მთავარი » 2013 » მაისი » 7 » Ian Somerhalder
1:18 PM
Ian Somerhalder
ან ომერჰალდერი

|ბიოგრაფია||ფოტოები||ფაქტები||ანიმაციები|



ბიოგრაფია
იან ჯოსეფ სომერჰალდერი დაიბადა 8 დეკემბერ,1978 წელსლუიზიანაშიაშშ-ში. იგი არის ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.
იგი დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, იყო მასაჟისტი და თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი.

მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & GabbanaGucciVersaceEspritCalvin KleinGuess და სხვა.

17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.

2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.

2009 წლის ივნისშI იენი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.

2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.

2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მსახიობი თავის კოლეგებთან ქენდის აკოლასთან და მაიკლ ტრევინოსთან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Project, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.

იანმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იენ სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას.


ფაქტები

1) იანს ჰყავს უფროსი და (Robyn) და ძმა (Bob). მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც 13 წლის იყო.

2) 10 წლის ასაკში დედის დახმარებით იანი მოხვდა სამოდელო ბიზნესში და გაემგზავრნენ ნიუ იორკში.

3) ნავით სეირნობა, თევზაობა, ცხენებზე ჯირითი, მისი საყვარელი გასართობი საშუალებები იყო ბავშობაში.

4) სკოლა მიატოვა, ევროპაში სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად.

5) ნიკაპზე აქვს პატარა შრამი.

6) 10 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად შოულობდა ფულს მოდელობით.

7) დედამ სახელი ცნობილი ჯეიმს ბონდის საგის ავტორის Ian Fleming საპატივცემულოდ დაარქვა.

8) არ აქვს ნანახი Twilight Saga (არ მჯერა ;დ )

9) იანი დროთაგანმავლობაში კიდევ უფრო მეტ გულშემატკივრებს და ტიტულებს იძენს. მართალია ის ასე თუ ისე ცნობილი იყო სამოდელი კარიერით, თუმცა ნამდვილი აღიარება მოუტანა სერიალმა "ვამპირის დღიურები", რომელიც საკმაოდ უჩვეულო და სექსუალური ხასიათის მქონე დეიმონ სალვატორეს როლს ასრულებს. 

10) გიჟდება ცხოველებზე, ჰყავს საკუთარი ძაღლი.

11) მისი საყვარელი წიგნია - Milan Kundera - The Unbearable Lightness of Being

12) საყვარელი სიმღერა - My morning Jacket – Wordless Chorus

P.S. გვირჩევს ყველამ მოვუსმინოთ "ეს არის რაღაც ისეთი...განსაკუთრებული" ამბობს ის.

13) ამბობს, რომ თაყვანისმცემლები მისი ერთი დიდი ოჯახია, რაც ცოტა არ იყოს აშინებს.

14) იანს ხელზე აქვს ტატუ ლათინური წარწერით hic et nunc, რაც ითარგმნება როგორც აქ და ახლა.

15) რომ არა მსახიობი აირჩევდა საზღვაო ბიოლოგის, მწერლის ან კიდევ სარეკლამო აგენტის პროფესიას.

16) სერიალში "Lost" ის იყო პირველი მსახიობი, რომელიც ეგრევე დაამტკიცეს Boone-ს როლზე.

17) ჟურნალმა People აღიარა 2010 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.

18) საყვარელი სასმელი - წითელი ღვინო.

19) თავისუფალ დროს უპირატესობას ანიჭებს: ოჯახთან ერთად შობის გატარებას, იოგას, ცხენით ჯირითს. მშვილდოსნობას, თოფით სროლას, ფეხბურთის, ბეისბოლის თამაშს და ველოსიპედით სეირნობას.

20) გარდატეხის ასაკში დაინტერესებული იყო ფილოსოფიით. 18 წლის ასაკში მას წაკითხული ქონდა უკვე მთლიანად ნიცშეს ტომეულები (13 ტომი). ის ამბობს, რომ ნიცშემ დიდი როლი ითამაშა მისი პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

21) პირველად გოგოს აკოცა მე-5 კლასში.

22) ციტატა მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან - "არ მიყვარს, როდესაც ხალხი თავის იდეებს მახვევს თავზე, მე თვითონაც საკმარისზე მეტი მაქვს, და როგორ მოვუყარო ყველაფერს ერთად თავი ის ვერ გამიგია".

23) იანი ავტოგრაფებს მხოლოდ ფურცლებზე არიგებს, მას შემდეგ, რაც მის ერთ-ერთ გულშემატკივარს მკერდზე დააწერა და რომლის მამაც შემდგომ მოკლვლით ემუქრებოდა.( ;დ )

24) ჰყავს კატა, რომელიც Lost-ის გადასაღები მოედნიდან წამოიყვანა.

25) "მე ავირჩიე მსახიობის პროფესია, რათა გამოვცადო საკუთარი თავი სხვაასხვა სფეროში, და მქონდეს საშუალება ვიცხოვრო მრავალფეროვანი ცხოვრებით... არა იმიტომ რომ ჩავიკეტო საკუთარ თავში, არამედ პირიქით გავიგო თუ ვინ ვარ სინამდვილეში" - ასე ხსნის იანი თავის პროფესიას

26) არ ისურვებდა ვამპირი დეიმონის ადგილას ყოფნას!

27) იანი ეხმარება საქველმოქმედო ფონდს Love Letters to the South, რომელიც მხარს უჭერს ქარიშხალით დაზარალებულ მოსახლეობას.

28) იანის ძარღვებში ინგლისური, ფრანგული და ირლანდიური სისხლი ჩქეფს.

29) 2005 წელს იანი დაკავდა ბოდიბილდინგით, რის შედეგადაც დაიყენა პრესი და კუნთები.

30) იანს გასინჯული აქვს ნამდვილი სისხლის გემო სერიალ True Blood-ის ქასთინგზე Jason Stackhouse-ის როლისთვის.

31) პირველად იანი გამოჩნდა ფილმ Black & White ეპიზოდურ როლში, რომლის კადრებიც შემდგომ მთლიანად ამოჭრეს( დამპლები ;დ ).

32) იანმა ჟარგონულად, რომ ვთქვათ, კინაღამ "გამაზა" დეიმონის ,როლი,, იმის გამო რომ ისვენებდა მეგობარ გოგონასთან ერთად, რომ არა მისი აგენტის მონდომება და დაჟინებული მოთხოვნა შეხვედრა შოუს წარმომადგენლებთან, ის დღეს ასეთი პოპულარული არ იქნებოდა( მის აგენტთან ვალში ვართ ;დ ).

33) იღებდა მონაწილეობას Master Card, Target Stores, Irish Spring & Levi's Jeans სარეკლამო რგოლებში.

34) საყვარელი ფერიფირუზისფერი.

35) ვამპირის დღიურების მსახიობებიდან იანს ყველაზე დიდი ჰონორარი აქვს. მას სერიალის 1 ეპიზოდისთვის 40000$ უხდიან.

36) მისი სიმაღლეა 177სმ.

37) ჟურნალ Cosmo-ს გამოკითხვით იანი 2011 წლის ყველაზე უშიშარ და მხიარულ მამაკაცად ითვლება.

38) იანმა შემთხვევით დაასახელა საკუთარი საცხოვრებელი მისამართი ტელე ეთერში.

39) აქვს სიგამხდრის კომპლექსი და თვლის, რომ საკვები მისთვის ზედმეტ პრობლემას არ წარმოადგენს.

40) იანი მართლაც, რომ ვამპირივით იქცევა - იქამდე შეუძლია უყუროს ადამიანს თვალებში სანამ არ გააკეთებინებს იმას რაც მას სურს.


ფოტოები

   

                       

. . .


ანიმაციები

 

 

                          

  


იმედია მოგეწონებათ. მართლა ძალიან ბევრი ვიწვალე და დამიფასეთ კომენტარებით ;დ 


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1557 | დაამატა: bellward | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-05-07 4:41 PM)
* 3 Lanaholic▲   [Entry]
chemi iani! yochag dzalian saintereso iyo