მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » იან სომერჰალდერ
1:24 PM
იან სომერჰალდერ

Ian Somerhalder
ფაქტები/ბიოგრაფია/სურათები
დამიკომენტარეთ











იან სომერჰალდერ

იანის სრული სახელია იან ჯოზეფ სომერჰალდერი,

იგი დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, იყო მასაჟისტი და თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი.

მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა Dolce & Gabbana,Gucci,Versace და სხვა.

17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები, ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.


2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.

2009 წლის ივნისშI იანი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.

2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.

2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ამჟამად დანიშნულია კოლეგა ნინა დობრევზე,რომელიც ელენა გილბერტის როლს ასრულებს ვამპირის დღიურებში.







ძირითადი ფაქტები:

  • იანმა 10 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა,მუშაობდა კელვინ კლაინის,დოლჩე და გაბანას,გუჩის, ვერსაჩესა და გესისთვის.
  • ორი სეზონის განმავლობაში იყო გესის სახე.
  • მას არ უყვარს თავის სამოდელო კარიერაზე საუბარი რადგანაც ხალხის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ მისი როლები, იანის გამორჩეულად ლამაზი გარეგნობის დამსახურებაა.
  • თამაშობდა ფეხბურთს და კალათბურთს.
  • იანის და ნინა დობრევის წყვილი "ვამპირის დღიურებში" ფანების მიერ არჩეულ იქნა საუკეთესო ვამპირულ წყვილად ჰოლივუდის ისტორიაში, მათ გადაუსწრეს რობერტისა და კრისტენის წყვილსაც კი.
  • როდესაც ფილმ დაკარგულებში იანის გმირი ბუნი მოკვდა,იანი ხუთი წლის მანძილზე ეძებდა ახალ სამსახურს და მან მიიღო შემოთავაზება ვამპირის დღიურებში გადასაღებად.

     

  • მისი საყვარელი მსახიობია შონ პენი.
  • საყვარელი სასმელი თეთრი ღვინო.
  • ის არის პასიური მწეველი.
  • მისი შეყვარებული იყო პერის ჰილტონის და ნიკი ჰილტონი.
  • მისი მშობლები გაშორდნენ როდესაც იანი იყო ცამეტი წლის.

     
  • სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში.
  • მას არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა, რადგანაც იანი გადავიდა ევროპაში თავისი სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად.
  • იყო პირველი მსახიობი დაკარგულების ქასთინგზე რომელიც აირჩიეს გადარჩენილის როლში.







    შემოსული ხარ და ბარემ დააკომენტარე გთხოვ..:'(
  • კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1567 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 1

    (2013-01-19 2:32 PM)
    * 1 -N-BieBeR❤   [Entry]
    - Dzaannn KaiiiaaAaaa ❤