5:00 PM Ice Cream | |
ნაყინის შექმნის ისტორია. ნაყინის შექმნის უამრავლი ლეგენდა არსებობს აქედან ერთი იმპერატორ ნეონს უკავშირდება. მან თავის მსახურებს უბრძანა მთიდან ყინული ჩამოეტანათ და მისთვის ხილი დაემატებინათ. ადრეულ ხანაში ჩინელ იმპერატორსაც ჰქონდა ყინულის და რძის ნარევის მომზადების თავისი მეთოდი. ასე რომ ნაყინი ევროპაში ჩინეთიდან შემოიტანეს. მეორე ლეგენდის თანახმად აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ მარკო პოლომ ნუგბარის დასამზადებელი რეცეპტი ჩამოიტანა... ამ დროიდან მზარეულები საიდუმლოდ ინახავდნენ ნაყინის მომზადების რეცეპტს. 1647 წელს ტირსენმა გამოიგონა ორიგინალური რეცეპტი გაყიული ვანილიანი კრემი რომელიც რძისგან და ნაღებისგან მზადდებოდა. ამის შემდეგ ნაყინის რეცეპტი მუდმივად უმჯობესდებოდა. რუსეთში უძველესი დროიდან მიირთმევდნენ გაყინული რძის "ბურბუშელას". ციმბირის სოფლებში დღესაც ყინავენ რძეს. დროთა განმავლობაში იიტალიასა და საფრანგეთსიც შემოვიდა მოდაში ყინულის და რძის შარბათის დამზადება. რაც შეეხება პირველ სანაყინეს ის 1776 წელს ამერიკაში გაიხსნა. ფაქტები ნაყინზე. ✔ ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წელზე მეტია რაც არსებობს. ✔ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ნაყინს ადამიანის განკურნება შეეძლო. ✔ არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. ✔თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო. ✔ ნაყინი საფრანგეთში მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 1660 წელს გახდა. ✔ ჰავაიზე არის ხე-მცენარე სახელწოდებით "ნაყინის დიეტა", რომელისაც ვანილის ნაყინის გემო აქვს. ✔ დამტკიცებულია, რომ ნაყინს ადამიანები ყველაზე ხშირად კვირა დრეს მიირთმევენ. ✔ ნაყინის ჭამა რომ დაასრულოთ 50-ჯერ უნდა ალოკოთ იგი. ✔ ნაყინი განსაკუთრებით ამერიკელებს უყვართ. სურათები და ანიმაციები. სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ... | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|