მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » I cared too much, you didn't care enough.
10:47 PM
I cared too much, you didn't care enough.
უცბად კვამლი დატრიალდა,, კვამლი მთიდან მოდიოდა
- რა ხდება მთაზე?
- არაფერი, ასე რომ ვთქვათ ვერთობი ) 


- კარგი მაგრამ როგორ?
- დამშვიდდი ეს შენი საქმე არ არის.
იმ ადგილს გავეცალე. დასაძინებლად წავედი მინდოდა დავმშვიდებულიყავი 
და არაფერზე მეფიქრა თუმცა ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა ძნელი იყო, ღამის 3 საათზე ძლივს ჩამეძინა
7 საათზე კი როგორც ყოველთვის საშინელი ხმაური იყო და მხოლოდ ახლა გავააანალიზე რომ ეს სპეციალურად ხდებოდა
- რა ხდებაა ? გავვარდი ოთახიდან
- მოემზადე უნდა ივარჯიშო
ჩავიცვი და მოვემზადე თუმცა მომზადებაც გადაჭარბებული ნათქვამი იყო. მთაზე ავედით ისევ და ბრძოლა შედგა :დ
დღეს უკვე კარგად გამომდიოდა და ნელ ნელა ბრძოლის ყიჟინაც მემატებოდა


..... 

1 თვის შემდეგ 

.....

თითქმის 1 თვე გავიდა რაც აქ ვარ ^ არ ვიცი რისთვის მაგრამ დღეს ვემზადებით განსაკუთრებით 
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეათე საუკუნეში ვიყავი და უნდა მებრძოლა ჩემი ხალხისთვის რადგან მტერს დღეს ველოდებოდით
ეტყობა ელენაც ვერ იძინებდა და გარეთ იჯდა ჩაფიქრებული: 
- რაზე ფიქრობ?
- ამ დღეებზე, არ ვიცი რა მოხდება და ვინ გადარჩება მაგრამ მჯერა რომ ხალხი უნდა დავიცვა
- რომ გამოგიტყდე მგონია რომ ისტორიულ პერიოდში მოვხვდი.,აი მაშინ ომები რომ იყო. თუ გაგიგია შენ
- რადგან დღეს აქ ვარ არ ნიშნავს იმას რომ მე არ მქონია ბავშვობა და განათლება და სკოლაში არ დავდიოდი. უბრალოდ 
შენ ვერ გაიგებ ამ ყველაფერს
- შეგიძლია ჩემს მშობლებზე მომიყვე?
- ისინი აქ დიდი ხანი იყვნენ. მახსოვს მხოლოდ ეს რომ ჩვენი ოჯახები კარგად იყვნენ და შემდეგ...
- შემდეგ?
- შემდეგ რამოდენიმე ჩემთვის დღემდე უცნობმა ხალხლმა მშობლები დამიხოცეს. მე კი დედაშენმა ერთ ხეზე დამმალა. მისი თქმით
ეს ყველაზე უსაფრთხო ხე იყო. წესით შემდეგ უნდა მოსულიყო მაგრამ იმ ხიდან არავინ ჩამომიყვანა, მახსოვს მოხუცი ქალი მოვიდა
და მან გადამარჩინა ასევე ვიცი რომ შენი მშობლები გაუჩინარდნენ, მეტი არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მე
წარსულით არ ვცხოვრობ მინდა მქონდეს მომავალი როგორც შენ გაქვს, და როგორც ყველას 


- რა მომავალი მაქვს თუ კი აქ ვიქნები??
- ბრძოლის შემდეგ თუ ცოცხლები გადავრჩებით შეგიძლია.. 
სიტყვა ვერ დაამთავრა ელენამ რომ ბრძოლა დაიწყო. გავაანალიზე რომ ხრიკს მიმართეს და ღამით
დაგვესხნენ თავს, ელენამ ყველა გააღვიძა. თუმცა დიდ თეთრ მუხასთან მყოფი მცველები
უკვე ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მოვემზადე და გარეთ გამოვედი. ყველაფერი ცეცხლში იყო გართული უცბად უკნიდან 
ვიღაცამ მომიჭირა მაგრამ ხმალი მოვიქნიე და სული გავაფრთხობინე. აი ამ მომენტში ყველაფერი დამთავრდა, ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს, ხეებმა შრიალი. სამყარო გაჩერდა, სუნთქვა შემეკრა და თვალებში დამიბნელდა, მხოლოდ ახლა გავაანალიზე
რომ ადამიანი მოვკალი, არ მეგონა ეს ამდენად რთული თუ იყო. თითქოს ამ უცნობთან ერთად გონება მეც დავკარგე. 
მიმოვიხედე და ჩემთან არავინ არ იყო ახლოს. ცრემლები ღაპა ღუპით მომდიოდა და მეზიზღებოდა ჩემი თავი
გონებააბნეულმა ერთ ადგილს მივაგენი როგორც კი შიგნით შევედი, გავოგნდი.
აქ იყვნენ ჩემი მეგობრები. კარავი და ყველაფერი აქ იყო უცვლელად. კარავში შევიხედე და ყველას ეძინა
მაგრამ აქ ჯერ თენდებოდა. ვერ ვხვდებოდი ამ ფაქტის ახსნას.. უცბად ელენა მოვიდა
- თუ გინდა დარჩი. ამის თქმას ვცდილობდი რომ თუ გავიმარჯვებდით შენც წახვიდოდი აქედან
- ,,,
- თუ გინდა დარჩი, მართლა გეუბნები. უფროსწორად დარჩი შეგიძლია აქ იყო. ( ელენა გაბრუნდა და წავიდა მე კი მივხვდი რომ გგასაჭირში არ უნდა მიმეტოვებინა და ამდენი ხსნის წვალება წყალში არ უნდა ჩამეყარა. )
- მოიცადე მოვდივარ და მეც ვიბრძოლებ
- (ენა ჩაუვარდა და ძლივს ამოილუღლუღა) კარგი წამოდი. 


მას გავყევი და ბრძოლას შევუერთდი. არ მჯეროდა რომ ამდენი ადამიანი დავხოცე ასე მარტივად
ასე ადვილად და ასე სწრაფად. მეშინოდა ოღონდ ჩემი თავის მაგრამ არაფერს ვაღიარებდი თუნდაც შიშს. 
ყველაფერი მარტივად დამთავრდა, ირგვლივ უამრავი მკვდარი იყო. 
არ ვიცოდი ჩვენიანები სად იყვნენ, გონება არეული მქონდა. 
ელენა მიღიმოდა მაგრამ თვალები ამეწვა მაშინ როცა მასთან ვიღაც მივიდა და დანა ჩაარტყა. 
ელენა გამოიწია და დანა ხელში მოხვდა, უმალ მივედი და რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთე. 
- Die Bitch Die!!! 
ბოლო ხმაზე ვიყვირე და უცნობს თავი გავუპე. 
ირგვლივ სისხლის გუბე იდგა, დაჭრილი ელენა ადგა, მოვიდა ჩემთან და მითხრა
- მადლობელი ვარ რომ დამეხმარე, დროა წახვიდე. არაფერი თქვა შეტრიალდი და წადი
დავიბენი და ის გავაკეთე რაც მან მითხრა. 
 

გავედი გარეთ მეგობრებთან რომლებსაც ეძინათ, მხოლოდ ახლა მივხვდი რომ აქ, ჩემს ნამდვილ
სამყაროში ერთი დღეც არ გასულიყო ჩემი გმირობებიდან. 
ცეცხლი ავანთე და კარავთან დავჯექი არ ვიცი 1 წამში რამდენმა აზრმა გამიელვა.
ბოლოს ლოდინით დაღლილმა დავიყვირე
- ადექით, რამდენი ხანი გძინავთ ამდენ ხანში შეიძლება ზოგს ომი მოეგო, ზოგი კი დაღუპულიყო თქვენ კი გძინავთ
ამასობაში ყველა გამოვიდა ერთი კითხვით
- რა ხდება რა გაყვირებს?? სისხლიანი რატომ ხარ?
- არაფერი უბრალოდ მომენატრეთ, ააბარგეთ ყველაფერი და მივფრინავთ, ხო დღეს მივფრინავთ მარადისობის ქვეყანაში 
თან გიჟივით მეცინებოდა მხოლოდ ახლა ვაფასებდი დროს და ვგრძნობდი ჩიტივით თავისუფლებას 

image



 არ იყო ისეთი როგორიც მე მინდოდა ;დ იმიტომ რომ ერთ დღეს მომივიდა მთლიანად იდეა და მერე უცბად
გადმავიწყდა და მუზაც გამიფრინდა ^^ :დ მაგრამ აღიარეთ რომ ესეთი ჟანრი მაინც არცერთი მოთხრობა არაა :დ
ილუზია ფანტასტიკა და ომი :დ
კატეგორია: Book | ნანახია: 1013 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-01-23 11:08 PM)
* 7 queen♥M   [Entry]
dzaan kai iyo ))
me is ver gaviazre rom dasrulda ;dd
daiwye axali motxroba ))