასდროს არ მწყინდება ყურება ♥ Plz Comment Love You're Anne ♥ | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|