მთავარი » 2013 » მაისი » 25 » ბოლო ზარი.
8:28 PM
ბოლო ზარი.
Maroon 5 feat. Wiz Khalifa - Maroon 5 feat. Wiz Khalifa - Payphone




ეს სიმღერა ჩართეთ ))


სკოლა- თორმეტწლიანი სასჯეული თუ ბედნიერება?! 
ამ დაწესებულებას უამრავი ტკბილი ან მწარე მოგონება უკავშირდება. 
ექსკურსიები,გამოცდები,შატალოები, 'შპარგალკები',სახლში დარჩენილი რვეულები და თავები, (თავი სახლში რატომ არ დაგრჩა?! ) ორი პასტა,ცუდი ნიშნები,'შკოლნიკები' და მათი რეაქციები დაბალი ნიშნების მიღებისას,დავალებებზე წუწუნი,ჩხუბები პარალელურ კლასელებთან,მობილურების ჩამორთმევები,გარეთ გავარდნილი მოსწავლეები,მშობლების დაბარებები,ეხლა უკვე მანდატურები და ალბათ,კიდევ უამრავი სიტყვა ასოცირდება  მასთან. 
პატარაობისას ერთი სული გვქონდა როდის დავამთავრებდით სკოლას და გავიზრდებოდით დიდები,თუმცა რაც უფრო და უფრო ვუახლოვდებით მეთორმეტე კლასს,ჩვენი სურვილები სადღაც ქრება და გვსურს კლასში გაატარებული წლები გავიხანგრძლივოთ.  
და აი,მივუახლოვდი უკვე მეთორმეტე კლასს,ვხვდები რომ იმ ადამიანებთან კავშირი ნაწილობრივ გაწყდება,რომლებთანაც 12 წლიანი ურთიერთობა მაკავშირდებს,ვხვდები რომ ეს უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე დაწესებულება,ვხვდები რომ ჩემი კლასი-ჩემი მეორე ოჯახია და ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან მიყვარს! არ მეგონა ამას ესე თუ განვიცდიდი,თუმცა ფაქტი სახეზეა...
მოწყენილი ვდგავარ სარკის წინ და ჩემს თეთრ მაისურსა და ჯინსებს,უკვე მეათედ ვიზომავ. ჩემს თავს არ ვგავარ,რადგან დიდად არასდროს დავინტერესებულვარ იმით თუ რას ჩავიცვამდი,თუმცა ხვალ ხომ განსაკუთრებული დღეა და შემიძლია ამის უფლებაც მქონდეს. 
ნათესავები,მეგობრები,ახლობლები და ოჯახის წევრები წინასწარ მილოცავენ სკოლის დამთავრებას,რადგან იციან რომ ხვალ მთელი დღე სახლში არ ვიქნები. 
ვიხსენებ ყველაფერს რაც ამ 12 წლის განმალობაში გადამხდა-სკოლის პირველ დღეს,პირველ კლასს,მეორეს,მესამეს,მეოთხეს... მეათეს,მეთერტმეტეს და აი უკვე მეთორმეტესაც,რომელიც ხვალინდელი დღით დაგვირგვინდება,ისევე როგორც სხვები,უბრალოდ მათგან განსხვავებით ეს იქნება საბოლოო და ბოლოჯერ დარეკავს ჩემთვის ზარი,რომელიც გაკვეთილის დასრულებაზე ან დამთავრებაზე მიმანიშნებდა.
ვიხსენებ ძველ,საყვარელ,მეოცნებე სოფოს,რომელიც კლასში ყველაზე კარგად სწავლობდა და ყველა თავისი მეგობარი ეგონა.მეღიმება და ამავდროულად თვალებზე ცრემლები მადგება იმ მოგონებებზე,რომლებიც 53-სთან მაკავშირებს. 
მინდა რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს და კვლავ განმეორდეს...
რა მასწავლა სკოლამ? სკოლამ მასწავლა ფიზიკა,ქიმია,სამოქალაქო თავდაცვა და უამრავი გამოუსადეგარი რამ,თუმცა რაც ყველაზე მთავარია -მან მასწავლა ნამდვილი მეგობრების ფასი,ერთობა და სამართლიანობა,ისევე როგორც უსამართლობა.
ნელ-ნელა ჩემს სამუშაო მაგიდას ვუახლოვდები და ვხედავ სურათებს,რომლებიც სასკოლო ექსკურსიებისას მაქვს გადაღებული... 
ვუყურებ უამრავ სურათს,რომლებიც სკოლის პირველ დღეს,კლასელების დაბადების დღეებზე,ექსკურსიებზე,კლასში და უამრავ ადგილასაა გადაღებული. მეღიმება და კვლავ თავის ადგილას ვაბრუნებ. 
ჩემს თავში იბადება კითხვა : რა მოხდებოდა სხვაგან რომ შევსულიყავი?! ეხლა ალბათ სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი,მაგრამ მე ამითაც კმაყოფილი ვარ! ბევრჯერ მიფიქრია სკოლიდან გადასვლაზე,მაგრამ არასდროს განმიხორციელებია ეს იდეა,რადგან ყოველთვის ვიცოდი ჩემი მეგობრების ფასი და ბოლოსდაბოლოს 'შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინს'. 
ვიხსენებ იმ კლასელებს,რომლებმაც მიგვატოვეს...
უკვე 12 გახდა და დაიწყო ის დღე,რომელსაც ეს ბოლო 2 თვეა სულმოუთმენლად ველი.
ჩემებს  ყველას სძინავთ,შესაბამისად ვერავინ მეტყვის-დაწექი სოფო დაიძინეო და მეც ვდგავარ მაგიდასთან და ყველა სურათს ვათვალიერებ...



The LAST Bell 

გუშინ,ძალიან გვიან დავიძინე და დილით 9 ის ნახევარზე თვალები ძლივს გავახილე.მოწესრიგებამ 20 წუთს გასტანა და ცხრას რომ ათი აკლდა,სახლი დავტოვე.
*** 
გამოუძინებელი,ჩაშავებული თვალებით ვუახლოვდები სკოლას თეთრი მაისურით,რომელზედაც დღის ბოლოს უამრავი მარკერი იქნება აღბეჭდილი. მახსენდება ჩემი რეაქციები კლასელების პირველად დანახვისას და ვცდილობ დავიმახსოვრო ბოლოც. 
სკოლის ეზოში შესვლისთანავე შევამჩნიე ჩემი კლასელების ჯგუფი,რომლებიც ერთად შეკრებილიყვნენ და ვიღაცას უცდიდნენ. სავაურაუდოდ ეს ვიღაცა მე ვიყავი. 
-ძლივს!-გამოვარდა ჩემთან მარი და იქ მიმათრია. 
ბავშვები გადავკოცნე და მაისურებზე ჩემი ინიციალები დავაწერე,იგივე გაიმეორეს მათაც. 
იმის გახსენებისას,რომ ბოლოჯერ ვიყავი კლასელებთან ერთად სკოლაში,თვალებზე ცრემლები მომადგა,რომლებიც მალევე,საჩვენებელი თითით მოვიწმინდე...
შენობაში შევედით და უამრავი ბავში დაგვესია. ყველა სათითაოდ მთხოვდა ჩემს მაისურზე რაიმე დაეწერა და მეც ღიმილით ვთანხმდებოდი მათ. 
ბოლოს როგორც იქნა მათაც თავი დავაღწიეთ და ამაყი,დიდი ნაბიჯებით ჩემს კლასს მივუახლოვდი. 
მასწავლებლებმა მოგვილოცეს და მათაც დაგვაწერეს უამრავი წარწერა. ვცდილობდი გულიანად გამეღიმა,რაც არ ვიცი რამდენად გამომდიოდა. 
მთელ სკოლაში გავიფანტეთ,მე ნინისთან,მარისთან და ანისთან ერთად პარარელურ კლასელებთან შევიარე და იქაც ბევრი ვიხალისეთ. სინამდვილეში კი,არავის გვეხალისებოდა,უბრალოდ ყველა ვცდილობდით ჩვენი 'სევდა' ღიმილითა და უაზრო სიცილით გადაგვეფარა,რადგან ვიცოდით რომ ამ დღის მერე ჩვენი გზები გაიყოფოდა და შეიძლებოდა ერთმანეთი ცხოვრებაში მეტჯერ აღარ გვენახა. 
ბოლოს,ყველა ერთად შევიკრიბეთ და სურათების გადაღებები დაიწყო. თვალები აგვიჭრელდა და 'მოჭუტული' თვალებით ვიღებდით სურათებს. ყველა ცდილობდა გაგვეცინა და სურათებში კარგად გამოვსულიყავით,მე კი ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი სახლში და გულს ტირილით მოვიოხებდი. 
Tumblr_mjvcmoojq01rkumwbo1_500_large
დირექტორმა ყველას მოგვილოცა და სიგელები სათითაოდ გადმოგვცა. მეთორმეტე კლასელები სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ და სიტყვა წარმოვთქვით. 
ნელ-ნელა ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა და თითეული ჩვენგანის თვალებს 'ცრემლი ამშვენებდა'. 
 როგორც იქნა დაირეკა ზარი,რომელსაც წლების განმალობაში ველოდით და სკოლის დასრულებაზე მოგვანიშნებდა,ოღონდ არა ერთი ან ორი დღით,არამედ სამუდამოდ ვემშვიდობებოდით ამ შენობას,რომელმაც თორმეტი წლის განმალობაში შეძლო და ამდენი ადამიანი დაგვიტია. 
 და მაინც რითია განსხვავებული ბოლო ზარი სხვა,ჩვეულებრივი ზარებისაგან?! 
ალბათ იმითი,რომ ის ცხოვრების რაღაც ეტაპის დასასრულზე და ახალ საფეხურზე გადასვლაზე მიგვანიშნებს...

15 წლის შემდეგ.

30 იანვარი. 2028 წელი. 

-დეე,გილოცავ დაბადების დღეს-მოვიდა ჩემთან პატარა ლიზა და დაბადების დღე მომილოცა. 
-მადლობა საყვარელო-ვუთხარი და თბილად ჩავეხუტე. 
უეცრად ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა. 
-ვინ უნდა იყოს?!-ვკითხე საკუთარ თავს გაკვირვებულმა,რადგან უკვე ყველამ მომილოცა. გაოცებულმა მობილურს ვუპასუხე და ჩემი ერთ-ერთი ყოფილი კლასელის,ნინის,ხმა გავიგე,რომელიც მთხოვდა კარი გააღეო. 
თავიდან,ძალიან დავიბენი,შემდეგ კი ზანტად წავედი კარისაკენ და ისიც გავაღე. 
-გილოცავთ!-გავიგე ოდესღაც მეთორმეტე მეორე კლასის მოსწავლეებლის ხმა,რომლებსაც ხელში ტორტი ეჭირათ წარწერით "Happy Birthday Sopho" და დაბადების დღეს მილოცავდნენ...

420381_195086227292581_604543471_n_large

იმედია მოგეწონათ)) 
თურმე სკოლა როგორ მყვარებია :დდ 
ბოლოზე დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა))
ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი წარმოსახვაა და არა რეალობაა)) 


ეს ჩემი სკოლელების  ბოლო ზარის ჰიმნია  ♥ თუ გინდათ მოუსმინეთ )) 

მერე ერთ სამ-ოთხ წელში ჩემსასაც მოგასმენინებთ :დდ )) 
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 10744 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 3.6/10
სულ კომენტარები: 8

(2013-05-26 10:01 AM)
* 8 qetiiii   [Entry]
sopoooooooo ♥
uuuuuuuuuudzalianmgresi temaa matlaa ♥ ♥
imsaxureb gamarjvebas! ♥ ♥ ♥
qeti var me piro=d ♥ bidzachemtan var da chemi profileti ar shemovedi:D