მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » I am Killer
1:53 PM
I am Killer
გამარჯობა. 
მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ,რადგან ამას სხვას ვერავის ვუყვები... 
ვინმემ რომ გაიგოს ჩემი ნამდვილი ისტორია,გაგიჟდება შემდეგ კი ყველას ეტყვის ამის შესახებ და მე მისი მოკვლაც მომიწევს... ეს კი არ მინდა და ამიტომ გადავყწვიტე ისევ თქვენ გაგანდოთ ჩემი საიდუმლოები. 
იქიდან დავიწყებ რომ ძალიან უბედური ვიყავი. მშობლებმა მიმაგდეს და ბავშვთა სახლში მიმაბარეს. იქიდან კი 17 წლის ასაკში გამომაპანღურეს და არ ვიცოდი რა მექნა.
ყველას დახმარებას ვთხოვდი,თუმცა კაცები დამსდევნენ,ჩემგან სულ სხვა რამ სურდათ...
ქალები კი ზედაც არ მიყურებდნენ გზას აგრძელებდნენ. 
ერთხელ როდესაც ამითი დავიღალე, ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. 
ქუჩაში-ვიჯექი სრულიად მარტო და ვტიროდი,როდესაც ერთი ლოთი დამადგა თავს.
მან მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და მეც დავუჯერე. 
გამართო,გამაცინა და შემთავაზა მასთან წავსულიყავი. 
მეც წავედი და ნიკთან ვიწექი,ის ჩემთან და ესე ვირთობდით თავს. სულ ერთად ვიყავით... 
532939_318536191582994_1178904739_n_large
მეგონა რომ ვუყვარდი,თუმცა ვცდებოდი. მას როგორც სხვებს,მხოლოდ ჩემთან დაწოლა უნდოდა და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი როდესაც ვიღაც ქალთან მიღალატა...
მე რა თქმა უნდა იქიდან წამოვედი და გამოვლანძღე. 
ბოლოს კი ქუჩაში მივაძახე-Go Fuck Yourself!-რაც ყველამ გაიგო. 
Tumblr_mi67jct0rf1s5w0hxo1_500_large
ყველა მე მიყურებდა,ჩამშტერებოდა თუმცა დასახმარებლად არავინ მოდიოდა.
მე კი ვიჯექი ჩემთვის ხესთან და ვტიროდი,ვტიროდი რადგან ჩემი ცხოვრება ცხოვრება არ იყო,ვტიროდი რადგან არავის ვუყვარდი და არც არასდროს შემიყვარებდა. 
მე ყველა მძულდა...
ცრემლები თავისით მოდიოდა ჩემს სახეზე. 
უეცრად,უკნიდან ერთი ბიჭის ხმა მომესმა:
-შეიძლება დაგეხმაროთ?-მას ავხედე და ძალიან კარგი გარეგნობის ადამიანი წარმომიდგა. მინდოდა მეთქვა შეგიძლიათ,თქვენ მე მჭირდებით თუმცა ვერ გავბედე რადგნ რა გარანტია მქონდა რომ ისიც არ მომატყუებდა?! 
- და საიდან ვიცი რომ თქვენ არ გამომიყენებთ და შემდეგ არ მიმაგდებთ?
მას რეაქცია არ ჰქონია,უბრალოდ გაიღიმა და მითხრა
-მე უბრალოდ არაფერში მჭირდება მის. მე თქვენი დახმარება მინდა...
თვალებში შევხედე და არ მატყუებდა. ამიტომ დავთანხმდი. მანაც ხელი გადამხვია და თავის მანქანაში ამიყვანა...
Tumblr_mbsrcfaxcu1qez43mo1_500_large
მსგავს ადგილას არასდროს ვყოფილვარ... რა თქმა უნდა ვმჯდარვარ მანქანაში,თუმცა არა ასეთში. აქ ტელევიზორი იყო,ნაყინის ჩამოსასხმელი და კიდევ უამრავი რამ... 
ბიჭი კი-იღიმოდა და თბილად მექცეოდა. 
ბოლოს კი-თავისთან ამიკყვანა სახლში და ცალკე ოთახი გამომიყო. 
ყოველდღე მოსამსახურეები მემსახურებოდნენ,დეივიდი კი კვლავ თბილად მექცეოდა. ჩემთნ არც კი იწვა და საერთოდ არ მიყენებდა. მე კი ის მომწონდა და მისი მადლიერი ვიყავი. 
მან მე ყველანაირად დამხვეწა-მასწავლა მანერები,გამალამაზა და მართლა ქალღმერთად მაქცია. 
ვღებულობდი უამრავ ფოტოსესიებში მონაწილეობას,რაც დეივიდის დამსახურება იყო რადგან იგი თურმე საკმაოდ გავლენიანი ადამიანი ყოფილა.
Actress-emotion-cute-fashion-photography-favim.com-467329_large
მე ის ძალიან შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი. 1 თვის შემდეგ კი სიყვარულში გამომიტყდა და ცოლობა მთხოვა,რაზეც მე რა თქმა უნდა დაუფიქრებლად დავთანხმდი. 
ყველაზე ბედნიერი ვიყავი! ყველა ადამიანი მე შემომნატროდა ბედს. დეივიდი ყველაზე თბილი არსება იყო და  ერთი სული გვქონდა ფეხმძიმედ როდის ვიქნებოდი,რადგან ბავშვი გვყოლოდა... 
მეც ძალიან ცნობილი ადამიანი გავხდი და უამრავ შოუში მიწევდა გამოსვლა,არა-დეივიდის კარიერაზე,არამედ უკვე ჩემსაზეც რაც მე ძალიან მახარებდა.
Tumblr_mjtf2dbdkf1s45ftzo1_500_large
მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნებოდი... 
უამრავ საჩუქრებს მჩუქნიდა და მანებივრებდა. სულ ერთად ვიყავით,ყველგან... ბოლოს კი ორსულად ავღმოჩნდი და მეცხრე ცაზე დავფრინავდით. 
540990_434126756669101_2080136007_n_large
ბავშვის ოთახს ვაწყობდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა,სანამ დეივიდი არ მოკლეს!
ძალიან ცუდად ვიყავი... მას მტერი საერთოდ არ ჰყავდა,რადგან უკეთილშობილესი იყო...
ყველას ეხმარებოდა და არაერთი თავშესაფარი ჰქონდა გახსნილი. მისმა სიკვდილმა ყველა შოკში ჩაგვაგდო. მე კი-იმდენად ვინერვიულე,კინაღამ მუცელი მომეშალა.იმ დროს 3 თვის ვიყავი...
ხალხი ამბობდა რომ მე მოვკალი,რაც რა თქმა უნდა სიმართლე არ იყო. დეივიდის მთელი ქონება მე დამრჩა,თუმცა რაში მჭირდებოდა?! 
ის მე ყველაზე მეტად მიყვარდა და მე მისი ქონება არაფრად მიმაჩნდა... 
გადავწყვიტე შური მეძიებინა!!! 
დავიქირავე რამოდენიმე გამომძიებელი და გავარკვიე თუ ვინ მოკლა ის. 
ეს ცნობილი მსახიობი-ბრედ პიტი იყო. მისგან ამას არ მოველოდი,რადგან მეც და დეივიდიც მის ოჯახთან ძალიან ვმეგობრობდით. თუმცა მე მის საფლავზე დავიფიცე რომ დეივიდის მკვლელს არ ვაცოცხლებდი და ასეც ვიზამდი. 
ღამით 4 საათზე გავიღვიძე და სპორტულად ჩავიცვი.  ბრედს არ დროს არ ეძინა ხოლმე. მასთან სახლში წავედი და მძიმედ ვსუნთქავდი. იარაღი-ჯიბეში მქონდა დამალული. სახე კი არ მქონდა დამალული,რადგან მინდოდა რომ მას ვეცნე და ჩემთვის აეხსნა. 
სახლის კარი ღია იყო და მეც პირდაპირ გავაღე. საძინებელში მხოლოდ ბრედი და მისი ცოლი ანჯელინა იყვნენ,მეტი არავინ... 
მთელ სახლში მათ გარდა არავინ ცხოვრობდა რაც მე ძალიან მაწყობდა. 
მათი ოთახის კარებზე დავაკაკუნე და გამიღეს. როგორც ჩანს ხელი შევუშალე.
Tumblr_m6ijnsrbne1r0ggnro1_500_large
-ვანესა? როგორ ხარ?-ჩემს გადასაკოცნად გამოიწია ანჯელინა.
-რამ შეგაწუხა ამ შუა ღამით?-უკმაყოფილოდ თქვა ბრედმა.
-ორივემ ძალიან კარგად იცით!  რა დაგიშავა დეივიდმა?-ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი. 
მის ხსენებაზე ორივეს სახე შეეცვალათ...
-ის ხელს მიშლიდა!-თქვა ბრედმა. 
-და ამიტომ უნდა მოგეკლა? მე ორსულად ვარ იცი? როგორ შეძელით? 
-დაწყნარდი,აგიხსნი...
-შენ ვერაფერს ამიხსნი! ვერც შენ და ვერც შენი ძუკნა ცოლი! თქვენ მე ქმარი მომიკალით და მას ვეღარ გააცოცხლებთ! -ვთქვი და იარაღი ამოვიღე.
-რას აკეთებ? შეჩერდი ვანესა! 
-იმას რაც თქვენ გააკეთეთ -ვთქვი და ვისროლე! 
არ ვიცი ეს როგორ შევძელი მაგრამ ბრედი მოკვდა... ანჯელინას სახეზე ფერი აღარ ედო,კიოდა. მე კი რეაქცია არ მქონდა. 
-იცოდე ყველაფერს გაზღვევინებ ვანესა , ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს !!! -დამარცვლა მან.
-ეს არ უნდა გეთქვა,მშვიდობით!-ვთვი და მასაც სულ გავაფრთხობინე.
Tumblr_mg0ncyx0zb1qdqz7wo1_500_large
მათი გვამები გადავმალე და კამერის მიერ გადაღებული ვიდეოები წავშალე. ჩემზე ეჭვს უსაფუძვლოდ ვერ მოიტანდნენ,ასე რომ მე აღარაფერი მიჭირდა...
თუმცა მე მაინც მკვლელი ვარ... !! 
მერე რა რომ ორი ადამიანი მოვკალი,მაინც მოვკალი!! 
თუმცა ამას არ ვნანობ და არც ვინანებ.
და იცი რა?! თუ ენას კბილს არ დააჭერ და ჩამიშვებ შენც მოგკლავ...
ასე რომ მიფრთხილდი! 
XoXoYourNessa
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 804 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5

(2013-04-05 10:11 PM)
* 5 Diva♔   [Entry]
Dzalian kargi iyo ♥