5:19 PM Hi Beautiful ♥ | |
გამარჯობა, როგორ ხარ?? იმედია კარგი დღე გქონდა ♥მოდი ვცადოთ და დავინახოთ ყველაფერში პოზიტიური! არ გინდა? მეც შენთან ერთად ვიქნები!ერთად დავიწყოთ!! იქნებ ეს მაინც შეგვცვლის და ქუჩებში მომღიმარ სახეების მატებას შეუწყობს ხელს? მოდი დავიწყოთ! ცოტა რომ უფრო გვესიამოვნოს ჩაი ან ყავას ხომ არ გააკეთებდი?? შოკოლადიც შეიძლება...ან იქნებ ხილი? მე ახლა გავიკეთე ჩაი შენც არ დაგეზაროს! ♥♥♥ გაიკეთე?? აიღე?? კიი?? თუ კი ყოჩაღ ეს გზა არის რომ პოზიტიურად განვეწყოთ!! არ დაგვეზაროს ამას ხომ იმისთვის ვაკეთებთ რომ ჩვენ თავს ვასიამოვნოთ?? მე ჩაი გავიკეთე... ბევრს ოცნებობ?? მე კი ძალიან ბევრს !! ხანდახან მწყინს ხოლმე რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და არა რეალობა! ნეტავი რეალობა იყოს არა? მაგრამ ის ხომ იცი Follow your dreams maybe someday they will become true!! ♥ სწორედ ამ იმედით ვარ!! ვიცი რომ თუ ვეცადე ასრულდება!! დიახ ასრულდება!! შენც უნდა გჯეროდეს!! ახლა ხომ გჯერა? რაზე ოცნებობ?? ბედნიერება,ჯანმრთელობა,ოჯახის კარგად ყოფნა... კარგი კარგი ეს გასაგებია მაგრამ აი მითხარი სიმართლე რაზე ოცნებობ?? მე მაგალითად სიყვარულზე ვოცნებობ ბოლო დროს... სასაცილოა ხომ?? არა რატოა?? შენც ოცნებობ ხო??ოცნებობ სიმპატიურ და რომანტიულ ბიჭზე ან რომელიმე ვარსკვლავზე! მეც! და ვიცი თუ დავიჯერე ადრე თუ გვიან ახდება!! კარგი სიყვარულის გარდა კიდევ რაზე ოცნებობ? ადრე მე სულ მოდა მაინტერესებდა და ეგეთ რაღაცეებზე ვოცნებობდი :) ჰაჰა!! ცნობილი გინდა იყო ხო? მეც!! ვის არ უნდა არა?? მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე, ფულზე არ იოცნებო!! ის თვითონ მოვა როცა შენ კარგ საქმეების კეთებას დაიწყებ!! დაე თვითონ იოცნებოს შენზე რათა სწორად დახარჯო !! შეიძლება ფული ბევრი არ გქონდეს მაგრამ ხო შეიძლება რომ კეთილი იყო?? სიკეთე ხომ ფასიანი არაა!! მოდი ჩვენ ოცნებებს გადავავლოთ თვალი: მე მინდა მქონდეს ლამაზი სახლი, ისეთი რომ ყველას კარგ ხასიათზე აყენებდეს!! განსხვავებული... ლამაზი! მყუდრო ოთახებით! ახლა გინდა გითხრა ცოტა როგორ გაახალისო ოთახი?? ხომ იცი ნახატები?? გარეთ რომ იყიდება!ხო ხანდახან 5 ლარიც კი ღირს!! თუ მოგეწონა იყიდე ის გაგიფერადებს ცხოვრებას ცოტა ხნით მაინც!დახატე შენთვითონაც და დაკიდე!! კიდევ ამობეჭდე პრინტერით რაც მოგწონს და გააკარი ან დაბეჭდე!! შენთვითონ გააკეთე ლამაზი რაღაცეები ხომ იცი მილიონი საშვალებაა!! კიდევ ვოცნებობთ ლამაზ და კარგ ტანსაცმელზე და პოპულარობაზე! და კიდევ ყველაზე მთავარი!! არ დაგვავიწყდეს!! ბიჭები,ბიჭები და სიყვარული!! ჰაჰა ერთხელაც ჩემი გვარი Payne ან Styles იქნება !! ჰაჰა ძაან ვოცნებობ ხომ? გადავაჭარბე!! ვიცი!! ♥♥♥ არ გინდა ღამე ცოტა ადრე დავიძინოთ?? რომ უფრო ბევრი რამ მოვასწროთ ხომ?? მაგალითად ასე რომ გავაკეთოთ: 1.ადგომა 2. აივანზე გასვლა ან თუნდაც აიპოდი ან MP3 რომ ჩავრთოთ და 5 წუთი რომ ვივარჯიშოთ არ გინდათ? 3.თავის მოწესრიგება 4.ჭამა... რა ვჭამოთ?? მიუსლი არ იცით?? იცით რა გემრიელი და სასარგებლოა?? თუ მიუსლი არა ხილი მაინც რომ ვჭამოთ?? ჯანმრთელობასაც და ორგანიზმსაც ხომ უნდა მივხედოთ? 5. სკოლაში წასვლა ეჰ... სკოლას ვერ ავცდებით!!! მოიცა მოიცა!! ნუ დაიძაბები!! დაგავიწყდა აქ რისთვის ხარ შემოსული??ბედნიერი რომ წახვიდეთ?? იქნებ სარკეში თქვათ თუ როგორი ლამაზი და კარგი ხართ და მერე მთელი დღე იმეოროთ?? ეს ხასიათს აგვიმაღლებს!! გაკვეთილებიც რომ ვისწავლოთ?? და ვეცადოთ რომ მასწავლებლებმა არ დაგვძაბონ!! ისწავლე თავის კონტროლი და ამაყი გახდი!! მორცხვი თუ ხარ ძალიან დიდი პრობლემაა!! აბა ახლა გასწორდი წელში თავი აწიე და თქვი: მე ლამაზი ვარ!! მე კარგი ვარ!! ჭკვიანი ვარ!! ნიჭიერი!! ცუდი არაფერი გაიხსენო!!! 6. ნახევარი საათი დავისვენოთ მოდი!! თუ გაკვეთილი გვაქვს მერე ან რამე სხვა მაინც დავისვენოთ! შევეცადოთ კომპიუტერთან 10-20 წუთი დავჯდეთ, ვჭამოთ და წიგნი წავიკითხოთ ან ვილაპარაკოთ რამე სხვა საქმით დავკავდეთ ხოლო შემდეგ კი მეცადინეობას შევუდგეთ რომ ადრე მოვრჩეთ და უფრო ბევრი თავისუფალი დრო გვქონდეს!! 7. მოვრჩით გაკვეთილებს?? ძალიან კარგი ახლა შეგიძლია დაჯდე კომპიუტერთან !! მაქსიმუმ 2 საათი!! დრო უაზროდ არ გავფლანგოთ კარგი?? იცი რამდენი რამე გვაკლდება ამით?? 8. წიგნი წავიკითხოთ, დავხატოთ, ვწეროთ რამე გავაკეთოთ!! ვივარჯიშოთ!! ვიცეკვოთ!! მგონი უკვე ყველაფერი ვთქვი არა?? შეიძლება გაგრძელებაც იყოს მე შევეცდები რომ ბედნიერები გავხდეთ!! არ დაივიწყოთ მეც თქვენთან ერთად ვცდილობ და ახლა ვიწყებ!! მთავარია ეს წესები არ დაგვავიწყდეს: 1. ღიმილი!!! გაიღიმეთთ!!! 2.ყველაფერს მოუძებნეთ პოზიტიური მხარე!!! 3. არასოდეს არ შეუბრუნოთ!! უბრალოდ გაუღიმეთ და წადით!! გახსოვდეთ თქვენ იშვიათობა ხართ!!! ღმერთი შეცდომებს არ უშვებს ესეც ხომ იცით?? ვინმე თუ გეტყვით ასე რატომ ხარ ასეთი უცნაური?დებილი?სხვანაირი?? უპასუხეთ რომ მე იშვიათობა ვარ და სხვებისნაირი არ მინდა ვიყო ამიტომ არის ასე რომ პოზიტიურად ვარ და უკეთესი დღეები მაქვს შენც ცადე? იცი რა კარგია!! აი ეს იყო...!! გაიღიმეთ!!! წყარო: angel.ge | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|