მთავარი » 2013 » მაისი » 2 » Hey Idiot! I Love You
8:37 PM
Hey Idiot! I Love You

Hey Idiot!   I  Love You

♥.ახალი რამოდენიმე თავიანი მოთხრობა.♥

♥.თხოვნა იქნება ყველამ ნახოთ და დააკომენტაროთ.♥

♥.იმედია მოგეწონებათ.♥

Tumblr_mh772dibom1r7btqdo1_500_large

-ემ,ბავშვი გამოიყვანე ბაღიდან. _მომმართა დედამ და ჩემი ტანსაცმელი გადმომიგდო. 
-კაი,ოღონდ ნინასაც წავიყვან_ვუპასუხე მე და ჩემს ოთახში გამოსაცვლელად წავედი,თან ნინასაც დავურეკავდი და ჩემი პატარა ანგელოზის გამოსაყვანად ერთად წავიდოდით. ჯინსი და თხელი მაისური ავიღე.
ნინა როგორც ყოველთვის 3-4 წუთის განმალობაში არ პასუხობდა,შემდეგ კი როგორც იქნა აიღო და ჩემს შემოთავაზებაზე სიამოვნებით დათანხმდა. 
მე-კი გადავწყვიტე კომპიუტერთან დავმჯდარიყავი და დავჯექი. როგორც ყოველთვის თვითერი გავხსენი ,სადაც ახალი მესიჯი დამხვდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდისგან "Burberry"-სგან,რომელიც მთავაზობდა მათი სახე გავხმდარიყავი და მათ ვიდეო-რგოლში მიმეღო მონაწილეობა. მეც რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი და ამის შესახებ დედაჩემს ვაცნობე. დედასაც ძალიან გაუხარდა ეს ამბავი და თბილად ჩამიხუტა,შემდეგ კი ცრემმორეულმა წარმოთქვა "ვამაყობ შენით". 
ალბათ მიხვდით,მე 17 წლის დამწყები მოდელი ემილი ვარ,რომეიც ჯერ-ჯერობით არც ისე ცნობილია,თუმცა დარწმუნებულია რომ უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევს და ვიქტორია სეკრეტში დაიწყებს მუშაობას. ოცნებას კაცი არ მოუკლავს და რაღ მე მომკლავს)) 
Tumblr_m5zmernqi41rrk9x2o1_500_large
ნინა კი-ჩემი დაქალია,რომელიც ძალიან მიყვარს და დიდ პიატივს ვცემ. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასეა მის შემთხვევაშიც. ბევრმა სცადა ჩვენი დაშორება,თუმცა როგორც ხედავთ არავის გამოუვიდათ. ჩვენ კვლავ ერთად ვართ და ვიმედოვნებ ერთად ვიქნებით დიდი ხნის შემდეგაც,რადგან ჩემი აზრით კარგი მეგობარი ისეთ სამყაროში,როგორშიც ჩვენ ეეხლა ვცხოვრობთ-ძალიან ბევრს ნიშნავს! 
ალბათ გაინტერესებთ,თუ როგრ მოხდა და ამიყვანა ბარბერიმ თავიანთ მოდელად-ეს ყველაფერი კი თავისუფლად შემიძია ნინას დავაბრალო. მან გაუგზავნა ამ ფირმას ჩემი სურათები და თან ჩემი მოკლედ ბიოგრაფია,ზომა-წონა დაურთო,რამაც ალბათ ძალიან მოხიბლა ისინი და მეც გამახარა. 
ოცნებები ხდება?! ძნელია ამის დაჯერება,თუმცა როდესაც ეს უკვე შენს ცხოვრებაში მოხდა და ოცნება აგიხდა,საფუძველი გაქვს რომ დაიჯერო ეს ყოველივე და იყო ოპტიმისტი. მეც სწორედ ამას ვაპირებ.
ქვემოთ ჩავედი და ტელევიზორი ჩავრთე,სადაც ჯასტინ ბიბერის კონცერტს ანახებდნენ. "რა აგიჟებთ გოგონებს ამაში?!" გავიფიქრე ჩემთვის და ტელევიზორიც რამოდენიმე წუთში გამოვრთე,რადგან ნინა უკვე მოსულიყო. კარგი გავაღე და მას თბილად გადავეხვიე.
-რა ხდება ემმ,ვკვდები და არ ვიცი?-თქვა და სიცილი დაიწყო. 
-დებილო! შენ რა მოგკლავს,თორე კი ( :დ ) ამიყვანესს!
-ვაიმე მართლა? გილოცავ ჩემო ლამაზო,არ იცი როგრ გამახარე-თქვა და ისე ჩამეხუტა,კინაღამ წამაქცია. 
Tumblr_lys8evsokp1r9gwxjo1_500_large
-ჰაჰა,ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა.
-წილში მეც ვარ! მერე ვინმე სიმპატიური ბიჭი გამაცანი,ხომ იცი ვალში ხარ ჩემთან. 
-ჯერ ხომ მე გავიცანი ვინმე რა ( :დ ) არ დაგავწიყდეს,რომ შენი დაქალიც საჭიროებს სიმპატიურ შეყვარეუბლს. 
-ნუ ღელავ,ჩვენ ყველას დავიპყრობთ!-თქვა მან და გაიცინა. 
იგი ჩემს სახლში შემოვიდა და დედაცემს მიესალმა. ელეონორმაც (დედაჩემმა) დიდი მადლობა გადაუხადა და საღამოს ჩვენთან დაპატიჟა.
მათი დიალოგის დროს საათს დავხედე და უკვე 5 ხდებოდა,რის გამოც სახლი დავტოვეთ და ჩემი პატარა დის გამოსაყვანად წავედით.
გზაში უამრავ სისულელეზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით,სანამ ნინამ ლაპარაკი არ შემაწყვეტინა. 
-რა იყო,რამე ცუდი ვთვი?-ვკითხე და ცალი წარბი ავსწიე. 
-არა,არაფერი გითქვამს,მაგრამ გეხვეწები გახედე რა ბიჭი მოდის ჩვენს წინ!!-თქვა მან და საჩვენებელი თითით ერთზე მიმითითა,რომლის მხოლოდ კუნთებსა და ქერა თმას ვხედავდი.
-ჰო,კარგი ბიჭი ჩანს,მაგრამ სახეზე რომ ვერ ხედავ?
-ოო,კაი რა რას სულელობ,ესეთი ტანის ადამიანს ცუდი სახე რატომ გექნება.
ააა,ნეტა სად მიდის ?
-კითხე და გეტყვის.-ვუთხარი და მან ხელი მიჯიკა. ბიჭი უკან შემოტრიალდა,თუმცა მისი სახის დანახვა ბოლომდე ვერ მოვახერხე,რადგან წინ ვიღაც ქალი მიდიოდა. მხოლოდ მისი ულამაზესი თაფლისფერი თვალები დავინახე,რომელიც თითქოს "იღიმოდა".
-მომწონს!!! თან ძალიან!!!-ვუთხარი ნინას ჩუუმად,თუმცა მემგონი ჩუმად არ გამომივიდა,რადგან  ბიჭმა გაიცინა. ალბათ გაიგო და მე როდესაც ეს ბავაცნობიერე,თვი ნინას ხელებში ჩვრგე და დავიმალე. ჩემი დაქალი კი სიცილით კვდებოდა და კვლავ არ ჩერდებოდა.
 თავის აღებას არც ვაპირებდი, ნინას ხმა რომ არ გამეგო. 
-ემმ! დღეს გაგვიმართლა!! ნახე,მან ბაღის გზაზე ჩაუხვია აშკარად ბაღში მიდის.-თქვა და "ეშმაკურად" გამიღიმა. 
-ჰაა?-წამოვიყვირე და გზას გავხედე. მას მართლა ჩაეხვია და ამასობაში ჩემი დის ბაღშიც შესულიყო. 
-You're lucky my girl,just L U C K Y ! -მითხრა ნინამ.
-ჰაჰა... მაგრამ იცი რა მიკვირს? თუ აქ დადის მისი და/ძმა ან დეიდავილი,აქამდე რატომ არასდროს შემხვედრია? მაინცდამაინც ამ გაზაფხულზე გაახსენდა ნეტა ავისი მოვალეობა?
-რავი. ისე ძაან კარგი ტიპი ჩანს და მიდი გაიცანი რა. 
-კაი რა,გაგიჟდი?
-ოო,აბა იყავი ეგრე. გეუბნები არ გაუშვა,მაგას ვინც ახლდება თან მას მოეფერე და ყურადღებას მოგაქცევს. 
-უუ,გენიიოსი ხარ!! მიყვარხარ!
-ჰაჰა,ესე მალე შგიყვარდი? მეც ,მეცც, ხო იცი-თვა და ბაღში შევაღწიეთ. "ის" იქ ვერ დავინახეთ და მე უცბად კიბეებზე ავირბინე. იმ ოთახისაკენ გავსწიე,სადაც ჩემი და იმყოფებოდა და უცბად შევედი. 
-ლოლ,მოვედი!-დავიძახე და მის მასწავლებელს მივესალმე. ლოლა ჩემკენ გამოიქცა გახარებული და მაგრად ჩამეხუტა. 
-როგორაა ჩემი პატარა პრინცესა?-ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
-კარგად.-თვა მან და გამიღიმა.
ჰაჰ,უკვე 5 წლისაა და ჯერ კიდევ ვერ ისწავლა რომ,როდესაც ჰკითხავენ თუ როგორ არის ის,უნდა უპასუხოს არა მარტო "კარგად",არამედ "კარგად,შენ?",თუმცა ამას არაუშავს პატარაა და ეპატიება. 
ხელი მაგრად ჩავკიდე და კიბეებზე ჩავიყვანე. ნინა იქ მელოდებოდა. მე ლოლას ფეხსაცმელებს ვაცმევდი,როდესაც ნინამ ხელზე მიჩქმიტა და თვალებით "მასზე" მანიშნა ჩამოდისო... მეც მისი კედები დავინახე და სიცილი ამიტყდა,თან ძალიან დავიმორცხვე. როგორც ჩანს,ბიჭმა ეს შეამჩნია და მასაც გაეღიმა. მე კვალვ შევხედე და მისი სახე დავინახე,ამჯერად ბავშვიც დავაფიქსირე რომელიც ხელში ეკავა. 
გაოცებული ვუყურებდი,რადგან ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა... მან აშკარად შეამჩნია ჩემი გამომეტყველების შეცვლა და გაკვირვებულმა მკითხა :
-კიდევ ერთი გაგიჟებული ბელიებეერი?-თქვა და სიცილი დაიწყო. 
Awww,რა კარგი ხმა ჰქონდა,თუმცა მის ხმაზე ფიქრის დრო არ იყო. 
-ჰეი,მე არ ვარ შენი ფანი. ნუთუ არ მეტყობა ეს?-ვკითხე და ჩემს ნირვანას მაიკას დავხედე.
Large
 მან კვლავ გაიცინა. 
-I'm just kidding,უბრალოდ გამიკვირდა შენი რეაქცია ჩემს დანახვაზე.
-მართლა?! ნეტა რატომ არ მიკვირს?! იქნებ იმიტომ რომ,მეოგნა უკეთესი გარეგნობა გექნებოდა,როდესაც უკნიდან გიყურებდი?! 
-ჰეი,შენ უკვე ჩემს უკანალსაც უყურებ? -თქვა და ცალი წარბი ასწია. 
ამაზე ნინას გაეცინა,ლოლა კი -გაკვირვებული მიყურებდა. 
-მეგონა უფრო ზრდილობიანი იქნებოდი)) არ მესმის რატომ გიჟდებიან შენზე. 
-ამას მაშინ გაიგებ,როდესაც შენც "გაგიჟდები"-თქვა და თვალი ჩამიკრა.
Tumblr_mkoov5yxqk1qjt06no1_500_large
-იოცნებე))-ვუთხარი და სწერვულად გავუღიმე.
მას ჩემს სიტყვებზე გაეცინა და როგორც ჩანს,ის გოგონა გაახსენდა,ხელში რომ ეკავა. ბავშვი ჩამოსვა და ხელი გამომიწოდა
-მემგონი წარდგენა არაა საჭირო,თუმცა მაინფ ფორმალობისთვის. ჯასტინი!-მითხრა ღიმილით. 
-ემილი. ძალიან საყვარელი და გყავს,თუ შენი დაა...
-კი ჩემი დაა,ძმას ჰგავს))
-ნუ იქნები მაგაში დარწმუნებული. -ვუთხარი და ნინას გადავხედე,რომელიც სიცილით კვდებოდა.
-უი,გაიცანი ეს ნინაა ჩემი დაქალი)) 
-სასიამოვნოა და ამ პატარა გოგოს არ გამაცნობ?-თვალით ჩემს დაზე მანიშნა,რომელსაც ჯასტინი ძალიან მოსწონდა და თვალები სიხარულისგან აენთო. 
-მას ლოლა ჰქვია და 5 წლისაა. ლოლ,ნახე შენი საყვარელი მომღრალი-ვთქვი და ლოლა ჩემკენ მოვსწიე. 
-ამ ბავშვებს სულ არ აქვთ გემობნება!-დავაყოლე რამოდენიმე წამის შემდეგ. 
-ნუ ხარ ეგეთი სწერვა. სასიამოვნოა ლოლა,უკვე ძალიან მიყვარხარ-უთხრა და ჩემს დას,ხელზე აკოცა შემდეგ კი ხელში აიყვანა .ლოლას კი ძალიან უხაროდა და ყოველ წამს იცინოდა... 

იმედია მოგეწონათ. გპირდებით,წინასავით არ მივაგდებ ძაან "გიჟური" იდეები მაქვს

 ამასთან დაკავშირებით და ძალიან გამიხარდება თქვენ თუ მოგეწონებათ)) 

ალბათ ყველას მობეზრებული გაქვთ ჯასტინი მოთხრობებში,თუმცა გპირდებით 

ჩემი ჯასტინი სულ სხვანაირი იქნება! :დ 

ეს სათაური ძალიან მომწონდა და იმიტომ ავურჩიე)) მთავარ როლში 

სარა სამპაიო იქნება. 

თქვენზეა დამოკიდებული გავაგრძელებ თუ არა)) 

დიდი მადლობა წინასწარ. 
კატეგორია: Book | ნანახია: 1383 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »

(2013-05-04 11:49 AM)
* 13 Diva♔   [Entry]
სარა ♥
კარგია მალეე ♥