12:14 PM Harry Potter | |
ϟ Harry James Potter/ჰარი ჯეიმს პოტერი ϟ 7 მსოფლიოს ბესტსელერი წიგნი, უამრავი ჯილდო, მსოფლიო აღიარება და მილიონობით თინეიჯერის უსაზღვრო სიყვარული - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევებისა რაც ჯოან როულინგმა ჯადოქარი ბიჭუნას ისტორიის დაწერისათვის მიიღო. ჰარი პოტერის და მისი მეგობრების ისტორიას მკითხველი მართლაც, რომ ჯადოსნურ სამყაროში მიჰყავს. ამას გარდა თავდადებას, სიყვარულსა და სიმამაცეს ასწავლის... აღსანიშნავია, რომ წიგნში ყოველი წვრილმანი უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რაც თავისთავად ჯოან როულინგის უბადლო ფანტაზიის დამსახურებაა. ფაქტები მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის მე-5 ნაწილი ''ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი'' ყველაზე დიდი წიგნია, მასზე გადაღებული ფილმი ჰარის ფილმებს შორის ყველაზე მოკლეა. ϟ ϟ ϟ ჰარი პოტერის ბოლო ოთხმა წიგნმა რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნები მსოფლიოს ისტორიაში. ϟ ϟ ϟ მხატვრები 6 თვეს მოუნდნენ, რომ დემენტორები შეექმნათ. ϟ ϟ ϟ გვარი მალფოი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ''Maleficus'', რომელიც ბოროტების ჩამდენს ნიშნავს. ϟ ϟ ϟ ჰარი პოტერის როლის მისაღებად 16,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ქასთინგი. ϟ ϟ ϟ საერთო დრო 8-ვე ფილმისა არის 19 საათი და 41 წუთი. ϟ ϟ ϟ 2007 წელს, მეგი სმიტს (მინერვა მაკგონაგელის როლის შემსრულებელს) სიმსივნე დაუდგინეს, მან კი თქვა: ''The show must go on'' ϟ ϟ ϟ დენიელ რედკლიფმა, ისევე როგორც რუპერტ გრინტმა აღიარეს, რომ ადრეულ ფილმებში ემა უოტსონის მიმართ სიმპატიები ჰქონდათ. ϟ ϟ ϟ რობერტ პატინსონმა დაუფარავად განაცხადა, რომ ''ბინდის'' საგის 4-ვე ნაწილში თამაშს, ჰარი პოტერის მე-4 ნაწილში, სედრიკ დიგორის როლი ურრჩევნია. ϟ ϟ ϟ სევერუს სნეიპი ერთადერთი სიკვდილის მსხვერპლია, ვისაც პატრონუსის მოხმობა შეუძლია. ϟ ϟ ϟ ყველაზე მოხუცი მსახიობი მტირალა მირტლია, რომელიც ამჟამად 50 წელს არის გადაცილებული. ϟ ϟ ϟ ფრანგულად ''Vole de mort'' ნიშნავს სიკვდილიდან გაფრენას. ϟ ϟ ϟ როულინგი თავიდანვე გეგმავდა, რომ მე-5 ნაწილში არტურ უისლი მოეკლა, თუმცა სპონტანურად ის სირიუს ბლექით ჩაანაცვლა. ϟ ϟ ϟ ტყუპები ფრედ და ჯორჯ უისლები დაბადების დღეს 1 აპრილს აღნიშნავენ. ჰარი პოტერი ალბათ თითოეული ბავშვის ოცნების განხორციელებაა , აბა ვის არ უოცნებია ჯადოსნურ ჯოხზე და უამრავი სურვილის ასრულებაზე , ჯადოსნურ სკოლაში სწავლაზე და უამრავ თავგადასავალზე . ჯოან როულინგმა მოახერხა და გააერთიანა მეგობრობა , თავდადება , სიყვარული და მაგია . მეგობრობა ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი როულინგისა , რო ეჩვენებინა მსოფლიოსთვის რომ ჭირსა თუ ლხინში მუდამ გყავს მეგობარი რომელიც დაგეხმარება და მხარში ამოგიდგება და თუ ის შენი ნამდვილი მეგობარია არ მიგატოვებს მიუხედავად საფრთხის რისკისა . ჰარი პოტერი , რონ უიზლი და ჰერმიონა გრეინჯერი ამ სამმა დაუმტკიცა მსოფლიოს რომ რამდენად სახიფათო არ უნდა იყოს გზა ისინი ერთმანეთს არ მიატოვებენ. პასუხი ჰარი პოტერის რამდენიმე ფანს ხშირად დასმულ კითხვებზე: 1. რატომ არ აჩვენებდა სნეიპი მის სიკეთეს ჰარის? სნეიპს უყვარდა ჰარის დედა, ლილი. იგი ჰარის მამამ, ჯეიმს პოტერმა წაართვა, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა სევერუსს. ჰარიც პოტერი იყო, თანაც მას დედის თვალები ჰქონდა. ჰარი სნეიპს მუდამ ლილის ახსენებდა და აგრეთვე ქცევებით ჯეიმსს, ამიტომაც არ უნდოდა მისთვის ყველაზე საძულველი კაცის შვილს სცოდნოდა, რომ იგი ყოველთვის მის გადასარჩენად ზრუნავდა. ϟ ϟ ϟ 2. უყვარდათ თუ არა ჰარისა და ჰერმიონს ერთმანეთი? ვფიქრობ, მათ შორის ალბათ არსებობდა რაღაც გრძნობა, და-ძმურზე მეტი, თუმცა ჯინის გამოჩენის შემდეგ, ჰარის ჰერმიონისადმი და-ძმური სიყვარული გაუასმაგდა, ხოლო ჯინის როგორც ქალს ისე შეხედა. ამიტომაც, ჰარისა და ჰერმიონის მეგობრობა ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე მათი სიყვარული. ϟ ϟ ϟ 3. რატომ არ მოკვდა ჰარი პოტერი ვოლდემორთან ომში? ცნობილია, რომ როდესაც ლორდი ვოლდემორი ჰარის სისხლის გამოყენებით აღსდა, მან თავისსა და ჰარის შორის კავშირი გაამყარა. დაბადებისთანავე ჰარიში ჩასახლებული, იყო ვოლდემორის სულის მცირე ნაწილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ჰარი ვოლდემორს მოკლავდა, თვითონაც დაიღუპებოდა. რატომ არ მოხდა ასე? პასუხი ამ კითხვაზე ცოტა ძნელია, მაგრამ როგორც დამბლდორი ჰარის უხსნის ალბათ, იმიტომ, რომ მან ვოლდემორი მოკლა არა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, არამედ იმიტომ, რომ დაეცვა მომავალი თაობა, ანუ ეს გააკეთა მისი მეგობრებისა და ახლობლების გამო. ϟ ϟ ϟ ზოგიერთისთვის შეიძლება სიგიჟეა , მაგრამ ჩემთვის ჰარი პოტერი ყველაფერია ! უბრალოდ მიყვარს , ვგიჟდები !! არც კი ვიცი როგორ ავღწერო ჩემი სიყვარული ჰარი პოტერის , მისი წიგნებისა და კინოების მიმართ ! თითოეული ნაწილი ალბათ 50ჯერ მაინც მაქ წაკითხული , მაგრამ არ მბეზრდება შემიძლია მთელი დღე ვიჯდე და ვიკითხო ! ამ წიგნში ყველაფერია : მეგობრობა , თავგანნწირვა , სიყვარული , თავდადება ... მე უბრალოდ მიყვარს ჰარი პოტერი ! | |
|
სულ კომენტარები: 8 | |
|