მთავარი » 2013 » ივნისი » 16 » Good Girl Loves Bad Boy
4:44 PM
Good Girl Loves Bad Boy
(წინა სიტყვაობა)
ხანდახან ისეთი რაღაც ხდება, რასაც ყველაზე ნაკლებად ელი.
ადამიანები იცვლებიან, მიდიან და მოდიან მაგრამ მოგონებები ისევ უცვლელად რჩებიან.
ყველაზე დიდ ტკივილს გაყენებს იმის გაცნობიერება რომ შენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა, ისეთი რომელიც შეუმჩნეველი იყო თუმცა მაინც შეგიცვალა და აგირია ცხოვრება, ისეთი რამაც შეგცვალა და იცი რომ აღარასდროს იქნები ადრინდელი. 
ხანდახან ადამიანს ბევრის უფლებას აძლევ, ისინი შემოდიან შენს ცხოვრებაში, ტოვებენ ნაკვალევს შემდეგ კი უბრალოდ ტოვებენ.
ხომ გინახავთ ზამთარში თოვლზე როცა გაივლი აუცილებლად დარჩება კვალი და ოდნავ მიწაც გამოჩნდება.
ასე ხდება გულშიც. რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყო გულის სიღრმეში იცი რომ ეს სიძლიერე სულაცარაა შემთხვევითი. ვიღაც იყო, არის და იქნება ისეთი ვინც
შენ შენს პიროვნებას შეცვლის და წაგართმევს.


* სექტემბერი *

იმ ზაფხულის მერე ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა უარესობისგენ.
ჯერ ის არ გვყოფნიდა რომ სანდრიკა ჩაიჭრა, და ახლა სხვა პრობლემებიც დაგვემატა!
ყველა სხვადასხა უნივერსიტეტში გადავნაწილდით.
მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვხვდი, ნინი ალასანიაში.
თეკლა საერთოდ რუსეთში წაიყვანეს. მამამისი სამუშაოდ იქით გადავდა შესაბამისად ოჯახიც თან წაიყვანა.
სანდრიკა ახალ სასტავთან და ძმაკაცებთან იყო და ჩემთვისაც აღარ სცალოდა.
ლევანი და ნიკა გეპეიში მოხვდნენ. 
ერთმანეთს ვეღარავინ ვეღარ ვხვდებოდით. საერრთოდ დავიშალეთ და ძალიან მწყინდა რომ ბავშვობის მეგობრები ასე დავიყავით.
დათო ჩემს უნივერსიტეტში მოხვდა და ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით. ვნახულობდით და ვლაპარაკობდით.
ჩემი და სანდრიკას ურთიერთობა უკვე ფორმალური იყო. აღარ ვიცოდი რა მექნა. 
კვირაში ორ დღეს ვნახულობდით ერთმანეთს ეგეც ემთხვეოდა და სალამი როგორ ხარით შემოვიფარგლებოდით.
ყველაფერი აირია და დაირია, მე სწავლას სერიოზულად მივუდექი და არავისთვის აღარ მეცალა.

* კვირა (სექტემბერი) *
- დეეე მშია.
- 10 წუთში იქნება საჭმელი მზად.
- კარგი.
ჩემს ოთახში ვიჯექი და მართლა ტვინი მქონდა გადაბრუნებული. დაღლილი ავდექი და ლეპტოპი მუხლებზე დავიდე
ფეისბუქზე შევედი ვნახე სიახლეები, მივწერე თეკლას და ნინის ჩათში.
- auu rogor menatrebit gogoebo :( aqq vapshe ver vdzleb raa :X - დაწერა თეკლამ
- auu mec menatrebiT orive, nu exa ninis shigadashig vnaxulob mara shen ro ver gnaxulob magrad texavs.
- ee wamo skypeshi vibazroT - როგორც ყოველთვის თქვა ნინიმ ჭკვიანური
ნუ შევედით სკაიპში და ლაპარაკი დავიწყეთ, ისედაც სულ ვლაპარაკობდით და ეხლა აი მართლა ძაან მენატრებოდნენ.
თეკლა სიახლეებს მეკითხებოდა და სულ ვაი ვაის გაიძახოდა
- ისე შენ და სანდრიკა რას შვებით? - თქვა თეკლამ
- ხოოო მართლა მაგრად მაინტერესებს მეც. - ნინი
- ოო მოკლედ.. 
ყველაფერი მოვუყევი რომ ფორმალურად ვიყავით ერთად
- ხოდა ადექი და დაადე მაგ შენს სანდრიკას, იდიოტი - თქვა გაბრაზებულმა ნინიმ
-ე ხოო რა პონტია, დაელაპარაკე რა - თეკლა
პარალელურად ფეისზე ვიყავი შესული და პოსტებს ვადევნებდი თვალს, სანდრიკამ ვიღაც ირინკას სურათი გააზიარა ფეისზე და დააწერა:
Noone has made me feel like u do. 
აი მართლა არ ვიცი რა მომივიდა ეს პოსტი რომ ვნახე, სიბრაზე, მონატრება და ცრემლები ერთად მომივიდა.
თან ნინის და თეკლასაც ვაანახე ეს პოსტი და მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ.
ნერვები მაგრად მომეშალა და დავიმატე დათო რომელსაც კარგა ხნის წინ შემოეთავაზებინა მეგობრობა და ვითმ ეხლა ვნახე.
პარალელურად დედაჩემმაც დამიძახა საჭმელზე და გოგოებს დავემშვიდობე.
გაბრაზებული სამზარეულოში გავედი, ჩემი უხასიათობა მამაჩემმაც, დედაჩემმაც და ჩემმა დამაც შეამჩნიეს მაგრამ იცოდნენ რომ არაფერი არუნდა ეკითხათ ესეთ მომენტებში :დდ
უაზროდ დავყურებდი თეფშს და ვერაფერი ვერ შევჭამე, ბოლოს მოვიბოდიშე და გარეთ გავედი, თან სანდრიკას მივწერე
- gamodi ra mnaxe sakme mak. 
-kai sad xar?
- dzegltan
- ok
5 წუთში სანდრიკა მოვიდა და ჩახუტება დააპირა, უარი არ ვუთხარი და იმ წუთში დამავიწყდა კიდეც რის სათქმელად დავიბარე
- მოკლედ სანდრიკ. მისმინე რა მომბეზრდა ჩვენი ურთიერთობა, აიი მართლა ძაან უაზრო გახდა.
- რას გულისხმობ ე?
- იმას რო უნდა დავშორდეთ, ვხვდები რო აღარ გიყვარვარ, ჯერ საერთოდ აღარც მკითხულობ ელემენტარულად შეყვარებული ქვია ამას რო თავი დავანებოთ ძმაკაციც ხო იყავი და მაგრად ვართ ხო? მერე საერთოდ რატო ვარ შენი შეყვარებული ვერ გავიგე ვერ გნახულობ არ მწერ და ვიღაცის სურათებს აზიარებ და აწერ რომ მისნაირად თავს ვერავინ გაგრძნობინებს, არ გეგონოს რომ ეჭვიანობის სცენაა ეს. უბრალოდ მოდი მივცეთ ერთმანეთს შანსი რომ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ესე ნერვები მეგლიჯება. მართლა ხო იცი როგორ მიყვარხარ მაგრამ ესე არ შემიძლია რა.
- კაი როგორც შენ გინდა
- აი ხო ხედავ ეხლაც რა ადვილად დამთანხმდი
- აბბა რა გინდა რო ვქნათ. გეთანხმები აღარ მიყვარხარ, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ
არცერთ ფრაზას არ მოუხდენია იმხელა ზეგავლენა როგორც ,, უბრალოოდ მეგობრებმა '' მოახდინეს.
სახე ამელეწა. თავი დავუქნიე და იმ ადგილს მოვშორდი დიდი ინერციით.
სახლში ავედი და ჩემს ოთახში შევედი. 
არაფრის თავი არ მქონდა, არა მე დავამთავრე ეს ურთიერთობა მაგრამ ეს უბრალოდ მეგობრები ძალიან არ მესიამოვნა.
საერთოდ როცა ვნერვიულობდი და როცა მზეზე ვიდექი ცხვირიდან სისხლი მომდიოდა. ახლაც ზუსტად ასე დამემართა. სააბაზანოში შევედი და მოვიწმინდე.
ჩემმა დამ დამიკაკუნა და მიხვდა როცა წითელ ცვირიანი დამინახა რაც მოხდა
- რა გჭირს? ისევ სისხლდენა ცხვირიდან?
- არაფერია გამივლის რა. 
- გეყოფა მარიამ. ვერ ხვდები რო ძაან იდიოტობას აკეთებ? ექიმთან წახვალ!!
- წავალ აბა რას ვიზავ ოღონდ ეხლა არა.
- დედას ვფიცავარ ხვალ თუ არ წახვალ ექიმთან მამას ვეტყვი ყველაფერს
- კარგი კარგი გპირდები რომ ხვალვეე წავალ სანამ უნივერსიტეტში მივალ
საერთოდ არ მინდოდა რომ მშობლებს გაეგოთ რომ ისევ მომდიოდა ხოლმე სისხლი ამიტომ ჩემით გადავწყვიტე მისვლა.
ექიმის მოადგილეს დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია ბედზე გამიმართლა და დილის 10 საათზე ჩამწერა.

კატეგორია: Book | ნანახია: 820 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-06-17 5:02 PM)
oooooo ras laparakobt sandrika magari dastoinii tipiia biggrin moashoret eg datoo tore movklavvv martlaaa movklav biggrin shemdegii taviii maleeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee