5:36 PM H A I R | |
ძირითადი წესები თმის მოვლასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგადგებათ ნებისმიერი ტიპის თმისათვის: ▶ თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი. ▶ თმის დაბანისას თავის კანის ენერგიულად დაზელა არ ღირს, რადგან ეს ისევე, როგორც ცხელი წყალი არის სტიმული ქონიანი ჯირკვლების მუშაობისა. ![]() ▶ თმის ხშირი ბანვა არაა საზიანო. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თმა უნდა დაიბანოთ მხოლოდ დაბინძურების შემთხვევაში შამპუნით, რომელიც თქვენს თმას შეესადაგება. ▶ დაბანის შემდეგ თავზე პირსახოცი დიდ ხანს არ გაიჩეროთ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას, რომელიც სითბოს მოითხოვს. ▶ არ უგულებელყოფოთ თმის ბალზამი. ეს არი ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი თმის ზრუნვაზე. ▶ თმა გაიშრეთ ბუნებრივად. თუ იყენებთ ფენს არ დაგავიწყდეთ თერმული დამცავი აპარატურა. ▶ კვირაში ერთხელ გაიკეთეთ თავის მასაჟი. ის გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დადებით შედეგებს გიჩვენებთ ▶ ჩვენი დედები და ბებიები იმისათვის, რომ თმისათვის მიენიჭებინათ ბზინვარება იყენებდნენ მარტივად გასაკეთებელ საშუალებას: 1 ლიტრ თბილ წყალში აზავებდნენ ერთი სუფრის კოვზ ლიმონის წვენს ან ძმარს, რომელსაც ივლებდნენ თმაზე შამპუნის შემდეგ. ![]() ▶ არ შეგიძლიათ, რომ იყიდოთ ძვირფასი შამპუნი? ეს არ არის პრობლემა. აფთიაქში იყიდეთ კოსმეტიკური ზეთი. მაგალითად ვარდი, ჟასმინი... და მისი 3-4 წვეთი გააზავეთ თქვენს შამპუნში. ეს თქვენს თმას შემატებს ბზინვარებასა და არომატულ სურნელს. ![]() ნიღბები თმისათვის 1. თაფლიანი წყალი არის მშვენიერი საშუალება თმის ბოლოების გასამაგრებლად. თბილი წყლით სავსე ჭიქაში, უმჯობესია ადუღებულში, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი თაფლი. თმა ჩაიწანით და გაშვებული ბოლოები ჩადეთ თაფლიან წყალში 10 წუთის მანძილზე. შემდეგ გაიშალეთ თმა და დაივარცხნეთ. ![]() 2. ბანანის ნიღაბი: 2 მზიფე ბანანი აზილეთ, ისე რომ მიიღოთ პიურის მსგავსი ნივთიერება და აურიეთ ერთ კვერცხის გულში. წაისვით ნოტიო თმაზე და დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოივლეთ თბილი წყალი. ეს თქვენს თმას მიანიჭებს ბზინვარებას. ![]() 3. მაიონეზის ნიღაბი: დაახლოებით 100 გ. მაიონეზს დავამატოთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი ან არაყი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ. ნარევი დაიტანეთ ნოტიო თმაზე. შემდეგ მოიხვიეთ პოლინთელინი, ხოლო მის ზემოდან პირსახოცი. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი აუმჯობესებს სტრუქტურასა და თმის ზრდას. ![]() 4. ბაბუაწვერას ნიღაბი: ბაბუაწვერის, პიტნის და ცირცელის ახალი ფოთლები ყურადღებით დანაყეთ. მიღებული ნივთიერება თავზე დაიდეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 40-45 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი არა მხოლოდ აძლიერებს თმას, იგი ეწინააღმდეგება ქერტლს. ![]() 5. ნიღაბი არყისაგან: 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაყი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი წაისვით თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 40-50წთ რის შემდეგაც თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იგი ეწინააღმდეგება ქერტლს, თმის ცვენასა და მტვრევადობას. ![]() ფოტოები თუ როგორ გავიკეთოთ ორიგინალური ვარცხნილობები მარტივად ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|