მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » გილოცავთ ხარებას!
11:06 AM
გილოცავთ ხარებას!
პირველ რიგში გილოცავთ ხარებას და ყველაფერ კარგს გისურვებთ!

ხარების მადლი გფარავდეთ!



ახლა კი მცირე ინფორმაცია:

ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია.იგი უძრავია და აღინიშნება ძველი სტილით 25 მარტს და 7 აპრილს ახალი სტილით.ლუკას სახარების მიხედვით,გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მარიამს და ახარა რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე ძე ღვთისა.
როდესაც მარიამის მუცელში ჩაისახა მესია,მაშინ მოხდა შერიგება ღმერთსა და მის მიერ დაწყევლილ ხალხს შორის.



ხარება მარიამ ღმრთისმშობელისა


ერთხელ მარიამი საღმრთო წერილს გულმოდგინედ კითხულობდა. ამ დროს უცებ გამოეცხადა მას იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი, ღვთისაგან გამოგზავნილი, და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

თავმდაბალი მარიამი ამისთანა უცნაურმა ხარებამ ძლიერ შეაძრწუნა და არ იცოდა, რა ეფიქრა.

მაშინ ანგელოზმა ხელმეორედ უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აი, ჩაგესახება ძე, შობ მას და დაარქმევ სახელად იესოს. იგი იქნება დიდი და ეწოდება ძე მაღლისა".

მარიამმა უპასუხა: „როგორ მოხდება ეგ, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი?"

ანგელოზმა მიუგო: „სულიწმიდა გადმოვა შენზედ და ძალი მაღლისა დაგფარავს. ამიტომაც შენგან შობილი იქნება წმინდა და ძე ღვთისა დაერქმევა. აგერ, შენი ნათესავი მოხუცი ელისაბედიც ხომ უშვილო იყო? მაგრამ ახლა კი ექვსი თვეც არის, რაც შვილი ჩაესახა. ღმერთისათვის შეუძლებელი არაფერია".

ამ სიტყვების შემდეგ მარიამმა ირწმუნა ხარება მთავარანგელოზისა და თავმდაბლად უთხრა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა".

და განშორდა მას ანგელოზი.
 

უფრო დიდი ინფორმაციის დაწერა მინდოდა მაგრამ,დღე  ბიძაჩემის დაბადების დღეცაა და სასაფლაოზეც უნდა ჩავიდეთ. 


კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 893 | დაამატა: Diva♔ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-04-09 2:57 PM)
* 3 Diva♔   [Entry]
Madloba yvelas :)) ♥♥