მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » Hells
11:23 PM
Hells
♥ heels 
ქალი და ქუსლიანი ფეხსაცმელები






როცა ქუჩაში მოდის ქალი, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია… ქალი, რომლისთვისაც ქუსლი არა შემაწუხებელი ატრიბუტი, არამედ, ფაქტიურად, ფეხის ნაწილია… როცა ასეთი ქალი მოდის, ძნელია, მას თვალი მოსწყვიტო. ქუსლი ცვლის სიარულის მანერას: თქვენ უნებურად წელში იმართებით, ფეხს ასწორებთ, განწყობაც კი გეცვლებათ. თქვენ განსაკუთრებულად ლამაზი, სხვანაირად მომხიბლავი ხდებით… 



ქალი ქუსლზე ძლიერია და, ამავე დროს, ჰაეროვანი: ის ხომ ძალიან, ძალიან პატარა და თხელ ქმნილებას ეყრდნობა… 


თქვენ წარმოიდგინეთ და, ქუსლი უკანალსაც უცვლის ფორმას და უფრო ამკვრივებს. თანაც, ანგიოლოგების რეკომენდაციით, 4 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლი აუცილებელია მათთვის, ვისაც ვენები აწუხებს. 


ის ფრთიანი გამონათქვამი კი, რომ ქუსლი იმ ქალებმა გამოიგონეს, ვისაც სულ შუბლზე კოცნიან, ნამდვილად გაუმართლებელია. ქუსლი ხომ ყველას უხდება. 
ქუსლი სიმაღლის მიხედვით იყოფა დაბალ, საშუალო, მაღალ და ძალიან მაღალ კატეგორიებად. მაღალ ქუსლად ითვლება 50 მმ და უფრო მაღალი ქუსლი. ტრადიციული ფორმებია სწორი ფორმა, "შპილკა” და ფრანგული ქუსლი-პლატფორმა. 



მომავალში შემოგთავაზებთ, როგორ ავარჩიოთ ქუსლიანი ფეხსაცმელი სწორად, ასევე, რამდენად საზიანო ან სასარგებლოა ქუსლი თქვენი ფეხებისთვის. დღეისათვის კი მცირე ექსკურსი ისტორიიდან, რისი ცოდნაც არც ერთ ქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულ ქალს არ აწყენს: 
პირველად ფეხსაცმლის მწარმოებლებმა შენიშნეს, რომ ლანჩას ის ნაწილი უფრო სწრაფად ცვდებოდა, რომელიც ქუსლის მხარეს იყო, ამიტომ ნელნელა მის უკანა ნაწილზე გაჩნდა მცირე "შესქელება”, რომელიც პრაქტიკულ მიზნებს: ფეხსაცმლისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურებოდა. თუმცა იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებთ, რომ ამ პრაქტიკულმა გამოყენებამ განსაზღვრა ქუსლის იმ სახით არსებობა, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ დღეს. საბოლოო შეთანხმება იმის შესახებ, საიდან მოდის ქუსლის მოდა, არ არსებობს. 


ცნობილია, რომ ქუსლს, ფეხსაცმლის საყრდენს, (დღევანდელი პლატფორმის სახით) ძველ საბერძნეთში მსახიობები იყენებდნენ სიმაღლის მოსამატებლად. 


პლატფორმა გავრცელებული იყო ჩინეთსა და იაპონიაშიც. მან ფეხების გაკვრის პრაქტიკა ჩაანაცვლა, რის შედეგადაც აჩერებდნენ ქალის ტერფის ზრდას. ტერფის ზომის შემცირება შეუძლებელს ხდიდა სწრაფ, თავდაჯერებულ და მოქნილმოძრაობას და ქალს არ შეეძლო დაუხმარებლად შორ მანძილზე გადაადგილება, რაც, საზოგადოების აზრით, ზნეობრივ დაცემას უშლიდა ხელს. პლატფორმამ, რომელიც აზიურ ვარიაციაში ნამდვილად მოუხერხებელი იყო სიარულისას, წარმატებით ჩაანაცვლა ეს ფუნქცია. 




ესეც chopine 
შემდეგი პერიოდი, სადაც ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ნამდვილად გაიბრწყინა, მე-15-მე-16 საუკუნეები- აღორძინების ეპოქაა. საერთოდაც ეს ეპოქა ხასიათდება სიმაღლისადმი, რაიმე მიწიერის მიმართ ამაღლებისადმი მისწრაფებით. ამ იდეამ გამოხმაურება ჰპოვა ყველაფერში და სხვებს არც ფეხსაცმლის მოდა ჩამორჩენია.


 დიდად გავრცელებული იყო ფეხსაცმელი chopine, რომელიც წარმოადგენდა პლატფორმიან სანდალს, რომლის ძირიც ან ხის, ან საცობის მასალისგან მზადდებოდა. ამ "სანდლების” სიმაღლე 14-დან 60 სანტიმეტრამდე მერყეობდა. ნამდვილად გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდნენ წონასწორობის შენარჩუნებას მსგავსი ფეხსაცმლით მაშინდელი ქალები ( მე პირადად, 10 სანტიმეტრიან ქუსლსაც ვერ ვუძლებ). 





თუმცა ასეთ მოდას თავისი დადებითი ასპექტებიც ნამდვილად ჰქონდა: 
ქალბატონებს ქმრები მართლაც ვერც ერთ ნაბიჯზე დატოვებდნენ მარტო. 




სწორედ ასეთი მისწრაფებების გამო წერდა თავის დღიურში ჯონ ეველინი, რომ ამ ეპოქის ქალი "ნახევრად ხორციელია, ნახევრად კი-ხეო”. 


უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტილი მხოლოდ ქალებს არ შეხებიათ და მათი თანამეცხედრენიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ქუსლიან მოდაში (თუმცა მათთვის განკუთვნილი ქუსლი გაცილებით მოკლე იყო). საფრანგეთში ქუსლის დამკვიდრებას მადამ დე პომპადურს უკავშირებენ. 
მე-17 საუკუნის ბოლოს ამ მოდამ ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და ევროპის სხვა ქალაქებიც მოიცვა. სწორედ მე-17 საუკუნეში ასეთი სანდლებისაგან გაჩნდა დღევანდელი ქუსლი, თუმცა პირველ ხანებში, ის მაინც პლატფორმის ნაწილი იყო და თაღით იყო გაყოფილი მისგან. თანდათან სამოსის დეკორირებისკენ სწრაფვამ განაპირობა თაღის ზრდა და საბოლოოდ მივიღეთ ქუსლი, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ. 


ქუსლზე საუბრისას ნამდვილად დანაშაულია, არ ახსენო წვრილი ქუსლი, ე.წ. "შპილკა”, რომელიც 50-იანი წლების საფრანგეთშია დაბადებული. მაშინ დიზაინერები ცდილობდნენ, ქალის ახალგაზრდობა და სილამაზე გამოეკვეთათ. "შპილკის” ავტორიც უცნობია. რამდენიმე მოდის სახლი ერთად აცხადებს პრეტენზიას მის ავტორობაზე. 


ქუსლი დღესაც განაგრძობს ფორმირებას. ბევრი დიზაინერის კოლექციაში შეხვდებით უცნაურ ფეხსაცმელებს კიდევ უფრო უცნაური ქუსლით. შეიძლება იფიქროთ, რომ მათზე სიარული შეუძლებელია, მაგრამ რას იზამთ; სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. 






ცნობისათვის, ყველაზე სექსუალურად ქალის შავი, წითელ ლანჩიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი ითვლება.

კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 2174 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-01-07 1:38 PM)
* 5 queen♥M   [Entry]
momewona ))