მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » I'm Killer
11:07 AM
I'm Killer
2001 წლის 19 თებერვალი – ეს არის თარიღი, როცა ნიუ იორკში დაიბადა გოგონა სახელად ემა ...
2001 წლის 19 თებერვალი – ეს არის თარიღი, როცა დედამიწას სიმშვიდე წაერთვა ...
2001 წლის 19 თებერვალი – ეს არის თარიღი, როდესაც ადამიანმა პირველად წარმოთქვა სიტყვა "მიშველეთ" ..
ყველაფერი კი ასე დაიწყო ... სწორედ 2001 წლის 19 თებერვალს ნიუ იორკის ერთ–ერთ სამშობიაროში დაიბადა გოგონა სახელად ემა. მისი აღწერა ძალიან მიჭირს, რადგან ბავშვოიბაში ის საოცრად .. საოცრადდ მახინჯი იყო .. რომ დაიბადა თმები არ ჰქონდა, თავზე კი უმსხვილესი წითელი ფერის კაპილარი ჰქონდა ამოღრმავებული .. ხელებიც წითელი ჰქონდა, და ფეხებიც, ტანზე მიცვალებულის ფერი ედო .. სიწითლე სხვაგან არსად ამჩნდა, მშობლის სისხლიც კი.. დედამისს მასზე უარი არ უთქვამს, მაგრამ არ უნდოდა მისი გაზრდა ............ ამიტომ 2005 წლის 19 თებერვალს, როცა გოგონა 4 წლის გახდა, უღრან ტყეში დატოვა...და ეს გოგონა მე ვარ, ამჟამად სახელი გადავირქვი და ანამარია მქვია, ჩემს თავს ანის ვეძახი, მაგრამ "ისინი" მარიას მიწოდებენ.. "მათში" კი ვგულისხმობ იმათ, ვისიც ადამიანების უმეტესობას ძალიან ეშინიათ.. მიცვალებულების .. თუმცა ისინი არ არიან ბუნებრივი სიკვდილით დაღუპულები, ან თუნდაც რომელიმე ცნობილი მკვლელის მოკლულები.. ისინი მე მოვკალი .. 4 წლის ბავშვმა ... დიახ, დიახ, პირველად ადამიანი 4 წლისამ მოვკალი, როცა ძალიან მშიოდა ..
უღრან ტყეში მარტოდმარტო დავიარებოდი ... მშიოდა, სადაც იყო მოვკვდებოდი.. ჩემი კაპილარი თავზე უფრო და უფრო დიდდებოდა, მშიოდა, ყველაფერი მტკიოდა, სიარული ძალიან მიჭირდა ... თანაც სულ რაღაც 4 წლის, სულ რაღაც 4 წლის უცოდველი კრავი ვიყავი ... შორიდან გამაყრუებელი კივილის ხმა შემომესმა.. ხმას მივყვებოდი, არ ვიცოდი სად, მაგრამ მივდიოდი.. ვერ ვხვდებოდი, როგორ, მაგრამ ძალა მემატებოდა, თითქოს ვიპოვე ის, რისთვისაც ამდენ ხანს დავიარებოდი .. წინ პატარა ქოხი გამოჩნდა, ყველაფერი წითლად ელვარებდა და სისხლით იყო მოთხვრილი არემარე .. თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, გარშემო ახალშობილების მთელი არმია იყო ..
– ოჰ ეს გარდაცვლილები – გავიფიქრე, ისე ვმოქმედებდი, თითქოს 4 კი არა 25 წლის ვყოფილიყავი .. 
ქოხში შევედი და დავინახე .. ჩემი უფროსი და – სტეფანი..
– ემა.. როგორ გელოდი ჩემო ლამაზო – გაიძახდა და თან ჩემკენ მოიწევდა
– აქ რა გინდა? 
– შენ გამო, დიახ დიახ, შენ გამო ვარ აქ.... შენი სიმახინჯის გამო!!
– მე რა შუაში ვარ??
– შუაში კი არა, თავში ხარ..
– მაგრამ...
– არავითარი მაგრამ! – გამაჩუმა – შენს სიცოცხლეს დღეს ბოლო მოეღება..
– თუ ხვდები მაინც რას ლაპარაკობ??
– რათქმაუნდა – თქვა და მომვარდა, ტანზე დამახტა და წამაქცია, მე არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუკბინე.. ვტიროდი, მაგრამ ცრემლების ნაცვლად თვალებიდან სისხლი მომდიოდა.. ძალა უფრო და უფრო მემატებოდა... ვხვდებოდი, რომ ეს უნდა გამეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის ვიყავი .. მე ჩემი და შევჭამე, შევჭამე და იცით როგორ? მთელი არსებით!!!
ახლა 26 წლის ვარ და ამჭამად 865 ადამიანი მყავს მოკლული, ამათგან 168 ვაწამე, 55 უბრალოდ მოვკალი, 186 წყალში დავახრჩვე და ზვიგენებს მივუგდე საჭმელად, ხოლო დანარჩენი 456 შევჭამე, და იცით როგორ? მთელი არსებით!!
დიახ, მე მკვლელი ვარ, ჩემი არსებობის შესახებ მსხვერპლების გარდა არავინ იცის, მაგრამ დადგება დრო, როცა მთელი მსოფლიო იზანზარებს ჩემი შიშით!!!
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1078 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 5

(2013-04-06 11:47 PM)
წარმატებეიი <33