-გოგოებო წამოდით ჩემს მაგიდასთან გპატიჟებთ
ნანამ უპასუხა:
-უკაცრავად,მაგრამ არა
ამ სიტყვებზე ბიჭის თვალებში სიბრაზე შევნიშნე . მან მე და ნანას ხელი ჩაგვავლო და ძალით მიგვიყვანა თავის მაგიდასთან . ამაზე უცბათ ნიკა და მისი ძმაკაცი გიორგი წამოფრინდნენ და კლასიკბიჭუნას მივარდნენ ეს სახელი მე და ნანამ შევურჩიეთ . ისინი ჩხუბობდნენ და ამასობაში მიმტანი ცხელი კერძით გამოვიდა. გიოს დიდი ძალა ჰქონდა და კლასიკას ფეხებში შეუარდა.მიმტანი წაიქცა კერძი მილიონერ ქალს თავზე დაესხა . გაბრაზებულ გულზე ქალბატონმა თავის ქმარს კერზები დაუშინა,ბატონმა თავის ძმას,ძმამ დას და ერთი აყალმაყალი ატყდა. შემდეგ დაცვა გამოგვეკიდა ჩვენ სიცილით გავრბოდით. ფეხი ხის მორს წამოვკარი და გიომ დამიჭირა.ისე გავიქეცით რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.ესე ვგიჟობდით ყოველდღე.მე და გიო ძალიან დავახლოვდით.
ახლა უკვე 25 აპრილი იყო ღამის 12სთ-ს 5 აკლდა,როდესაც ჩამეძინა თუმცა ძილი ვინ გაცადა?! 12 საათზე ერთდროულად 50 ესემესი მომივიდა ტელეფონზე.
26-ში ჩემი დაბ.დღეა ეს დაბ.დღე გრანდიოზული იყო. ჩვენ ზღვაზე წავედით მე.ნანა გიო და ნიკა. იქ ჩემი ახალი დაქალი ანი და მისი შეყვარებული ჯეკო მოვიდნენ . ყოველ ნაბიჯზე სურათებს მიღებდნენ ნეტავ რაშია საჭირო ამდენი სურათები.ნანა გაგიჟებული იყო სიყვარულით გაგიჟებული . გიომ დიდი ფუმფულა სათამაშო მაჩუქა.
ნიკამ კი კარგად მივიწყებული ოცნება ამისრულა და უამრავი ვარდი მაჩუქა:
ნანამ მითხრა ,რომ მას მალე ქორწილი აქვს . არა რა გამაგიჟებელია ეს სიყვარული სულ გადაირია ჩვენი თაობა.