მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » I Am Killer!
10:36 PM
I Am Killer!

მე ვარ იზაბელა, 23 წლის. მნიშვნელობა არ აქვს გარეგნობით როგორი ვარ. რაც მთავარია მე მკვლელი ვარ!!!

733908_10151429615934753_732535615_n_large

     რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა ჩემთთვის და ხალა უკვე ყველასთვის უცნობი მიზეზის გამო  გადაწყვიტა, რომ ჩემი ოჯახი გაემწარებინა. რათქმა უნდა გამოუვიდა კიდეც.. როგორც ჩანს მამაჩემს ემტერებოდა და ყველანაირად უნდოდა რომ გაემწარებინა. მე დედა მომიკლა როცა 20 წლის ვიყავი. ეს ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი, ყველაზე ძლიერი დარტყმა ჩემთვის, მაგრამ ეს ყვლაფერი მხოლოდ მამაჩემის გასამწარებლად ხდებოდა. შემდეგ ყველა ახლო ნათესავი მომიკლეს და ბოლოს მამაჩემსაც დაემუქრა საფრთხე, რომელიც ისეთი გამწარებული იყო სიკვდილზე ფიქრობდა. იგი ხელებში ჩამაკვდა... სიკვდილის წინ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ როგორც ხდება ვერ მოასწრო. არ ვიცი როგორ, მაგრამ მკვლელმა ჩემს პირველ და უკანასკნელ სიყვარულსაც მიაგნო და ისიც მომიკლა...


     მე როგორ გადავრჩი ცოცხალი? ეს „სასწაული" მამაჩემის დამსახურებაა.. როდესაც დედა გარდაიცვალა მან მე მაიძულა რომ სახელი და გვარი შემეცვალა, მაიძულა რომ სულ სხვა ადამიანი გავმხდარიყავი. მამაჩემმა სხვა გზა არ დამიტოვა და ასეც მოვიქეცი. საცხოვრებელი ადგილიც შემაცვლევინა...

     ახლა მე გავხდი მკვლელი.. ქვეყანაზე არავინ და აღარაფერი აღარ მაინტერესებს. ჩემში ადამიანი აღარ ცხოვრობს.. მე მთლიანად შევიცვალე..  თავიდან, როცა ყველა ახლო ნათესავი მომიკლეს მხოლოდ შურისძიება მინდოდა. რა თქმა უნდა, შურიც ვიძიე.. მამაჩემის უახლოესმა მეგობარმა მომიყვა ცოტაოდენი რამ იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც ასე გამამწარა და ხვეწნის შემდეგ მისი საცხოვრებელი ადგილიც დავადგინე. ახლა მე გავხდი „მონსტრი" იმ ოჯახისთვის.  არ ვიცი რამ შემაძლებინა ის, რომ ასეთი ადამიანის ნათესავები და თვითონ მკვლელობის დამკვეთი მოვკალი. ახლა მეც დავემსგავსე მას. ჩემი ხელები წითელი სისხლითაა შეღებილი. ეგოისტად ვარ გადაქცეული, რომელიც იმისთვის ცოცხლობს რომ სხვებიც ისევე გაამწაროს, როგორც თვითონაა გამწარებული. ხალხს ვკლავ ისე, თითქოს ჭიანჭველა იყოს, წარბის შეუხრელად..

424422_10200315033339209_1728346651_n_large

    ხანდახან ისიც კი მაკვირვებს, რომ ასეთი „გამართლებული ვარ". ქალაქის პოლიცია მეძებს, მაგრამ უშედეგოდ. როცა მიპოვნიან აი მაშინ კი ჩემი საქმე არც ისე სახარბიელოდ წავა(აქამდე ხომ იყო რაა..). ვფიქრობ რომ ძალიან სახალისო იქნება..

Tumblr_mkpidghbsn1r0i9t4o1_500_large

    მკვლელობები უფრო ხშირად დილით და ღამით ხდება, როცა არც ისე ბევრი ხალხი დადის ქუჩებში. ჩემი მსხვერპლი, ბავშვების გარდა ყველაა.. ბავშვების მიმართ სიბრალულს ვგრძნობ, რაც მახარებს. ეს იმას ნიშნავს რომ მე მთლიანად არ შევცვლილვარ!  მაგალითად გუშინ, ღამის 11 საათი იქნებოდა როცა ქუჩაში „ვსეირნობდი". უცბად დავინახე რომ ერთ-ერთმა ადამიანმა სადარბაზოში შეუხვია. ნაჭერი რომელიც ყოველთვის თან დამაქვს გავამზადე. იმ ადამიანს მეც შევყევი და ნაჭერი პირზე ავაფარე.  ჯიბიდან დანაც ამოვიღე და მუცელში გავუყარე. ამ დროს რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ბევრი ფილმი არსებობს ვამპირებზე, რომლებიც ადამიანების სისხლს სვამდნენ.მე ვამპირის როლის გათამაშება გადავწყვიტე.  ჩემი კბილებიც საკმაოდ ბასრი იყო და ადამიანს, რომელსაც უკვე რამდენიმე საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი კისერში ვწვდი და მის სისხლს დიდი სიამოვნებით ვსვავდი. არ მეგონა ასეთი რამ ადამიანებსაც თუ შეეძლოთ, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე რთული აღმოჩნდა. იმ საღამოს კიდევ ორ ადამიანს ეწია იგივე ბედი, ერთი და იგივე სადარბაზოში...

Tumblr_mkqugoberj1rkjqtko1_500_large

    ერთ-ერთი შემთხვევა იყო როდესაც სახლში გოგო და ბიჭი მარტო იყვნენ. მე ამ სიამოვნებას ნამდვილად არ დავაკლდებოდი. მათ სახლში შევედი და მათთან ერთად „ვთამაშობდი". სამზარეულოში ბევრი ჭურჭელი ქონდათ, ამიტომ მათი დამსხვრევის პროსცესიც გრძელი გამოდგა. ამ დროის განმავლობაში ოთახიდან კამათის ხმა ისმოდა, რა საკითხზე კამათობდნენ ვერ გეტყვით, რადგან სიტყვებს ვერ ვარჩევდი. არც მაინტერესებდა. კამათის ხმა აღარ ისმოდა და რას ვხედავ? „რაინდი" შემოდის სამზარეულოში. მე ხომ კარგი მასპინძელი ვარ, ამიტომ გადავწყვიტე რომ რამე საჭმელი მომემზადებინა. ჯერ თავაზიანად გავუღიმე და მივუთითე რომ მაგიდასთან დამჯდარიყო. დამემორჩილა, რაც გასაკვირი არ იყო, რადგან ხელში დანას ვატრიალებდი. წყლით სავსე ქვაბი გაზზე შემოვდგი და დავიწყე „წვნიანის მომზადება". საცოდავ ბიჭს ხელები გავაშლევინე და სათანადო ზომაზე დავჭერი, საჭმლისთვის გამოდგებოდა. ბიჭი ყვიროდა მაგრამ მის ყვირილს ყურადღებას არავინ აქცევდა, საძინებელში მყოფი შეშნებული გოგონას გარდა. მის გასამხნევებლად სამზარეულოდან დავუყვირე რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემმა „გამხნევებამ" უფრო ცუდად გახადა. ბიჭს ისევ ვუღიმოდი. საბოლოოდ გამოსამშვილობებლად ვაკოცე და შემდეგ დანის დახმარებით გული გამოვაცალე. არც გულის დაჭრა გამჭირვებია პატარა ნაწილებად. ისიც თითების მსგავსაც მოვათავსე ქვაბში. მწვანილი, ხახვი და სხვადასხვა სუნელებიც ჩავაჭერი და მგონი რომ არაჩვეულებრივი წვნიანი გამოვიდა სავახშმოდ. ახლა გოგონას ჯერიც დადგა.. მასთან ოთახში შევედი და წვნიანიც თან წავიღე. ვინმეს ხომ უნდა გაესინჯა?!  საძინებელში შესვლისთანავე მტირალ გოგონას მივესალმე და გავუღიმე. მანაც ცადა რომ ჩემთვის გაეღიმა მაგრამ არ გამოუვიდა. მასთან მივედი და თმაზე ხელი გადავუსვი, თან ვურჩიე ჩემი დამზადებული წვნიანი გაესინჯა. თავიდან უარზე იყო მაგრამ ბოლოს ვაიძულე, გოგონაც იძულებული გახდა რომ გემო გაესინჯა. თან მკითხა საწამლავი იყო თუ არა, რადგან ერჩივნა ადვილად მომეკლა, ვიდრე ტანჯვით. სუთუ ასეთი საშინელი ვარ?! მე კი ვუთხარი თუ რასაც ჭამდა იგი. მან თავი ვერ შეიკავა და გადმოაფურთხა, რამაც ძალიან გამაბრაზა. წვნიანი გამოვართვი და თავზე გადავასხი, ის კი ყოველ წამს გაიძახოდა ჯეიკობს. ამ გოგონასთანაც მინდოდა რამე მეთამაშა, როგორც მის.., ალბათ შეყვარებულთან, მაგრამ ძალიან მომაბეზრებელი გახდა, ამიტომ კი გადავწყვიტე, რომ მისთვის ყელი გამომეჭრა და ასეც მოვიქეცი. ამ ყველაფრის შემდგებ კი სახლი დავწვი...

    ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ, თუ როგორი მკვლელი ვარ. მიფრთხილდით, შეიძლება შემდეგი რომელიმე თქვენთაგანი იყოს! 

299270_465753900162401_1592608223_n_large

გაარემონტა აწ მუშა Directioner♥

კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1148 | დაამატა: bellward | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-04-06 11:47 AM)
missponchishka vufrtxildet awianis tvara..cocxals ar dagvtoves es ;ddddd