მთავარი » 2013 » იანვარი » 18 » geo news
1:14 PM
geo news
✘ ქართული სიახლეები 
 რა უთხრა დევიდ ბექჰემმა ნინი შერმადინს?
✘ "ახალი ხმის" ტრიუმფატორი სალომე ქათამაძე და სცენაზე დაჩოქილი დათო ფორჩხიძე
✘ თაკო ჩხეიძემ თბილისში დაფუძნება გადაწყვიტა
✘ ქეთა თოფურიამ მისი გათხოვების შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა
✘ ვეფხისტყაოსნის თრეილერი/მიმოხილვა "The Knight Of Panther's Skin"


 რა უთხრა დევიდ ბექჰემმა ნინი შერმადინს?
უკვე თვე-ნახევარია, მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისმა გულშემატკივარმა იცის, რომ ნინი ბროდვეიზე მიუზიკლ "კაბარესთვის" კასტინგზე წავიდა ამერიკაში. 2 იანვარს მომღერალმა სოლოკონცერტიც ჩაატარა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში. კასტინგის შედეგზე, ამერიკულ ცხოვრებასა და იქაურ სახალისო და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ნინი თავად გიამბობთ.

- ნინი, როგორ ხარ, როგორ ჩაიარა "კაბარეს" კასტინგმა?
- კასტინგში გავიმარჯვე. რამდენიმე მონაწილე აგვარჩიეს და ხვალიდან გვეწყება ექვსთვიანი მასტერკლასები ერთ-ერთ თეატრში ბობი ქვაინთან.

- თვე-ნახევარია ამერიკაში ცხოვრობ. მოგვიყევი რას საქმიანობდი, როგორ გაატარე ეს პერიოდი უჩვენოდ?
- (იღიმის) ძალიან მომენატრეთ ყველა. ბროდვეიზე თეატრ "ემემეისიში" მქონდა საქველმოქმედო კონცერტი სოსო თოლორაიასთან ერთად. მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარეთ. მქონდა საქველმოქმედო კონცერტი ჩიკაგოში ერთ-ერთი მონასტრის დასახმარებლად. ამავე ტიპის კონცერტი გავმართე ფილადელფიაშიც. 

- როგორ მიგიღეს ამერიკელმა მელომანებმა?
- კარგად. 2 იანვარს სოლოკონცერტი გავმართე კლუბ "მონაკოში". დამებედა კონცერტი. კმაყოფილი წავიდა ხალხი. მეორე სოლოკონცერტი 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მაქვს დაგეგმილი. მიწვევები მაქვს ფილადელფიაში, ჩიკაგოში. ერთი ფრანგი დიჯეი, ფრენკ დონა დაინტერესდა ჩემით. სურს, ერთად გავაკეთოთ სინგლი. ვნახოთ რა იქნება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, რომელსაც ჯერ არ ვამხელ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ექსკლუზივს "რეიტინგს" მივცემ. 

- ნინი, ვინ კურირებს ამერიკაში შენს კონცერტებს, პროდიუსერი თუ გყავს?
-
 ოფიციალური კონტრაქტი არავისთან მაქვს. ჩემი მენეჯერიც, მეგობარიც, ძმაც და ყველაფერი ამერიკაში არის სოსო თოლორაია.

- ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
-
 ჩემი შვილი. ოჯახის წევრებთან სკაიპის საშუალებით ვკონტაქტობ. მარი მართობს, მიმღერის, ცეკვავს, მიკითხავს ლექსებს, რომლებიც ისწავლა, თავის ნახატებს მაჩვენებს, უკვე დიდი გოგოა და შეგნებული, იცის, დედიკო იმიტომ წავიდა, რომ მარიმ კარგად ისწავლოს, ლამაზი კაბები და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს. არ წუწუნებს, არ ტირის და ამით მეც მაძლიერებს. 

- ქართული სამზარეულო არ გენატრება? რას მიირთმევ მანდ?
-
 გამწარებულ დიეტაზე ვარ, ფაქტობრივად, არაფერს გეახლებით. ჩემს ფოტოებს თუ გადახედავთ "ფეისბუქზე", მიხვდებით რა დღეში ვარ. მარტო სალათებს ვჭამ და წვენებს ვსვამ. ყოველგვარი ცომეული და ტკბილეული ამოვიღე კვების რაციონიდან. დავდივარ ფიტნეს-კლუბში, სადაც 2-3 საათი ვვარჯიშობ. საღამოს დიდხანს ვსეირნობ ფეხით.

- ვისთან ცხოვრობ?
-
 ჩემს მეგობრებთან. ცოლ-ქმარი ზურა და ნინო ჯერ კიდევ საბერძნეთში გავიცანი. შვილიც ჰყავთ, ლუკა, მომავალი კალათბურთელი. ზურაც მსახიობობს. ხათუნა იოსელიანის ქართულ დასშია. "თეთრი ბაირაღებისთვის" ემზადებიან. 28 იანვარს არის პრემიერა. ერთი სიტყვით, საამაყო ქართული ოჯახია. 

- ნინი, ერთი სახალისო სტატუსი ვნახეთ "ფეისბუქის" შენს კედელზე, "გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა". როგორ გავიგოთ? 
-
 (ხარხარებს). რაღაც დამემართა, გარდატეხა მოხდა ჩემში. დავიწყე ქართული ანდაზების გახსენება. ყველა სიტყვაზე, ამბავზე ანდაზა მახსენდება. უკვე ანდაზებით ვლაპარაკობ. ჩემი მეგობარი ნიკა ხაჩიძე ოფიციალურად მთხოვს, ანდაზების კრებული გამოვცე. 

გიჟსა და ქალაქს რაც შეეხება, ერთ ამბავს უკავშირდება, რომელიც აქ გადამხდა თავს. ბრუკლინში ვცხოვრობ და თითქმის ყოველდღე მანჰეტენზე მიწევს წასვლა იმიტომ, რომ იქ არის ყველა ის ობიექტი, სადაც დავდივარ. გზაში მინიმუმ 2 საათი მჭირდება. ერთ-ერთ მასტერკლასზე 

- და არავინ არავის ცნობს... 
-
 რომც გცნობდნენ, არ შეიმჩნევენ. იმ დღეს დევიდ ბექჰემი ვნახე ერთ-ერთ კლუბში და არავინ აქცევდა ყურადღებას. მე მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც შევიმჩნიე, კინაღამ გული გამისკდა, ისე ახლოს იყო.

- გამოელაპარაკე? 
- თვითონ გამომელაპარაკა, უკაცრავადო მითხრა და გვერდზე გამწია. უნდოდა, რომ გაევლო. რომ მივხვდი, ვინც იყო, ნეტავ არ დამეთმო გზა-მეთქი, ვიფიქრე (იცინის). მეტროთი დადის ტიერი ანრი, ბექჰემი შეგიძლია ნახო დილით "ცენტრალ პარკში" მორბენალი. ჯეი ზი ვნახე "ბრუკლინ ნეტსის" თამაშზე, თორნიკე შენგელიამ დამპატიჟა ამ თამაშზე და ჩემ წინ იჯდა ჯეი ზი. ამ დროს ჯობია, შეურაცხადს არ დაემსგავსო, ჩვეულებრივად უნდა მიიღო. პრინციპში, ასეა საქართველოშიც. არავინ იჭრის ვენებს ნინი შერმადინის დანახვაზე. არავინ არავისზე მეტი არ არის არც მანდ და არც აქ.

- ენის ბარიერი მანდ არ გექნებოდა, ვიცი, რომ კარგად ფლობ ინგლისურს. სხვა მხრივ თუ აღმოჩენილხარ უცნაურ და უხერხულ სიტუაციაში?
-
 3 დეკემბერს მიუზიკლ "ოცნების გოგონების" კასტინგზე მივედი. ვხედავ, რომ ასი შავკანიანი კონკურენტია და მე ერთი ვარ თეთრი. მოგეხსენებათ შავკანიანების მუსიკალური მონაცემები. ერთი კი ვიფიქრე, ხომ არ ჯობია, გავტრიალდე და წავიდე-მეთქი, მაგრამ ის 2 საათი დამენანა, გზაში რომ გავატარე და დავრჩი. მკითხეს, "იუნიონის" წევრი ხარო? ეს არის ორგანიზაცია, სადაც მსახიობები და მომღერლები ერთიანდებიან. ორგანიზაცია სამუშაოს შოვნის მიზნით გაგზავნის სხვადასხვა კასტინგზე. უარი ვუთხარი, ავუხსენი, რომ ვიყავი საქართველოდან და ცოტაოდენი ჩემ შესახებაც ვუამბე.


✘ "ახალი ხმის" ტრიუმფატორი სალომე ქათამაძე და სცენაზე დაჩოქილი დათო ფორჩხიძე

13 იანვარს "ახალი ქართული ხმის" ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ნინი ცნობილაძე, სანდრო ქადაგიძე, თიკა ჯამბურია და სალომე ქათამაძე ეჯიბრებოდნენ. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, შოუს გამარჯვებულად დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი სალომე ქათამაძე დასახელდა, მეორე ადგილი სტეფანე-მაიას გუნდის წევრმა ნინი ცნობილაძემ დაიკავა, მესამეზე მერაბ სეფაშვილის კონკურსანტი სანდრო ქადაგიძე გავიდა, ხოლო მეოთხეზე - ნინო ჩხეიძის გუნდის წევრი თიკა ჯამბურია. ფინალში ჯამში 200 000-მდე ხმა შევიდა, საიდანაც გამარჯვებულს ხმების 48% ერგო. 


თაკო ჩხეიძემ თბილისში დაფუძნება გადაწყვიტა

"თბილისის მოდის კვირეულის" ორგანიზატორს, მოდელ თაკო ჩხეიძეს ახალი წელი ძალიან უყვარს, იმასაც კი ამბობს, რომ თოვლის ბაბუის არსებობას დღესაც დიდი სიამოვნებით დაიჯერებდა. მისთვის 2012 წლის დასასრული იმით იყო გამორჩეული, რომ გველის წელს საქართველოში შეხვდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ დღეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავდა. თაკოს მეუღლე რუსლან აბაშიძე საქართველოს ელჩია ესტონეთში, წყვილს სამი შვილი ჰყავს - სერგი, ალექსანდრე და დავითი.

2012 წლის მიწურულს ჩაატარეთ "თბილისის მოდის კვირეული"...
- იქიდან გამომდინარე, რომ გასული შემოდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იყო, ამ სეზონზე მოდის კვირეულის ჩატარება გადავიფიქრეთ, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდ ქართველი ხალხი გაგვეხალისებინა. მართალია, მოდის კვირეულის ფორმატი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში სამდღიანი კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, არაჩვეულებრივმა დი­ზაინერებმა წარმოადგინეს ძალიან კარგი კოლექციები, იყო სრული დასწრება და ჩვენც კმაყოფილი დავრჩით. გასული 2012 პირადად ჩემთვის ძალიან კარგი წელიწადი იყო, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად და კარგად ვართ, ეს კი უმნიშვნელოვანესია. 

- როგორ შეეგებეთ 2013 წელს?

- ეს ახალი წელი ჩემთვის გამორჩეული იყო იმით, რომ საქართველოში შევხვდი. ბოლო სამი წელია ამ დღესასწაულს თბილისში არ შევხვედრივარ. ევროპაში საახალწლო სამზადისს ძალიან ადრე იწყებენ და ოქტომბრიდან მაღაზიებში ჩნდება ნაძვის ხის სათამაშოები თუ სხვა მოსართავები. იქიდან გამომდინარე, რომ სამი შვილი მყავს, წელს ნაძვის ხე შედარებით ადრე დავდგი. ყოველ წელს ვყიდულობ ახალ სათამაშოს, თან ყველა იმ ქვეყნიდან ჩამოტანილი მოსართავებიც მაქვს, სადაც ვცხოვრობდი, შედეგად იმდენი სათამაშო დაგროვდა, რომ ჩვენს უზარმაზარ ნაძვის ხეზე ვეღარ ვატევთ. მჯერა, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, მთელი წელი ისე წარიმართება.

- რას აკეთებთ განსაკუთრებულს იმისთვის, რომ მთელი წელი კარგად წავიდეს?
- ეს ალბათ შინაგანი რწმენაა, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, სადღესასწაულო განწყობა მაქვს და ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები ამ დღეს. ბოლო დროს ასტროლოგიამ გამიტაცა, ახალი წლის მოლოდინში ვცდილობდი გამეგო, რა უყვარს წლის ნიშანს, გველს, რა ფერებია აქტუალური...

- თქვით, რომ ბოლო სამი წელია საქართველოში არ შეხვედრიხართ ახალ წელს, რომელ ქვეყნებში აღნიშნეთ ეს დღესასწაული?
- საერთოდ, ევროპულ ქვეყნებში ყველაზე დიდი დღესასწაული შობაა, ამ დროს სხვადასხვა ქალაქში დაქსაქსული ნათესავები და ოჯახის წევრები იკრიბებიან და საზეიმოდ აღნიშნავენ 25 დეკემბერს. ესტონეთში, გარდა იმისა, რომ ტალინის მთავარ ქუჩაზე დგას ნაძვის ხე და ზარ-ზეიმით ხვდებიან ახალ წელს, მოსახლეობა სახლებთან აწყობს ფეიერვერკს, 12 საათის შესრულებმადე რამდენიმე წუთით ადრე ხალხი გამოდის გარეთ შამპანურით ან ღვინით ბოკლებით ხელში და ასე ულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომას. ბოლო წლების განმავლობაში მე ან ორსულად ვიყავი, ან ჩვილი მყავდა, ამიტომ შედარებით ვპასიურობდი ახალ წელს, თუმცა შარშან თბილისიდან მეგობრები გვესტუმრნენ და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყოველი წელი განსაკუთრებულია. 



✘ ქეთა თოფურიამ მისი გათხოვების შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა

ბოლო დროს ბევრი მითქმა-მოთქმაა ატეხილი რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის, A-studio-ს სოლისტის, ქეთა თოფურიას გათხოვების შესახებ. 
გავრცელდა ხმები, რომ ქეთა თოფურიამ და ებრაელმა ბიზნესმენმა ლევ გეიხმანმა საიდუმლოდ იქორწინეს. A-studio-ს პრესმდივანმა ელენა ფედულოვამ ეს ჭორი მალევე უარყო და განაცხადა, რომ წყვილი ერთად არის, თუმცა ჯერ არ დაქორწინებულა. 

ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა გადაწყვიტა, პირადად ქეთა თოფურიასთან გადაემოწმებინა ჭორი. შედეგად მომღერალმა დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ლევ გეიხმანი და ის მართლაც დაქორწინდნენ. 




✘ ვეფხისტყაოსანი <3


"The Knigght in the Pan­ther's Skin" - ასეთია იმ ჯერ გადასაღები ფილმის ინგლისური სახელწოდება, რომელსაც რეჟისორები და პროდიუსერები - ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე შეეჭიდნენ. პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან

ინტერნეტით გავრცელებულმა ინფორმაციამ "ვეფხისტყაოსნის" ამ ეკრანიზაციის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ეროვნული საგანძურის ეკრანიზაცია და მსახიობთა შემადგენლობა ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ზოგიერთმა პირიქით, დადებითად შეაფასა და ვარაუდი გამოთქვა, რომ დასრულებული ფილმი, საერთო ჯამში, კარგი და საინტერესო გამოვა.

სხვათა შორის, პოემის პირველ ბეჭდურ გამოცემას 2012 წელს 300 წელი შეუსრულდა (1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა).

ბუნებრივია, მომავალი ფილმის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა. გადავწყვიტეთ, მეტი ინფორმაცია და გადამღები ჯგუფის გეგმები ე.წ. თრეილერში მონაწილე რამდენიმე მსახიობისგან შეგვეტყო.

გიორგი ვარდოსანიძე, ავთანდილის როლის შემსრულებელი:

- თავიდან, როცა რეჟისორმა ავთანდილის განსახიერება შემომთავაზა, ძალიან გამეცინა და გამიკვირდა. ჯერ იმიტომ, რომ თვით პროექტი არარეალური მეგონა. მაგრამ ლევანი იმდენს მელაპარაკა, დამარწმუნა და დავთანხმდი. იმედი მაქვს, ერს არ შევარცხვენ.

- როგორ გგონიათ, ამ როლზე მაინცდამაინც თქვენ რატომ შეგარჩიეს?

- ვერ გეტყვით. ყველა რეჟისორს განსხვავებული და თავისებური ხედვა და პერსონაჟების აღქმის უნარი აქვს. ამიტომ მსახიობი ვერ მიხვდება, რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ იგი. ალბათ მიიჩნია, რომ ვგავარ. ჩემი გმირი იმდენად ნათლადაა აღწერილი "ვეფხისტყაოსანში" ავტორის მიერ, რომ ჩემგან მისი დახასიათება და საუბარი სრულიად ზედმეტი იქნება.

- ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ მთელი ჯგუფი და როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გაართმევთ თავს?

- არ ვიცი, ვნახოთ. პირადად მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. შემდეგ კი მაყურებელმა უნდა შეაფასოს - რა გამოგვივიდა და რა - არა. საუკუნის პროექტია და შიშით ვეკიდებით, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" ადრე თუ გვიან ვიღაცამ ხომ უნდა გადაიღოს და რატომაც არ უნდა იყვნენ ესენი ლევანი და ჯაბა?! 

თუ სწორად მახსოვს, ფრიდონის როლზე დიმიტრი ტატიშვილს იწვევენ, ტარიელის - თორნიკე გოგრიჭიანს, რუსკა მაყაშვილი კი ნესტან-დარეჯანს განასახიერებს. დანარჩენი გმირების შესარჩევად კასტინგი გამოცხადდება. 

იმ ვიდეორგოლის გადაღებების ნაწილი, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ქარელთან ახლოს, ტყეში მიმდინარეობდა, სადაც ძველი მონასტრის ნანგრევებია; ნაწილი კი - პავილიონში.

- მთლიანობაში ფილმი იმ სტილის იქნება, როგორი ვერსიაც "თრეილერში" ვნახეთ თუ რაიმე განსხვავებულს უნდა ველოდეთ?

- მერწმუნეთ, ფილმი თრეილერზე ბევრად უკეთესი იქნება, ხარისხითაც და სხვა მხრივაც, რადგან ეს ყველაფერი ბიჭების მცირე თანხით გაკეთდა. ამიტომ - ნუ დაგვძრახავთ. როცა დაფინანსება გვექნება, ნამდვილად უკეთეს სანახაობას შემოგთავაზებთ. 

ეს არ იქნება მთლიანად "ვეფხისტყაოსანი"; ჩანაფიქრით, ეს, უბრალოდ, ამ ნაწარმოების მიხედვით გაკეთებული ფილმი იქნება: თუ როგორ გაიცნო სამმა გმირმა ერთმანეთი და როგორ გადაწყვიტეს მათ ტარიელს ქაჯეთის ციხის აღებაში დახმარებოდნენ. გვინდა, ფილმი საზღვარგარეთ გავიტანოთ. 

- დიალოგები "გათანამედროვებულია"?

- ლექსად არ დარჩება, "გასცენარებული" და "ადამიანური" დიალოგებია. თუმცა იმ ყველაფრის დაცვას, რაც საჭიროა, მაქსიმალურად ვცდილობთ.

- ვიზუალური მხარე, პერსონაჟების ჩაცმულობაც "გათანამედროვებული" იქნება?

- არა, ისტორიულ ლიტერატურაში ნახატები და ჩანაწერები მოიძიეს და მხატვრებმა ამის მიხედვით შექმნეს დაახლოებით იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კოსტიუმები. ამიტომაც გთხოვთ, რომ ამ გუნდის შრომას მხოლოდ თრეილერით ნუ შეაფასებთ და ნუ ჩათვლით, რომ კოსტიუმებიც მთლიანად ისეთი იქნება, როგორიც იქ ნახეთ. 

ისიც ზუსტად ვიცი, რომ დიდი კრიტიკა მოჰყვება, მაგრამ რა ვქნათ, ამისთვის მზად ვართ. მჯერა, რომ კრიტიკას დადებითი და ჯანსაღი შეფასებებიც მოჰყვება. მესმის, რომ ეს პოემა - სიწმინდეა. ჩემთვისაც არანაკლები კულტურული ღირებულების მატარებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან, ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს?!

თორნიკე გოგრიჭიანი, ტარიელის როლის შემსრულებელი:

- "ვეფხისტყაოსნის" გადაღებები ჯერჯერობით დაგეგმილიც არ არის. ის, რაც ხალხმა ინტერნეტით იხილა, თრეილერიც არ არის, რადგან თრეილერში, როგორც წესი, უკვე არსებული ფილმიდან ამოღებული ძირითადი და საუკეთესო სცენებია შესული. 

ეს ვიდეო დაახლოებით ორი წლის წინ გადავიღეთ და მისი მიზანი იყო, გაგვერკვია, ტექნიკური თვალსაზრისით რამდენადაა შესაძლებელი მსგავსი ფილმის გადაღება. მანამდე ლაპარაკიც არ იყო ტარიელზე, ავთანდილსა და სხვებზე. სცენარი არც იყო დაწერილი. ასეთი ჩვენებები დაფინანსების მოსაძიებელი ერთ-ერთი ხერხია. 

ჯაბაც და ლევანიც ჩემი მეგობრები არიან და ამ ექსპერიმენტში დავეხმარეთ. უბრალოდ, გვაინტერესებდა, საქართველოს პირობებში რამდენად შესაძლებელი იყო მსგავსი ჟანრის ფილმის გადაღება, რომელიც ამერიკულ სტანდარტთან მიახლოებული და ყურებადი იქნებოდა. 

ეს გახლავთ ექსპრომტად გადაღებული რგოლის ჩვენება. პირადად მე ამ ვიდეოს "ვეფხისტყაოსანს" ვერ დავარქმევ. ჯაბასა და ლევანისთვისაც ძალების მოსინჯვა იყო და მეტი არაფერი. ფილმი კომერციული უნდა გამოვიდეს, არ იქნება ფილოსოფიურად დატვირთული. 

მხოლოდ ის ეპიზოდი იქნება, რომელიც ქაჯეთის ციხის აღებას ასახავს. ამის დამადასტურებელია ომის კადრები, რომელიც ინტერნეტში იხილეთ. საომარი სცენა სხვანაირად როგორ უნდა გადაგვეღო, არ მესმის. 

- ფორუმებზე ხუმრობაც დაიწყეს - პერსონაჟები ქაჯებს კი არა, მუმიებს ჰგვანანო...

- ეტყობა, ქაჯებს პირადად იცნობდნენ და ვერ მიამსგავსეს (იცინის)... იმ მომენტისთვის, იმ ფინანსებითა და სატესტო ჩვენებისთვის, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია. რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანი" ეროვნული საგანძურია და ქართველებისთვის ძალზე ღირებულია. ამიტომაც უნდა იყოს კარგად დაფინანსებული და უმაღლესი ხარისხის. 

საზოგადოებას მინდა ვთხოვო - ნუ განეწყობა სკეპტიკურად. პირადად მე, ყველანაირად ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. მგონი, სამარცხვინო მსახიობი არ უნდა ვიყო (იცინის). 

რადგან ამ როლისთვის შემარჩიეს, იმედია, არაფერი შეიცვლება. სერიოზული მომზადება გვჭირდება, უცბად არაფერი გამოვა. მინიმუმ, ერთი წელი მაინცაა საჭირო. ჯერჯერობით დრო და თარიღი უცნობია. 

დასამალი არაფერია, გადაღებები დაწყებული რომ გვქონდეს, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და დიდი სიხარულით შეგატყობინებდით. მოკლედ, ჯერჯერობით არაფერი ხდება.

რუსკა მაყაშვილი, ნესტან-დარეჯანის როლის შემსრულებელი:

- ლაპარაკია ფილმზე "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე, თორემ მთლიანად პოემის ეკრანიზაცია განზრახული არავის ჰქონია. როგორც მახსოვს, ტყის საძმოზე, 300 სპარტანელის ამბავზე იყო ლაპარაკი და რამდენიმე პერსონაჟზეც "ვეფხისტყაოსნიდან". 

ლევან დაბრუნდაშვილი ჩემი მეგობარია და როცა ნესტან-დარეჯანის როლის შესრულება შემომთავაზა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სანერვიულოა ამ გმირის განსახიერება, მაგრამ მაინც შევეჭიდები და ვნახოთ, რა გამოვა. 

გადაღებები, წესით, 2013 წლიდან დაიწყება. ეს თრეილერი ორი წლის განმავლობაში იდო, მაგრამ საჯაროდ ახლა გახდა ცნობილი და იმედია, დაფინანსების საკითხი მალე მოგვარდება. 

ჯერჯერობით მთელი თბილისი ამ თემაზე ლაპარაკობს, ბევრ კითხვასაც მისვამენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემი ინფორმაციით, სცენარი ჯერ ფიზიკურად არ არსებობს და შესაბამისად - არც ფილმის სიუჟეტი.


p.s.
ეს მგონი რაღაც ახალია და მეც მსიამოვნებს
ორიგინალურ სიახლეებს რომ ვდებ, მაინტერესებს თქვენი აზრი
გავაგრძელო თუ არა?!

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 965 | დაამატა: Queen♥ДиКоО | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-01-18 3:00 PM)
* 2 salo   [Entry]
kargi siaxleaa