მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » I cared too much, you didn't care enough.
12:20 PM
I cared too much, you didn't care enough.
როგორც იქნა ბოლო გაკვეთილიც მოვიდა და ზარი დაირეკა, დღეს არაფერი ჩატარდა. 
ჩემი და გავაფრთხილე რომ ტყეში მივდოდი ბავშვებთან ერთად და წასასვლელად გავემზადე
- აბა ყველამ მანქანაში თქვენი ადგილები დაიკავეთ და წავედით (ემი)
10-15 წუთში ყველაფერი მზად იყო, მანქანაში დავსხედით და წავედით ტყის დასაპყრობად 
გზაში ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. ერთ საათში უკვე ტყის 
კიდეზე ვიყავით,,
- განაწილდით და საქმეები დაინაწილეთ, ჩვენ კარავს გავშლით. (ემი)
ემიმ კარავი ამოიღო 3 უზარმაზარი კარავი ძლივს გავშალეთ, ვეღარ ვსუნთქავდით
ისე დავიღალეთ ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ და მორები მოიტანეს ცეცხლის ასანთებად
გოგოებმა საკვები მარაგი მოვიმარაგეთ და მორზე დავალაგეთ ყველაფერი, შემდეგ 
ცეცხლი ავანთეთ და დაღლილები შემოვუსხედით აგიზგიზებულ კოცონს
- იცით რომ ამ ადგილას ადრე სისხლი იღვრებოდა? (ჯორჯი - ერთერთი მოსწავლე)
- ოჰ კაი რა, ყველგან იღვრებოდა ( ემი)
- არა. არა ეს განსაკუთრებული ადგილია.
- და რითი? 
- მოვყვე?
- ხოო მიდი დაიწყე - მე

image

- მოკლედ, ამ ადგილას ადრე, ცივსისხლიანი ხალხი ცხოვრობდა
ამბობდნენ რომ ამ ტყის ქვემოთ უზარმაზარი განძი იმალება
ოღონდ არა ოქრო და ფული. ამ ტყის ქვემოთ მათი რაღაც ჯადოქრული
წინასწარმეტყველური წიგნი იმალება
წიგნის თანახმად რომელი ტომიც იპოვიდა, ისინი სულით დახსნილები იქნებოდნენ 
ამასობაში წარმოიქმნა პრობლემა, წიგნის საპოვნელად ორი ტომი იბრძოდა
ორივე უძლიერესი, ისინი ერთმანეთს არ ინდობდნენ 
და გულმოწყალედ ხოცავდნენ ყველას, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს
წინასწარმეტყველებით ჯადოქარმა ორივე ტომი დაწყევლა
და ერთმანეთის მტრობა მიუსაჯა, დაზუსტებით არავინ იცის მაგრამ 
ძალიან ბევრი ვინც აქ დარჩენილა, ღამით საშინელმა ხმებმა გამოუღვიძებია
ეს ხმები მიწის ფსკერიდან მოდიოდა, თითქოს მკვდრის სულები ყვიროდნენ 
ამ საკითხს მეცნიერები და ისტორიკოსები იკვლევდნენ 
და აღმოაჩინეს რომ, აქ მართლაც ცხოვრობდნენ ტომები, მაგრამ სახელმწიფოს წარმოქმნებს
მდიდარი და ღარიბი ფენების გაჩენას, მათი გაქრობა ანუ აორთქლებაც მოყვა
დღეს არავინ იცის საიდან მოვიდნენ ან სად წავიდნენ ისინი!
- ერთი შენ ეს მითხარი ჭკუისკოლოფო, საიდან მოიტანე ეს ამბავი? (ემი)
- ინტერნეტი, კომიქსები სავსეა ამ ამბით
- რა სისულელეა, ცდილობ რომ შეგვაშინო არა? (მე)


- არა, არ ვცდილობ, ეს სიმართლეა, 
- ჰო აბა რა ( ახლა უკვე ყველა ახმაურდა)
- კარგით რა მოდით დავწვეთ, თორე აცივდა და კოცონით ქრება, შიგნით ვილაპარაკოთ (ემი)
- მოკლედ, ესე ვქნათ ბიჭები ერთად, გოგოები ერთად მოსულა?  (მე)
ყველა დამეთანხმა, იქაურობა ავალაგეთ, უფროსწორად
ნაჭამი რაც იყო პარკში ჩავალაგეთ, და კარავებში შევედით
- ნინა. დამიძახა ენიმ
- ხო?
- გჯერა?
- არა, კაი რა. შენ?
- არც მე,, სულელია რა :)


აღმოჩნდა რომ არავინ არ დაუჯერა ჯორჯს, თუმცა ვინ იცის მომავალი რას გვიმზადებს
კარავში ვინც ვიყავით ყველა საძილე ტომრებშ ჩავწექით, ჩავიცვით. 
ეტყობოდა ბიჭებსაც დაეძინათ რადგან ხმაური არ გამოდიოდა,, თანაც დაღლილებიც ვიყავით
ძილის წინ როგორც ყოველთვის აიპოდი ამოვიღე და სიმღერებს ვუსმენდი
როგორც იქნა ჩამეძინა. თუმცა ჯობდა არც დამეძინა


დილით როცა გავიღვიძე. კარავში სრულიად მარტო ვიყავი, თითქოს იქ არც არავინ არ ყოფილა
გარეთ გავედი, 
- ღადაობთ? რა ჯანდაბაა

image

დიდხანს ვეძებე ისინი, მაგრამ ამ ადგილს არაფერი არ ეტყობოდა 
რომ წინა დღეს აქ ხალხი იყო. მაგრამ მე? მე საიდან აღმოვჩნდებოდი აქ? 


მოკლედ დიდი უბედურებით აბობღდა 10 კომენტარზე, და გადავწყვიტე მეორე თავი დამედო
პირველში არ იყო მოვლენები ისე როგორც მსურდა, ამიტომაც ეხლა გაიგებთ ყველაფერს
რაც მოთხრობასთან არის კავშირში იმედია დააკომენტარებთ <33 
კატეგორია: Book | ნანახია: 1284 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10

(2013-01-06 11:33 PM)


აქ რა საყვარელიააა