მთავარი » 2013 » დეკემბერი » 8 » ► ILLUSIONS ◄
1:26 PM
► ILLUSIONS ◄
ყველასათვის ცხადია, რომ არ არსებობს ერთი, უნივერსალური რეალობა. ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს სინამდვილეს და ეს აღქმა კონკრეტული პიროვნების ცოდნაზე, გემოვნებასა და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. მოდით, გადავხედოთ იმ ადამიანთა ფრაზებს, რომლებმაც გამონათქვამების მეშვეობით თავიანთი თვალით დანახული რეალობა გაგვიზიარეს.

For black and white sadness
For the girl I am when I’m sassy and fangirling

გამონათქვამები: 

"ცხოვრება ერთი დიდი გზაა, რომელსაც უამრავი მოსახვევი აქვს. ნუ შეგაშინებს ამ მოსახვევთა სიმრავლე. განერიდე ისეთებს, რომლებსაც შურის, ბოროტებისა და სიძულვილისკენ მიჰყავხარ და აირჩიე ისინი, რომლებიც სხვების გაბედნიერებაში დაგეხმარებიან, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი შენი რეალური ცხოვრების გაუმჯობესება" - ბობ მარლი

"ჩვენს სულიერ მიღწევებს ჩვენსავე მიწიერი რეალობის შეცვლა ძალუძთ" - პლუტარქე

"რეალობა ძალიან გამძლე ილუზიაა" - ალბერტ აინშტაინი

Skull Optical Illusion tee’ by Dashinvaine 

"ლიტერატურა ამხელს იმ სიმართლეს, რომელსაც რეალობა მალავს" - რალფ ვალდო ემერსონი

"წარმატება თუ კრახი უფრო იმ განწყობაზეა დამოკიდებული, რომლითაც რაიმეს მისაღწევად ილტვი ვიდრე იმაზე, თუ როგორია შენი ამჟამინდელი რეალობა და რას ფიქრობს საზოგადოება შენი გეგმების შესახებ" - უილიამ ჯეიმსი

"შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო შენი შთამბეჭდავი წარმოსახვის უნარით, მაგრამ დაგჭირდება ერთგული ადამიანები იმისთვის, რომ ოცნება რეალობად აქციო" - უოლტ დისნეი

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ

"ჩვენი მიზნები ქმნიან ჩვენს რეალობას" - უეინ დაიერი

"თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებსღა შემორჩათ წარმოსახვა იმისთვის, რომ თავიანთი რეალობა შექმნან" - გოეთე

"რთულია იმის თქმა, თუ რა არის შეიძლებელი, რადგან გეშინდელი ოცნებები ხშირად ხვალინდელი რეალობაა" - რობერტ ჰ. შულერი

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ

"არ არსებობს აბსტრაქტული ხელოვნება. ყოველთვის უნდა დაიწყო რეალობით, ნელ-ნელა კი მისი კვალის წაშლა დასაშვებია" - პაბლო პიკასო

"წერისას მთვრალი ვარ ხოლმე, რათა შემოქმედებით პროცესში რეალობამ ხელი არ შემიშალოს" - რეი ბრედბერი

"რეალობას თავისი ლიმიტები აქვს, წარმოსახვა კი უსაზღვროა" - ჟან ჟაკ რუსო

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ

"რეალობა არის ის, რომ სიკვდილამდე გრავიტაციის ძალით მიჯაჭვული ხარ დედამიწაზე და მთელი არსებით იტანჯები. სიმართლე კი ისაა, რომ არავის სურს რეალობისთვის თვალის გასწორება" - ჩაკ პალანიკი

"რეალობა მხოლოდ მათთვისაა სატანჯველი, ვინც ნარკოტიკების მოხმარებას თავს ვერ ანებებენ" - რობინ უილიამსი

"მოჩვენებებისაგან თავის არიდება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რეალობისგან" - ვირჯინია ვულფი

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ

"იმედი რომ არა, რეალობაში სიმწარისა და ფარისევლობის გარდა არაფერი იქნებოდა" - უილიამ თეკერეი

"ერთი ადამიანის ფსიქიკური აშლილობა მეორეს ჩვეულებრივი რეალობაა" - ტიმ ბარტონი

"რეალობა რაიმეს უკან კი არ იმალება, არამედ სწორედ იქაა, რის მიღმაც ვეძებთ" - ჰერმან ჰესე

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ

"ჩვენი რეალობა ჩვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული" - ჯონ ლენონი

"ხელოვნების სფეროში რეალობის განცდა მოულოდნელი სიურპრიზია" - ფრანსუაზ საგანი

"არც ოცნება მხიბლავს და არც რეალობა მე მათი სინთეზი აღმაფრთოვანებს" - ჟან პოლ გოტიე

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1298 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9

(2013-12-08 10:17 PM)
magari siaxlea