მთავარი » 2013 » დეკემბერი » 28 » გრძნობის მათხოვარი 1
10:07 PM
გრძნობის მათხოვარი 1
გრძნობის მათხოვარი 1
ყველასგან განსხვავებული ისტორია!!
პირობას გაძლევთ მოგეწონებათ!!


  
_______________________________
ყვავილები, კაბა, დარბაზი, უამრავი საქმეა ქორწილისთვის და ნინა ამაზე საშინლად ნერვიულობდა, ის ხომ ისეთ გოგოებს მიეკუთვნებოდა ხშირად რომ ოცნებობდნენ ქორწილის დაუვიწყარ შთაბეჟდილებებზე და მთელი 1 კვირის განმავლობაში ნორმალურად არ ეძინა ნერვიულობის გამო. აი ეს დღეც დადგა.
დღეს ჩემი ქორწილია, ულამაზესი თეთრი კაბა მაცვია, უამრავმა დიზაინერმა იმუშავა ამ კაბაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც პარიზიდან ჩამოვატანინე, რა მექნა ქორწილი ადამიანს ერთხელ აქვს და ყველაფერი უზადოდ უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია მივყვები იმას ვინც ყველაფერზე მეტად მიყვარს. სულ იმაზე ვფიქრობ როგორი იქნება ქორწილის დღეს რეზი. ალბათ ძალიან სიმპატიური, რომ დავინახავ ნაბიჟის გადადგმაც კი გამიჭირდება არა და ეს კაბაც რამ სიმძჳნეა, უამრავი თლებით არის მოჭედილი, და ყველაფერი ეს ძალიან გემოვნებით, კოლოსარული თანხა გადაიხადა რეზიმ ამ კაბაში და ვგრძნობდი რომ ჩემი ცხოვრებაც ამ კაბასავით ულამაზესი იქნებოდა. პირველად ხელი უნდა მოგვეწერა და მერე ჯვრისწერა იქნებოდა, ვნერვიულობდი საშჳნლად, როცა რეზი დავინახე, რამდენიმე წამს მეგონა ვერაფერს ვხედავდი. ღმერთო რა სიმპათიურია, მაგრამ როგორი სახე აქვს ალბათ ისიც ნერვიულობს.
-ნინა უნდა გელაპარაკო
-რა მოხდა რეზი. ცოტა მეწყინა არ უთქვამს რა კარგად გამოიყურები, ბოლო ბოლო ქორწილის დღე იყო და მართლა ძალიან ლამაზი ვიყავი, ხალხი თვალს ვერ მწყვეტდა ულამაზეს კაბაში გამოწყობილს.
-ვიცი რომ ვერასოდეს მაპატიებ, მაგრამ მე ცოლად ვერ შეგირთავ. ყველაფერმა ზანზარი დაიწყო, თვალებს ვაფახულებდი, რომ იქნებ გამომღვიძებოდა სიზმარი მინდოდა ყოფილიყო.
-რეზი რას ამბობ, საყვარელო ხო იცი როგორ მიყვარხარ, ესე ნუ ხუმრობ.
-მაპატიე ნინა, თვალები ცრემლით აევსო რეზის მაპატიე, საშინელი ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე ბოდიში. მიმავალ მანქანას დიდ ხანს ვუყურებდა. ბეჭები მეწვოდა სტუმრების მზერით. რამდენ ჭორს, რამდენ სიბინძურეს ვხედავდი. მთელ ქალაქს ეყოფოდა 1 თვე ეს ამბავი, რომ როგორმე თავი შეექციათ და ეს ყველაფერი კი ჩემ უბედურებაზე ხდებოდა.
პირველი ერთი კვირა სრული დეპრესია, მქონდა საწოლიდან არ ავმდგარვარ. მთელი ოჯახი გამწარებული იყო, მამაჩემი და ჩემი ძმა მოსაკლავად დადევდნენ რეზის, და მარტო იმიტომ არ კლავდნენ რო მე ვყვიროდი ან მას გავყვები ცოლად ან თავს მოვიკლავ მეთქი, სხვა კაცი ჩემ ცხოვრებაში არასოდეს იარსებებდა. ყოველი ტელეფონის ზარზე გიჟივით წამოვხტებოდი იქნებ რეზი ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ 1 თის მერე მთხოვა რეზიმ შეხვედრა და მეც დაუყოვნებლივ დავთანხმდი, მზად ვიყავი მუხლებში ჩავვარდნოდი, 10 ჯერ რომ დავეტოვებინე საკურთხეველთან 10 ჯერვე გავყვებოდი ცოლად. მე ის მიყვარდა.
-ნინა როგორ ხარ? მე გავარდიდა კისერზე ჩამოვეკიდე, ძლივს მომიშჴრა.
-ერთი წამი ნინა, გთხოვ, თვალებში დიდი სევდა ქონდა ჩამდგარი.
-რეზი არ მაინტერესებს, ყველაფერს დავივიწყებ ოღონდ ჩემთან ერთად იყავი.
-ეგ ყველაზე მეტად მინდა ნინა, მაგრამ სამწუხაროდ, მაპატიე გთხოვ.
-უკვე გაპატიე უშენოდ არ მინდა სიცოცხლე გთხოვ რეზი, თუ ცოლად არ მომიყვან შემიძლია შენი საყვარელი ვიყო, ამ სიტყვის ხმარებამ მეც კი შემაკრთო რეზიზე აღარაფერს ვამბობ. სიმწრით გაიცინა.
-ნინა შენ? შენ ხოომ ქორწილამდე ერთხელაც არ გიკოცნია და ახლა შენ სხეულს მთავაზობ? გაოგნებული იყო რეზი. მე არ შემიძლია ვიცი რომ ასე შემიძულებ. ახლა საღად ვერ აზროვნებ.
-მოკეტე გესმის ოღონდ შენთან ვიყო და ყველაფერზე თანახმა ვარ. შენ საყვარლობაზეც.ვგრძნობდი რომ ჩემი ენა თავისით ლაპარაკობდა ამ სისულელეებს და ვიგრძენი როგორ გავხდი გრძნობის მათხოვარი.
_________________________________________________________________
პირველი თავის კვალობაზე იყოს, 7 ან 8 კომენტარი მაინც დაუგროვეთ რაა..
ჩემი დაწერილი არ არის მაგრამ იმდენად მომეწონაა რომ არ დამედო ღამე ვეღარ დავიძინებდი :დ 
იმედია თქვენს იმედებს გავამართლებ <33 
თქვენ სოფიოს უყვარხართ ძაან!! 
კატეგორია: Book | ნანახია: 1026 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9

(2013-12-29 10:35 PM)
* 9 SoPii))   [Entry]
ეხლავე დავდებბ გოგოებოო <3