მთავარი » 2013 » მაისი » 7 » გარიყულნი - ანუ მიდრეკილება დასასრულისაკენ
9:15 PM
გარიყულნი - ანუ მიდრეკილება დასასრულისაკენ
გარიყულნი - ანუ მიდრეკილება დასასრულისაკენ.
პარარელური სამყარო | რა არის ცხოვრება?

"მხოლოდ გაყინულ მიწაზე დატოვებულ ცრემლებს შეუძლიათ წყლად აქციონ ყინული საკუთარი სიმწრით, ყოველი ნატეხი გაამთელონ.."


ცხოვრები ერთი დიდი ჯოჯოხეთია! არა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთია გამეფებული წუთისოფელზე.
ყოველი წამის მეასედში ბოროტება ხდება...
სიკეთე?! არანაირი..
ადამიანებიც, ხომ ძალზედ სასაცილო და ყალბი არსებები ვართ (ტუმცა ყველაზე განვითარებული).
ვადგენთ საზღვრებს, ჩარჩოებში ვსვამთ ცხოვრებას, მერე კი თვითონვე ვანგრევთ ამ ჩარჩოებს, ვცილდებით საზღვრებს და იწყება ისევ თავიდან.. შენება, დანგრევა... შენება, დაგნრევა.. ასე, შეუჩერებლად.
რაღაც, ძველიც ხომ ახლის დასაწყისია...
რაღაცის განადგურება ახლის დაბადება...
მაგრამ, ახალიც კი ბანალურია უკვე... ყველაფერი ერთი და იგივეა. იგივე, იგივე... ასე, შეუჩერებლად..
ხელოვნურად ჩანერგილი გრძნოები... შთაგონებული, უნდა გიყვარდეს და უნდა უყვარდე.. არსებობს კი განა სიყვარული?..
ნდობა, მონატრება, იმედი... გამქრალია ამ სიბინძურით გაჟღენთილ წუთისოფელში.. (თუმცა არის კი ეს ცხოვრება "წუთი"?!).
ადამიანის "სიყვარულის" ფაქტორი ახლა მის საჭიროებაზეა დაფუძნებული.
და მაშინ, როცა ყველაზე მეტად გიყვარს, როცა ყველაზე ბედნიერი ხარ, იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გეშინია სიკვდილის (რადგან შესაძლოა ეს 'ბედნიერი' დღეები დასრულდეს), რჩები მარტო... ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული...
და მაინც, საოცარია, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, მეორეს პიროვნება ასე შეცვალოს (ან უკეთესი გახადოს, ან საბოლოოდ გამოფიტოს და გაანადგუროს იგი).
რევოლუციაც ხომ ეს არის (საყოველთაო) ?!
ადამიანის მიერ შეცვლილია თავისივე ყოფა, რაზეც შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წუწუნებს..
და მაინც, რისთვის ვცხოვრობთ? ბოლო მაინც ხომ ყოველთვის ერთია... და იწყება კი, სიკვდილის მერე ახალი სიცოცხლე?



კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: Egoist | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-05-08 10:50 AM)
* 2 SoPii))   [Entry]
aii martlaa yochaghhh shenn <3
samburdzglaa unamuso viyoo biggrin