3:26 PM I'm Not Blind! | |
I'm Not Blind! ეს ჩანახატი შარშან დავწერე და ახლა ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით აღმოვაჩინე ამიტომ მეც თქვენთან ერთად ვკითხულობ როგორც მახსოვს ერთ-ერთი პირველი ჩანახატია და ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ -მივედით?-ჰკითხა ანამ თავის მეგობარს,მარიას. -არა ჯერ..ახლა მაღაზიასთან ვართ,აქ დამელოდე,საქმე მაქვს და მალე გამოვალ კარგი? -კარგი.-გაიღიმა ანამ. მარიამაც გაუღიმა,მაგრამ ანამ ვერ დაინახა... უბრალოდ იგრძნო! ქუჩაში ხალხი,ტრანსპორტი,ყველაფერიც ერთმანეთში ირეოდა,მაგრამ ანა მათ ვერ ხედავდა... უბრალოდ გრძნობდა! ხალხთა უმრავლესობა ,ანას გამოხედავდა ხოლმე კეთილი და ამავე დროს სევდიანი ღიმილით; ანა ვერც მათ ხედავდა... იგი უბრალოდ იდგა შუა ქუჩაში და ცდილობდა წარმოედგინა როგორი მდგომარეობა იყო მის გარშემო; ბევრი ხალხი,ტრანსპორტი,შენობები... ეს ანამ ზუსტად იცოდა,მაგრამ როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი ეს?! გოგონას გულზე სევდა მოაწვა,მაგრამ არ ატირდა! ალბათ იგი ამ ამბავს უკვე მიჩვეული იყო... სიმართლე გითრათ,მას არც თავიდან უჭირდა; რატომ? ეს მის გარდა არავინ იცოდა! იქნებ იმიტომ,რომ მას კიდევ ჰქონდა იმედი,კვლავ იხილავდა თავის საყვარელ ადამიანებს,დაემშვიდებოდა უკუნით სიბნელეს და სინათლეს კვლავ შეხვდებოდა? იქნებ იგი უბრალოდ მადლობელი იყო,რომ ცოცხლობდა და თვალისჩინი მისვის არაფერს ნიშნავდა? იქნებ მისთვის მთავარი მხოლოდ ახლობლების კეთილდღეობა იყო და თავისის თავი არაფერი იყო? --იდგა ანა შუა ქუჩაში,მარიას ელოდებოდა,და ყველანაირად ცდიობდა ძველი მოგონებებით გაეცოცხლეინა გონებაში ადგილი,სადაც ის იყო... მის წინ ალბათ ის პატარა ქანდაკება იდგა,სადაც იგი ბავშვობაში ხშირად თამაშობდა... უცებ ანას რაღაც გაახსენდა და მწარე რეალობა მის გონებაში ბავშვობის ტკბილმა მოგონებამ შეცვალა; -ანა,მოდი აქ,უნდა ჩაგეხუტო!-თითქოსქანდაკებასთან დედა იდგა და ეძახდა. ანა წინ გაემართა;მიდიოდა შეუჩერებლივ,დარწმუნებული,რომ დედას ხედავდა. უცებ მან იგრძნო რომ რაღაცას,ვიღაცას შეეჯახა! -წინ იყურე,რა გჭირს,ბრმა ხარ?! გაისმა შეწუხებული,გაღიზიანებული ბიჭის ხმა.,და ამ ხმამ ანა რეალობაში დააბრუნა. -მაპატიეთ,-ამოილაპარაკა დარცხვენილმა გოგონამ და წინ გაიხედა. -არაუშავს,-ძლივ ამოილაპარაკა ბიჭმა,რადგან მანშენიშნა გრძელი ჯოხი ანას ხელებში.-რა გქვია? ჰკითხა და სახეზე შეხედა. თოვლივით თეთრი,ქერათმიანი,მსხვილტუჩება,მაწვანეთვალება "ანგელოზი"-აი,რაც ბიჭმა დაინახა. ყველაზე დასამხსოვრებელი გოგონაში დიდი,აწყლიანებული მწვანე თვალები იყო,რომელიც თითქოს ბიჭს უყურებდა,თუმცა სინამდვილეში სადღაც შორს,მთელი სამყაროს მიღმა იცქირებოდა... -ანა,-თქვა "ანგელოზმა" და გაიღიმა,-შენ? -სანდრო,სასიამოვნოა!-ბიჭმა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად თუმცა მიხვდა რასაც აკეთებდა და კვლავ ჩამოუშვა. "ეს უნდა იყოს უსინათლო და მე არა?!" გაიფიქრა სანდრომ და მობოდიშება დაუწყო: -იცი,ბოდიშს ჩემი თავხედობისთვის... -ანა!-გაისმა ამდროს შეშფოთებული ხმა,-აი თურმე სად ყოფილხარ,ხომ გთხოვე დამელოდე თქო! -მაპატიე,მარია! არ ვიცი რა დამემართა...საით დგეხარ? მოდი აქ,-გოგონამ ხელი წინ გაიშვირა და როცა მეგობარი შეეხო გაიღიმა. მარამაც გაუღიმა და ჩაეხუტა. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ! ასე აღარ მანერვიულო გთხოვ! -გპირდები,ეს აღარ განმეორდება...ისე,რა იყიდე? გაეცინა ანას. -ტკბილეული და ლიმონათი. -ჩიფსებიც? -უიი,დამავიწყდა! -აუუ მიდი იყიდე რაა,ხომ იცი როგორ მიყვარს! -კარგი,-გაიღიმა,-ოღონდ აქ იყავი და არ წხვიდე. ანამ თავი დაუქნია და მარიაც წავიდა. -იცი,-წამოიწყო 'ანგელოზმა'-ჩიფსები მართლა მიყვარს,მაგრამ მაირა სულ სხვა მიზნით გავგზავნე; შენთვის რარაცის თქმა მინდა..რომ დაგეჯახე,შენ მკითხე "რა დაგემართა,ბრმა ხარო?!". თავიდან არ გიპასუხე,მაგრამ ახლა გეტყვი...არა!მე ბრმა არ ვარ,მე უბრალოდ დავიღალე ამუსამართლო ხალხის ყურებით,დავიღალე ამ ეგოისტთა ბანდის ცქერით! როცა წაიქცევი,არავინ არ აგაყენებს,როცა ყველა ზურგს შეგაქცევს,არავინ არ მობრუნდება,შუა ქუჩაში რომ კვდებოდე,ზედაც არ შემოგხედავენ! დავიღალე,მომბეზრდა იმ ხალხის ყურება,რომელთაც 5 თეთრიც კი ენანებათ იმ ბავშვებისთვის,რომლებიც ღამეებს თეთრად,შუა ქუჩაში ატარებენ! ..და ერთხელ ვცადე,დავხუჭე თვალები და საშნლად მესიმოვნა! დავხუჭე თვალები და მათი გახელის სურვილი აღარ მქონია! დავხუჭე თვალები და უკუნითი სიბნელე შემიყვარდა სინათლის ნაცვლად! მე არ ვარ ბრმა! მე ხვედავ საყვარელ ხალხს,და მეტი არაფერი მინდა...-ამ სიტყვებით ანა მოურიდებლად სახეზე შეეხო სანდროს,მოსინჯა მისი ნაკვთები და გონებაში მისი სახე წარმოიდგინა. ამდროს მარია დაბრუნდა და ანა წაიყვანა. -ჰეი,ანა!-დაუძახა მთელი 10 ნაბიჟით ჩამორჩენილა ბიჭმა.-მე მხედავ? ანა ხმის გაგონებაზე მექანიკურად მოტრიალდა და უთხრა: -კი,სანდრო შენ გხედავ...მე არ ვარ ბრმა! | |
|
სულ კომენტარები: 8 | |
|