მთავარი » 2013 » მაისი » 7 » იგივე – არაამქვეყნიურად.
8:32 PM
იგივე – არაამქვეყნიურად.

იგივე-არაამქვეყნიურად.

  


იგივე..
იგივე?! რა იგივე?! არც არაფერი..
სიცარიელე.. სიბნელე.. სიჩუმე..
ფიქრები! როგორც ყოველთვის.. უკვე ბანალურიც კი გახდა..
სულ ეს ფიქრები!
მეშინია.. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია…
ვიცი, მერე ისეთ რაღაცას ჩავიდენ, რაც უკვე ვინანე, და კიდევ ვინანებ!
არ მინდა.. მაგრამ მოგონებები მაწვება… ცრემლი.. სიყვარული … სიხარული… ცრემლი… ტკვილი… ღალატი… მოგონებად დარჩენილი სიყვარული… ისევ ცრემლი… ც რ ე მ ლ ი … ჩემი ერთადერთი, განუყოფელი მეგობარია.
დღესაც ესე, ტირილში და ძველი მოგონებებისადმი ტრფიალში ჩამეძინა.
დაწითლებული თვალები, დამძიმებული ქუთუთოები, დასერილი ხელები.. გაშმაგებული წვალება იარების დასამალად…
ყოველი დილა ერთნაირად იწყება..
ყოველი დღე ერთნაირად მთავრდება…
მსოფლიო სავსეა უსახურო, უგუნური სახეებით… არაფრისმთქმელი მზერით, რომ შემოგციცინებენ, ვითომდა შენი დახმარება უნდათ… ვითომდა შენი დახმარება შეეძლოთ…
მე მხოლოდ ერთი მიშველის..
ს ი კ ვ დ ი ლ ი!
დიახ, სიკვდილი… ნუთუ, მხოლოდ მას შეუძლია ამ ტკივილის შეჩერება? ამდენი წვალებისთვის ბოლოს მოღება?!
ტყუილად ვამძიმებ დედამიწას ჩემი უაზრო ფიქრებით… ისტორიებით… მოგონებებით… ჩანაწერებით…
წავალ! დიახ, წავალ..
ეხლა არა..
ჯერ არა..
ჯერ ადრეა..
გზა არარი..
ჯერ არ არი..
არც იქით..
არც აქეთ..
არც ზემოთ…
არც ქვემოთ…
აი ასე, უბრალოდ და მარტივად, არ არი!
უნდა გავაგრძელო სუნთქვა და უაზროდ ხეტიალი მიწაზე.
მაგრამ ჩემი სული.. ის … ის … წავიდა, დიახ! დიდი ხნის წინ წავიდა. იქ, ზემოთ, მასთან.. თავისუფლებას მიეცა… ბედნიერებას… ხორციელი კი აქ დატოვა…
მეც წავალ…დიახ, წავალ..
ოღონდ ეხლა არა..
ჯერ არა..
ჯერ ადრეა..



კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 773 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-05-07 10:38 PM)
:DDDDD <3 ana chveni blogi da misi jani aww