მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » First Kiss
4:56 PM
First Kiss
სელებრითებს კარგად ახსოვთ თავიანთი პირველი კოცნა. რამდენი წლისებს და რა ვითარებაში ჰქონდათ ის და ვისთან. გთავაზობთ მათ ამონარიდებს       ინტერვიუდან, რომელიც პირველ კოცნას ეხება

კარლი რეი ჯეფსენი 

კარლის ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია, თავისი ალბომის Kiss სახელწოდებიდან გამომდინარე.როგორც ამბობს საკმაოდ გვიან სწვევია პირველი სიყვარული"პირველ კოცნას დიდი ხანი ველოდი.პირველად ვაკოცე 17 წლისამ . 
ჯაზმენ ბრენდონ ქოლს.ჩვენ დღესაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს". 

 

ჯასტინ ბიბერი 

"ვიქნებოდი დაახლოებით 11 ან 12 წლის.მაშინ ციოდა და თოვლი მოდიოდა.ვერ ვიტყვი რომ მომეწონა" 


ჯესიკა ალბა 

ჯესიკამ პირველად ბიჭს აკოცა შვიდი წლის ასაკში"მან კალათბურთის თამაშზე წამიყვანა და ვაკოცე ბიჭს,რომელსაც არასდროს გამოუხეხავს კბილები" 

სელებრითები საუბრობენ პირველ კოცნაზე

ჰიუ ჯეკმანი 

ჰიუმ გოგონას 9 წლისამ აკოცა"სკოლაში ერთი გოგო მომწონდა სარა დოუსონი.ჩემს თავს პირობა მივეცი,თუ არ ვაკოცებდი მას,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხვას არავის ვაკოცებდი" 


შარლიზ ტერონი 

შარლიზმა ბიჭს 13 წლისამ აკოცა"ჩვენ ერთად ვუყურებდით ფილმს 'Friday the 13th.'ფილმის მსვლელობისას კი ერთმანეთს ვაკოცეთ.ეს საზიზღრობა იყო"


ზაკ ეფრონი 

"მე ვაკოცე გოგოს რომელიც საერთოდ არ მომწონდა და კარგად არც ვიცნობდი.უბრალოდ ვთამაშობდით"სიმართლე და მოქმედებას"და დავალებამ მოითხოვა" 


ეშლი სიმფსონი 

ეშლიმ ბიჭს თოთხმეტი წლისამ აკოცა."კოცნის შემდეგ საოცრად გამიწითლდა სახე,რადგან შემთხვევით ამას ჩემი მშობლები შეესწრენ.რომლებიც ხან მე მიყურებდნენ,ხან მას" 


რიზ უიზერსპუნი 

რიზმა ბიჭს პირველად 10 წლისამ აკოცა"მას ვაკოცე,მაგრამ მალე მან გული გამიტეხა,დამიწუნა იმიტომ,რომ ვიყავი ბრტყელმკერდიანი და ეს სხვებსაც უამბო" 


ლეიტონ მისტერი 

ლეიტონმა ბიჭს 16 წლისამ აკოცა"ის მე მეგობარი მეგონა.კინოს ვუყურეთ და სახლში გამაცილა,მაგრამ უცბად შემაჩერა და მაკოცა,მე გავნერვიულდი და გავიქეცი.დეტალები კარგად არ მახსოვს,მაგრამ მას შემდეგ იმ ბიჭს აღარ დავლაპარაკებივარ" 


დრიუ ბერიმორი 

დრიუმ რომელმაც ფილმში შეასრულა ქალის როლი რომელსაც არასდროს უკოცნია მამაკაცისთვის,სინამდვილეში ბიჭს აკოცა 11 წლისამ" ეს ძალიან კარგი იყო,მანაც პირველად აკოცა გოგოს მაშინ,სამწუხაროდ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელებულა"

P.S იმედია მოგეწონათ რახან ვალენტინობა იყო მინდოდა ცოტა გამეხალისებინეთ აბა კომენტარები არ დაიშუროთ


წყარო: angel.ge
დაამოწმა და გაალამაზა :salo

კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 897 | დაამატა: xmxaxgxdxax | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-04-21 6:17 PM)
* 4 Holly❤Shit   [Entry]
მაგარუიააა !