მთავარი » 2013 » სექტემბერი » 21 » ♥ ღვთისმშბლობა ♥
6:55 PM
♥ ღვთისმშბლობა ♥
  
გილოცავთ ....
 

გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს დაესწარით მრავალს თქვენ სოჯახთან ერთად! ღმერთი გწყალობდეთ ♥♥ 


შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა", რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).

დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.


კატეგორია: სხვა | ნანახია: 2107 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 3

(2013-09-23 5:02 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
gilocavtt