მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » ჰოლივუდი
6:22 PM
ჰოლივუდი
-10-
✔ჯულია რობერთსი-10,000,000$✔
 
ჯულია ფიონა რობერტსი დაიბადა 1967 წლის 28 ოქტომბერს, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში (აშშ). მომავალი მსახიობი ოჯახში მე–3 ბავშვი იყო. ჯულიას მამა გეითსი, უოლთერ გრეიდი (დაბადებული 1933 წელს) ერთდროულად გასაბერი ლეიბების გამყიდველი, მსახიობი და მწერალი იყო. ჯულიას დედა ბრედემასი, ბეთი ლუ (დაბადებული 1934 წელს) შეთავსებით მსახიობობდა.
მიღებული აქვს ოსკარი ფილმისთვის „ერინ ბროკოვიჩი".
 
 
 
 
 
 
 
-9-
✔მილა კუნის-11,000,000$✔
 

მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ჩერნოვცში, უკრაინაში. დედამისი ელვირა არის ფიზიკის მასწავლებელი და აფთიაქის ხელმძღვანელი, ხოლო მამამისი მარკი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მილას ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი. 1991 წელს კუნისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში. მილა ებრაელია და მისი ოჯახის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული ანტისემიტიზმი. ლოს-ანჟელესში კუნისი სწავლობდა საშუალო სკოლაში. ბავშვობაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლების გამო განუვითარდა ჰეტეროქრომია, რის გამოც ერთი თვალი მწვანე აქვს, ხოლო მეორე თვალი — ცისფერი ფერის. 9 წლის ასაკში ბევერლი-ჰილზში ესწრებოდა სამსახიობო სკოლას.

 
1998 წელს კუნისმა ითამაშა სერიალში „70-ის შოუ", ხოლო მომდევნო წელს მულტსერიალში „გრიფინი", სადაც ახმოვანებს მეგ გრიფინს. 2002 წლიდან კუნისი ხვდებოდა მსახიობ მაკოლეი კალკინს. 2011 წელს ერთმანეთს დაშორდნენ
 
 
 
 
 
-8-
✔ნატალი პორტმანი-14,000,000$✔
 

ნატალი პორტმანი (ებრ. נטלי פורטמן, დაბადების სახელი ნატალი ჰერშლაგი; დ. 9 ივნისი, 1981) — ამერიკელი ებრაელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ ლეონში, სადაც მსახიობი განასახიერებს მოტაცებულ ობოლ ბავშვს. 1990–იან წლებში მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა ლამაზი გოგონები და ყველგან, მაგრამ არა აქ. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი ვარსკვლავური ომების ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

 

 

2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია" მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმით სიახლოვე, დრამაში განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მან გადაიპარსა თავი და ისწავლა ინგლისური აქცენტით საუბარი ფილმისთვის V ნიშნავს ვენდეტას (2006), რისთვისაც მან დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance, და a Saturn Award for Best Actress. მან ითამაშა ისტორიულ დრამებში გოიას ლანდები (2006) და კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან (2008). 2008 წლის მაისში ის გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი რიგით 61-ე დაჯილდოებაზე. პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა, ივი, გახსნა ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი.
 
 
 
 
-7-
✔სანდრა ბალოკი-14,000,000$✔
 
სანდრა ბალოკი (დ. 26 ივლისი, 1964) — ამერიკელი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 90-იან წლებში. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში.
 
 
 
 
 
 
-6-
✔შარლიზ თერონი-15,000,000$✔
 

შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron, [ʃɑrˈliːs ˈθɛrən], აფრიკაანსი [ʃɑrˈliːs ˈtrɔn]; დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში", „მძლავრი ჯო იანგი", „ეშმაკის ადვოკატი" და „მეღვინეების წესები". შარლიზის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი" (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი", „ვერცხლის დათვი", „ოსკარი" ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.
2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა" (2005).

 

ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.
 თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. დედის მხრიდან ტერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ჰოლანდიური ფესვები აქვს. ტერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა ტერონი მართავდა.
1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა, ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.
 
 
-5-
✔ემა სტოუნი-16,000,000$✔
  
ემა სტოუნი (ინგლ. Emma Stone; 6 ნოემბერი, 1988, სტოკსდეილი, არიზონა) — ამერიკელი მსახიობი. მონაწილეობს როგორც კინო-, ასევე სატელევიზიო ფილმებში. 2010 წელს ფილმში „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი" შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია მიუზიკლსა ან კომედიაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
 
 
 
 
-4-
✔ჯენიფერ ენისტონი-20,000,000$✔
 
ჯენიფერ ენისტონი (ინგლ. Jennifer Aniston; 11 თებერვალი, 1969) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. პოპულარული გახდა სერიალით „მეგობრები", რომელიც გადიოდა 1994-2004 წლებში. არის პროდიუსერული კომპანია „Echo Films-ის" თანადამფუძნებელი. ჟურნალ „Men's Health-ის" შეფასებით ის ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალია.
  
 
 
 
  
-3-
✔კრისტენ სტიუარტი-22,000,000$✔
  
კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. Kristen Jaymes Stewart; დ. 9 აპრილი,1990,ლოს-ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი.კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯუდი ფოსტერთან ერთად ფილმში Panic Room. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუაიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა.
 
 
 
 
 
ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო,ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი.ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა,კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.
 
 
-2-
 
✔ჯენიფერ ლოურენსი-26,000,000$✔

ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი (ინგლ. Jennifer Shrader Lawrence; დ. 15 აგვისტო 1990, ლუისვილი, კენტუკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ნომინანტი პრემიაზე „ოქროს გლობუსი" (2011) და „ოსკარი" (2011) ნომინაციაში „საუკეთესო ქალის როლი" (რი დოლი, ფილმი „ზამთრის ძვალი").
 
 
 
-1-
✔ანჯელინა ჯოლი-35,000,000$✔
 
ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
 მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას", ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2" (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები" (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი" (1997) და „ჯია" (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი" (2005).
 
 
 
 
ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.
 
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1433 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-11-21 5:32 PM)
yvela miyvars kristenis garda aq :dd
nu millac ar momwons :/
ise yvela magra miyvars <33