მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » გრძნობის მათხოვარი 2
10:52 PM
გრძნობის მათხოვარი 2
არ ვიცი რა დამემართა რამ მათქმევინა ეს სისულელე, , მაგრამ ვთქვი ეს იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა რეზი. ცრემლები თავისით მომდიოდა, მე ხომ ისეთი ამაყი ვიყავი ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი.
-მაპატიე ნინა უნდა წავიდე.
-შენი ბოდიშჳ არაფერშჳ მჭჳრდება, მე შენთან ყოფნა მინდა. რეზი ადგა და კაფიდან გავიდა. მე ფეხები არ მემორჩილებოდა. ვგრძნობდი ვიღაცის დაჟინებული ლურჯი თალები როგორ მიყურებდა, ეს გამომეტყველება მის სახეს ახირებულობასა და სიმშვიდეს სძენდა.
-რატო მიყურებ? მივახალე. უცნობი არ განძრეულა თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაეგონოს. მერე გამოსასვლელად ადგომა დავაპირე.
-შენ ის კაცი არ გიყვარს
-რა? შენ ვინ ხარ? ყველაფერს ისმენდი?
-სულ, თავიდან ბოლომდე. ბოდიშჳ ასეთი პროფესია მაქ.
-შენ რა ჭორიკანა ხარ პროფესიით?
-მიყვარს გოგოს რომ იუმორის გრძნობა აქვს, არა იურისტი. და შენდა სამწუხაროდ სმენა ძალიან კარგი მაქ
-მეტი საქმე არ გაქვს შემეშვი რა. და წამოვდექი.
-შენ ის არ გიყვარს მეთქი. დაჟჳნებით გამიმეორა.
-შენ რა იცი მე მიყვარს თუ არა, თუ ეგეც შენ პროფესიაში შედის?
-რო გიყვარდეს იმას არ შეთავაზებდი რაც შეთავაზე, მით უმეტეს თუ ქორწილამდე ერთხელაც არ გიკოცნია. სიცხემ და სირცხვილმა ერთიანად დამიარა.
-ხვდები მაინც რომ ცხვირს იქ ყოფ სადაც არ გეკითხებიან?
-ცხვირს იქ ვყოფ სადაც არ იციან სიყვარული რა არის და გრძნობებით მათხოვრობენ.
-უკვე ქვეყანაში იმდენი იურისტია რომ ასე უსაქმურად დადიხართ და იდიოტებივით ხალხს უსმნენთ.
-ხო მე ცოტნე ვარ პატრულის თანამშრომელი და მაგისტრატურის სტუდენტი, ასე რომ საკმაოდ დაკავებული ვარ, იქნებ ოდესმე მეც ისეთივე წარმატებული გავხდე როგორც ის ვაჟბატონი, ისე ღმერთმა დამიფაროს მაგისნაირობისგან, ცნობისთვის აქ ერთი იდიოტი იყო თავის თავში დაჯერებული ვითომ თავისი საქმის პროფესიონალი და ახლახან გავიდა.
-შენ რა უფლება გაქვს იდიოტს რომ უწოდებ?
-ვის რეზის? რეზი ერთი იდიოტი ეკონომისტია, რომელსაც მთელი დღე რიცხვებში აქვს თავი ჩარგული და ერთმანეთს ადარებს, მერე ოფისიდან ისე გამოდის თითქოს მთელი ქვეყანა ხელში ეჭიროს სინამდვილეში კი ჭუჭყიანი ფურცლების მეტი არაფერი უჭირავს ხელში.
-შენ რა იცი რეზი რო ეკონომისტია?
-მე ვიცი რომ რეზი იდიოტი ეკონომისტია. შორიდან გამიგია, ისე პირადად არ ვიცნობ, მე ვინ მომცა მაგისი ბედი და გაიცინა.
-ხო თქვენ პატრულები ისეთი დაკავებულები ხართ სხვა საქმით რო ჭჲჭყიანი ფურცლებისთვის სად გცალიათ, გშურს რეზის და ხალხი რაზე ლაპარაკობს ხო უნდა გაიგოთ და დრო გაიყვანოთ.
-ჯერ ერთი მე არ მშურს ადამიანების მით უმეტეს უნამოსო და უსირცხვილოების, ვითომ თავისი საქმის პროფესიონალები რო არიან მეორეც დროის გასაყვანად კი არა გასართობად გისმენდით.
-ხო და ჯობს სხვა წყვილს მიაპყრო ეგ შენი კარგი სმენა.და გვერძე მჯდომებისკენ მივუთითე.
-ეგ ბაბუა არ გიყვარს დამიჯერე, მალე შენც მიხვდები ამას და ღმმერთს მადლობაე ეტყვი რომ ცოლად არ მოგიყვანა
-რა ბაბუა 28 წლის არის.
-შენთან შედარებით ბაბუაა.
-მე 21 ის ვარ ამიტო შეცდი.
-ანუ 21 ის არ მეგონა ასე ადვილად თუ გავიგებდი ასაკს.და გადაიხარხარა. გაბრაზებისგან ცუდად ლამის გავხდი.
-მე წავედი ბატონო ცოტნე, ვერ გეტყვით რომ სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
-ეგ კაცი არ გიმსახურებს, სიყვარული უფრო ძლიერ ადამიანად გვხდის კი არ გვამონებს და გრძნობის მათხოვრად გვაქცევს. ამ სიტყვაზე ბრაზმა ლამის დამახრჩო.
-თუ გინდა დაგენიძლავები რომ მე მისი ცოლი გავხდები ბატონო ცოტნე.
-მაგას ჯობს დამენიძლავო რომ კლდიდან გადახტები დამიჯერე შენთვის ეს უფრო აჯობებს. მაგრამ კარგი დაგენიძლავები რომ შენ მისი კი არა ჩემი ცოლი გახდები, თვალები გამიფართოვდა და პირი ღია დამრჩა მის სიტყვებზე. გაცოფებული ვუყურებდი. ფეხზე წამოდგა, იმ სიმაღლე და ისეთი ძლიერი იყო თვალი ვერ მოვაშჴრე, ჩემთან მოვიდა ნიკაპზე ხელი დამადო და ლოჱაზე ნაზად მაკოცა, საოცრად გემოვნებით შერჩეული სუნამო ესხა.
-როგორ ბედავ ასე ახლოს მოსვლას იდიოტო.
-იდიოტი უკეთესია ვიდრე მათხოვარი, გრძნობების მათხოვარი. მერე ტუჩებისკენ საკოცნელად გამოწია თავი, იმხელა ვიკივლე ყველამ ჩვენ შემოგვხედა. შუბლზე მაკოცა გასვლისას კი მითხრა.
-ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რასაც ვერასოდეს გაპატიებ, უბრალოდ ისეთი იყავი როგორიც შინაგანად ხარ. სანაძლეო არ დაგავიწყდეს, რაღაც წიგნი ედო მაგიდაზე აიღო და გავიდა, ხელი ისე დამიქნია არც შემოტრიალებულა. გაცოფებული წამოვხტი სათვალე გავიკეთე და ჩემი მანქანისკენ წავედი.
იდიოტი, არა მაინც როგორ გაბედა, ვინ ეკითხებოდა, რას გამომელაპარაკა, რა მაგისი საქმე იყო, სულ ეს აზრები მიტრიალებდა თავშჳ და ბოლოს ჩემი თავი გამოვიჭჳრე რომ რეზიზე პირველად ამ ერთი თვის გამავლობაშჳ აღარ ვფიქრობდი. სულ იმ დეგენერატის ბრალია. იმედია აღარასოდეს შევხვდები. თუმცა თითქმის ყოველ დღე მხვდებოდა. უნივერსტეტში წასვლი სდროს, ძირითადად პატრულის მანქანით ვხედავდი, ზოგჯერ წამით მოვკრავდი თვალს, გამიღიმებდა და გაივლიდა.
-რატო დამდევ ცოტნე? ერთხელ ვერ მოვითმინე
-მე დაგდევ? მე აქ მიწევს მუშაობა და აბოდიშჳ შენ გამო თავს ვერ დავანებებ. ისე კარგია სამედიცინოზე სწავლობ, ბებია სულ მეუბნებოდა ექიმი ცოლი მინდა გყავდესო.
-ხოო? ნეტავ შემეძლოს საბუთებს სადმე გადავიტანდი.
-ჩემ გამო მაგას ნუ იზავ ნინა მე მაინც შენ მოგიყვან ცოლად ვეტერინარიც რო იყო.
-სულ ასეთი თავხედი და ხუმარა ხარ? თავი ვერ შევიკავე და ირონიით ვკითხე.
-კი, მე სულ ასეთი ვარ როგორიც ვარ, სხვებივით არ ვირგებ სხვადასხვა ნიღაბს, მაგალითად შეყვარებული კაცის, ბანკირის, ამპარტავნის, მონის.
-ნუთუ ეს ყველა რეზიზე თქვი?
-ჩემი ბრალი არ არის ყველა მოერგო.
-ადამიანს არ იცნობ და ისე ლაპარაკობ.
-მე არც შენ გიცნობ მაგრამ ვიცი როგორი ხარ. შენი გვარიც კი არ ვიცი.მითხრა ღიმილით, რომელიც საოცრად უხდებოდა, მაგრამ მაგას მოვკვდებოდი და არ ვაგრძნობინებდი, იმ სიმაღლე იყო კისერი მეტკინა მაღლა ყურებით, არც მე ვიყავი დაბალი, მაღალი ითქმოდა ჩემზე მაგრამ ის იმსიმაღლე იყო კალათბურთელი გეგონებოდა, თუმცა მეც მიჩვეული ვიყავი ამ სიმაღლე დეგენერატებთან ლაპარაკს ჩემი ძმა კალათბურთელი იყო, და ყველაზე კარგად ეხერხებოდა ჩემი ნერვების მოშლა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ცოტნემ აჯობა.
-საიდან იცი როგორი ვარ?
-მიყვარს ადამიანების კითხვა ნინა.
-და როგორი ვარ?
-თავისნაირი.
-ეგ რას ნიშნავს გამეცინა.
-გულწრფელს, სუფთას, მგრძნობიარეს, კეთილს, გონიერს და მიმნდობს. სახტად დავრჩჳ ესენი რო მითხრა.
-და მათხოვარი? გრძნობების მათხოვარი ვერ წაიკითხე რო ვარ?
-ეგ მიმნდობს ნიშნავს, შენ იმ დეგენერატს ისე ენდობი რომ სამწუხაროდ სიამაყეს ივიწყებ.
-შენ არავინ გეკითხება, საშჳნლად გავბრაზდი მის ჭკუის დარიგებაზე. არ ვიცი რეზი როგორია, მაგრამ შენ რო მილიონჯერ გჯობია ეს ვიცი, შენნაირი თავხედი მაინც არ არის, ეს მივახალე და მანქანაში ჩავჯექი.მხოლოდ ჩემ მეგობარ ანას ვუყვებოდი ცოტნეს შესახებ.
-რას გადამეკიდა, გეფიცები ვერ ვხვდები ანი.
-არაფერს გეუბნება?
-არა ზოგჯერ გამარჯობას, მაგრამ ისიც იშვიათად.
-ანი დავანებოთ მაგ იდიოტს თავი, გაარკვიე რეზი დღეს სად იქნება?
-კი ნინა იმ ბარშo სადაც დადის ხოლმე, ვიღაც გოგოს ხვდება, მგონი დაქორწინებას აპირებენ, დაანებე რა თავი ნინა არ არის ეგ კაცი შენი ღირსი. ეს სიტყვები ძალიან მეწყინა, მაგრამ მაინც არ ვაპირებდი გაჩერებას. საღამოსთვის განსაკუთრებულად მოვემზადე, იტალიიდან ჩამოტანილი ტანსაცმელი ჩავიცვი, რომლის ყიდვაზეც მთელი ამბები გადავიტანე ვიღაც იტალიელს ძლივს ავუხსენი ინგლისურად რომ მე ვაპირებდი ყიდვას და მაღაზიაში დიდი ჩოჩქოლი ავტეხეთ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მე გამოვედი და ამაყად დავტოვე მაღაზია. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, მაღალ ქუსლებზე შევხტი და ჩემი მანქანით ბარისკენ წავედი, ანი იქ დამხვდებოდა, მართალია ჩემი საქცილი არ მოწონდა, მაგრამ მეგობარი იყო და მეხმარებოდა.
რო მივედი რეზი ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა თან ლოყაზე ეფერებოდა, მინდოდა მივსულიყავი და გამელანძღა ისე მომეშალა ნერვები, მაგრამ რაღაც მაკავებდა და გულში იმედი მქონდა რო რეზი აუცილებლად დამიბრუნდებოდა. ჩემი თავის მიკვირდა როგორ დავკარგე სიამაყე, უკვე ვეღარ ვხვდებოდი ახირება იყო თუ სიყვარული ის რასაც მე ვაკეთებდი. რეზიმ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა, აშკარად მივხვდი რომ ფიქრობდა რა ლამაზი ვიყავი ისეთი თვალებით მიყურებდა.
-ნინა როგორ ხარ? გადასაკოცნად წამოვიდა, მე თავი გავწიე. ვიგრძენი როგორ ესიამოვნა რო მიხვდა მის გამო ვიყავი მისული, ამან გამაბრაზა.
-კარგად რეზი შენ?
-ნინა მაშინდელზე უნდა დაგელაპარაკო.
-რაზე?
-აი რაც შემომთავაზე, ისეთი ლამაზი ხარ უარს ვერ გეტყვი, მეც ძალიან მინდა ჩემი საყვარელი იყო. რისხვამ მთელ სხეულში დამიარა, მეგონა ბოღმისგან გული გამისკდებოდა, იქვე მდგომი ვისკის ჭიქა სახეში შევასხი, მერე ძივს გაახილა თალები ეწვოდა და ფორთოხლის წვენიც მივაყოლე.
-შენ თავი ვინ გგონია? ერთი ავადმყოფი ხარ. ისეთი გამწარებული ვიყავი მთელი ხმით ვუყვიროდი, ხალხმა ჩვენკენ გამოიხედა და თვალებს არ ვუჯერებდი ცოტნეს მოვკარი თვალი, მაგრამ ისიც ისეთი გაკვირვებული იყო ჩემი დანახვით, რომ მივხვდი ჩემ გამო არ იყო ბარში მოსული.
-როგორ მიბედავ წამოხტა ფეხზე, სულ სველი იყო. და განრისხებული თვალებით მიყურებდა. ჩანთას ხელი დავავლე და ადგომა დავაპირე, მაჯაში რო მეცა.
_______________________________
ოჰოჰოჰოჰჰჰჰ :დ ბავშვებო დავდეე შემდეგი თავიი იმედია მოგეწონებათ <33 
კომენტარები დაწერეთ რაა.. იცით როგორრ მწყინსს ნახვები რომ აქვს მაგრამ კომენტარები არაა? არაა და როგორ მიყვარსს ჩემი საყვარელი კომენტარები დაგავიწყდათ? მოკლედ ამ თავზე ველოდები ბევრ კომენტარსს <33 
ხვალვეე დავდებ შემდეგ თუ საშუალებას მომცემთ <33 
როგორც გითხარით იმედს არ გაგიცრუებთ (ოდესმე მასეთი შემთხვევა ყოფილა?) 
XoXo Your SoPii)) 

კატეგორია: Book | ნანახია: 1297 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 7

(2014-01-03 4:33 PM)
* 7 SoPii))   [Entry]
MarRi madloba rom mogwonss, albat davdebb <3 )))