მთავარი » 2013 » სექტემბერი » 27 » How To Be Like (2)
8:06 PM
How To Be Like (2)
How To Be Like (2)
საიტზე ყველას ყავს ნებისმიერი სერიალიდან საყვარელი პერსონაჟი.
სპეციალურად მათთვის დავდებ ხოლმე სიახლეს როგორ მიბაძოთ იმ პერსონაჟს რომელიც
თქვენ მოგწონთ:სტილი,ხასიათი,საერთოდ ყველაფერი.
პირველია ბელა სვონი ბინდიდან.
შემდეგი ვინც გინდათ დაწერეთ კომენტარებში.



1.შენ არ გჭირდება ედვარდ კალენი.
დაიმახსოვრე,ბელას საერთოდ არ აინტერესებდა ბიჭები და არც შეყვარებულს ეძებდა.მაგრამ მოულოდნელად ედვარდი გამოჩნდა , ასეც მოხდება თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევ,წესიერი ბიჭი გამოჩნდება თუ ძებნას არ დაიწყებ.

2.ისწავლე ძალიან კარგად რომ კარგი ნიშნები მიიღო.
ბელა ძალიან მაგარი მოსწავლეა,ეს წიგნებშია ნახსენები. ისწავლე მაგრად და ყოველთვის ბრწყინვალედ შეასრულე შენი დავალება.

3.იყავი დამხმარე.
ყოველთვის დაეხმარე ადამიანს თუ შეამჩნევ რომ დახმარება სჭირდება.იყავი კეთილი.ბელა მშობლებს ხშირად ეხმარება,მიუხედავად იმისა დაავალეს თუ არა ეს მას.

4.წაიკითხე ბევრი წიგნი
ყოველთვის წაიკითხე ბევრი წიგნი,ჯენი ოსტინი,შექსპირი,ძირითადად კლასიკას გირჩევ თუ გინდა რომ ბელას დაემსგავსო

5.გყავდეს ისეთი მეგობრები რომლებსაც ბოლომდე ენდობი.
ბელა არ არის ძალიან პოპულარული არც ფენიქსში და არც ფორკსში.მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს ელისი,ჯეიკობი,ერიკა,ანჟელა,მაიკა და ჯესიკა.

6.მოუხერხებელი.
ვერ გეტყვი მოუხერხებელი ძალით უნდა იყო–თქო,მაგრამ თუ ბელა გინდა გახდე მოგიწევს რადგან მას ახასიათებს დაბნეულობა და მოუხერხებლობა,

7.ნუ შეეცდები იყო ძალიან ლამზი და გამომწვევი
ბელა ასეთი საერთოდ არ არის ის ბუნებრივად არის ლამაზი,და შინაგანადაც.არასდროს ატარებს დიდ დროს სარკესთან,და ყოველთვის ჩვეულებრივად აცვია.უნდა იყო ძალიან ნატურალური.

8.იყავი ჩუმი
ბელა ძალიან შუმია ყველაფერთან ერთად ის ძალიან მორცხვია,ცოტათი ჩაკეტილიც კი.ეს მისი ერთ–ერთი მთავარი თვისებაა.


ის რამაც შეიძლება გავნოს სერიოზულად:
1.ყოველთვის ახლოს იყავი მეგობრებთან და ბიჭის გამო არასდროს არ გაცვალო მეგობრები
2. არასდროს!! არასდროს შეიცვალო,იყავი ისეთი როგორიც ხარ დაიმახსოვრე რომ ბელა სვონი უბრალოდ პერსონაჟია.


იმედია მოგეწონათ.ვისიც გინდათ დაწერეთკომენტარებში. ვიცი,ორს გინდოდათ ეფი და ჰერმიონ გრეინჯერი მაგრამ ბელაზე უფრო მეტი სურვილი იყო ამიტომ ეს დავდე.
აუცილებლად დააკომენტარეთ ვისი გინდათ.
იმედია მოგეწონათ.


კატეგორია: სხვა | ნანახია: 1312 | დაამატა: Королева♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-09-28 10:50 AM)
* 5 salo   [Entry]
dzalian magariaa. yochaghh.