მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » Interview...♥
11:01 PM
Interview...♥

დიდი ბოდიში თუ დავაგვიანე... შემდეგი ინტერვიუ გამოვართვი ქეთის (-Katie♥)
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ინტერვიუ....
იხილეთ:



–პირველ რიგში როგორც ყოველთვის მოგვიყევი შენს შესახებ. დაბადების თარიღი, საცხოვრებელია დგილი და სახელი და გვარი

-
მე ვარ ქეთი ბეჟანიძე, 14 წლის (ნუ მალე 15 :დ) დავიბადე 1998 წლის 28 თებერვალს, ვცხოვრობ თბილისში

–მიხარია რომ ასე მოგწონს რას ფიქრობ ამ პროექტთან დაკავშირებით? (ინტერვიუს რომ ვართმევ მომხმარებლებს)

- იცი ძალიან კარგი პროექტია, ჩემი აზრით უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს და აქტიურებიც გავხდებით. მოკლედ მე ამ პროექტით კმაყოფილი ვარ ძალიან

–დიდი მადლობა <33 საიტზე ვისთან გაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა?

ესე ვერ გამოვარჩევ იმიტომ რომ აი ყველასთან კარგად ვარ ძალიან, და თან ვინმეს რომ არ ეწყინოს და არ გამომრჩეს ყველასთან ძაან კარგად ვარ ;დ  ♥

–საიტის ადმინისტრატორი რომ იყო რას შეცვლიდი საიტში ან უბრალოდ რა გრძნობა იქნებოდა ეს შენთვის?

- არაფერს არ შევცვლიდი, დამოკიდებულება გადასარევია რაც პირველრიგში აუცილებელია, მერე მომხარებლებზე რომ არაფერი ვთქვა ყველა ხედავს რომ ერთმანეთსი თბილი ურთიერთობა გვაქვს და მე მაგ სატზე ჩხუბი და დავიდარაბა არ მინახია, არაფერს შევცვლიდი უნაკლოა, და ადმინი რომ ვყოფილიყავი და ამდენი მომხარებელი ყოფილიყო და ესეთი მაგარი საიტი სრული ამ მნიშვნელობით შევიშლებოდი :დ:დ ♥

–გული დაგდწყდა რომ ვითეენიდან ამ საიტზე გადმოვედით?

- კი რათქმა უნდა, იმ საიტს მივეჩვიე და იმდენი სიახლე და კომენტარი იყო, და რავიცი მგონი ყველას დაწყდა მეც არ ვარ გამონაკლისი : (

– ჰო მათ შორის მარიამსაც მის ინტერვიუში ეწერა ამის შესახებ. როგორ ფიქრობ სიახლის გალამაზება "კარგად" გამოგდის?

- მ, არ ვიცი ჩემ თავს მე ვერ დავახასიათებ მაგრამ რადგან მარიამი მენდობა და ამ თანამდებობაზე დამნიშნა შესაძლოა ვივარაუდოთ რომ კი :დ ჩემ თავს მე ვერ დავახასიათებ თუნდაც ამ მხრიდან ეგ თქვენ უნდა მითხრათ :P

–რადგან ჩვენგან გინდა პასუხი მე გეტყოდი რომ არაჩვეულებრივად ალამაზებ. კარგი გავცდეთ საიტს და სხვა კითხვებზე გადავიდეთ. და ან ძმა გყაავს?

- მადლობა,♥ კიი ძმა მყავს ჩემზე უფროსი

–როგორი გრძნობაა როცა გყავს ძმა? მოგვიყევი მის შესახებ. მისი სახელი (ცოტა რამ მის შესახებ)

- მოკლედ, ჩემზე უფროსია, და ცოლ-შვილი ჰყავს, ქობულეთში არიან და სიმართლე ვთქვა ზაფხულობით ვხვდებით მარტო მაგრამ მაინც მიხარია რომ ვიღაც საიდანღაც ზრუნავს ჩემზე და ძმა მყავს, გიორგი ქვია მაგრამ აკაკის ვეძახით



–ვაუ მე მეგონა შენზე მხოლოდ 2–3 წლით იყო უფროსი. ვფიქრობ ამაყი უნდა იყო მისით. რომელია შენი საყვარელი სელებრითი? (ბიჭი & გოგო)

-
მმ კი ვამაყობ ♥ ჩემი საყვარელი სელებრითი Kristen Stewart და Nina Dobrevi

–ალბათ შენ ბინდიც გეცოდინება ან ვამპირების დღიურები (ჩემი საყვარელი სერიალი<3) მართალია?

- კი კი რა თქმა უნდა ♥ ნინა სწორედ მაქედან შემიყვარდა ვგიჟდები ვამპირის დღიურებზე, და ბინდიც მიყვარს მაგრამ ბინდი დასრულდა, და შსაბამისად TVD უფრო მომწონს

–რომელია შენი საყვარელი მუსიკა?

- მაგას ვერ გამოვარჩევ, ხასიათს გააჩნია ხან იმას ვუსმენ ხან ამას :დ მაგრამ რაც არასდროს არ მომბეზრდენა ალბად ეს არის smells like teen spirit

–რა ჟანრის მუსიკას უსმენ განსაკუტრებით მაინც?

- მძიმე როკი ამოჩემებული მაქ და სულ ვუსმენ და დანარჩენს რაც მომეწონება

–რომელი მოდელი მოგწონს?

- ადრიანა ლიმა

–გააქვს მოგონება რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?

- კი რა თქმა უნდა♥ საუკეთესოც და ყველაზე საშინელიც მაქვს

–მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

- მმ, რავიცი, არც ისე რა, მირჩევნია ჩვეულებრივი ვიყო ვიდრე ხოხოხოიალი და რამე :დდ

–იკეთებ მაკიაჟს ან როგორ ფიქრობ შენი ასაკისთვის მაკიაჟი კარგია?

- მთლად მაკიაჟს არა, მაგრამ ლაინერს ვისვავ თვალებზე და ამით შემოვიფარგლები, არამგონია კარგი იყოს ყოველდღიური მაკიაჟი თან მაკიაჟში ყველაფერი შედის და ეს ყველაფერი სახეს ავნებს

–გეთანხმები აბსოლიტურად. როგორ ფიქრობ ბევრი მეგობარი გყავს?

- კი საკმაოდ  ♥

–სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობ?

- თითქმის ყველაფერში 10 მყავს, ბავშვობიდან ესე ვარ, მარტო ფიზიკა არ მაყოლებს 10ს, არც გვასწავლის და  ^ ^



–აჰაჰა. რომელია შენი საყვარელი საგანი?

-
ქიმია, აი ვგჟდები მაგ საგანზე

–გიყვარს წიგნების კითხვა?

- კი, ძალიან , თავისუფალ დროს ხშირად ვკითხულობ

–განსაკუტრებით რომელი წიგნი მოგწონს?

- ყველაზე მეტად წაკითხულებიდან მომწონს, მიდი ჰკითხე ალისას, ანონიმი ავტორი ჰყავს და ნამდვილი გოგონას დღიურია გამოქვეყნებული, უბრალოდ იმდენად დამაფიქრებელია რომ მართლა ძალიან მაგარია რა ♥

-დაახასიათე შენი საუკეთესო მეგობარი 3 სტიყვით

- გადარეული, გამგები და საუკეთესო

–შენი აზრით სკოლაში პოპულარული ხარ?

- სკოლაშიო ვერ ვიტყვი :დ მაგრამ კლასში კი

–შეყვარებული გყაავს?

- არა, ამ თემას სერიოზულად ვეკიდები ცოტა და რაღაც აი სულელურად რომელიც მომეწონება არ მინდა ისეთი ვინმე

–როგორი ბიჭები მოგწონს?

- მაღალი, გამხდარი, შავგვრემანიც და ქერაც ♥ ჩვეულებრივი თმით, ისეთი არა გრძელი თმით და ყოველ წუთში რომ იქნევს თმას :დ

–არადა მე ეგეთები უფრო მომწონს :დ რომელია შენი საოცნებო ქალაქი?

- ეგეთებიც კარგია მაგრამ ცოტა თავის მომაბეზრებლები :დ საოცნებო ქალაქია ლოს ანჯელესი :ხ მინდა რომ ოდესმე მანდ მოვხვდე : ~

–როგორ ფიქრობ აგიხდება ეგ ოცნება და მოხვდები ლოს ანჯელესში?

- არ ვიცი, დღევანდელ ცხოვრებაში ან მილიონერი უნდა იყო ან კარგად უნდა სწავლობდე რომ წახვიდო და ოცნება აისრულო, მგონი კი და ყველას იგივეს ვუსურვებ ^^

–ზოგადად შენი ოცნება რა არის?

- მქონდეს იდეალური სხეული და ვიყო ეგრედწოდებული Skinny ადამიანი

–სკოლის გარდა კიდევ სადმე დადიხარ?

- ამჟამად მარტო ინგლისურზე

–კარგად იცი ინგლისური?

- მმ, კი საკმაოდ ყოველშემთხვევაშ გამართულად კარგად ვლაპარაკობ



–რას ფიქრობ ჰეითერებზე?

- ყველას თავისი მოსაზრება აქვს ერთმანეთის მიმართ, ასერომ მათაც აქვთ უფლება აზრი გამოთქვან ან ვინმე სძულდეთ, მაგრამ თავიიანთ უფლებებს ნუ გადააჭარბებენ ^^

– რას ნიშნავს "თავიიანთ უფლებებს ნუ გადააჭარბებენ" ?

- იმას რომ, ადამიანს აქვს უფლება თუნდაც ვიღაც სძულდეს ხო? ვერ დავუშლიტ და შეუძლია აზრიც გამოხატოს მაგრამ აი მაგ უფლებებს არ უნდა გადააჭარბონ, რამდენი ჰეითერი ცუდ რამეს აკეთებს და მაგას არ უდნა აკეთებდეს, ეგ არის უფლებების გადაჭარბება რომ ზედმეტები მოსდით ხოლმე

–დილით რომელს სვამ ჩაის თუ ყავას?

- ყავას

–გყაავს ცხოველი სახლში? (კატა, ძაღლი ა.შ( ან თუ გყოლია

- არა და სურვილიც აქ მაქვს :დ

–გოგოს რომელი სახელი მოგწონს??

- ნია და ანამარია ვგიჟდები ამ ორ სახელზე ჰო ჩემი სახელიც მომწონს :დ

-რომელია შენი ფავორიტი საიტები?

- თიინლავერი. ფეისბუქი, Tumblr და Weheartit როცა კომპს ვრთავ ეგრევე ამ საიტებძე შევდივარ და მერე უცბად ჭედავს ხოლმე :დ

–მიმართე ვითენლავერის მომხმარებლებს

- ბავშვებო, აი ყველა ძალიან მაგრები ხართ ამ საიტზე ვსაც გიცნობთ მართლა ძაან მაგარი ბავშვვები ხართ და ძალიან მიყვარხართ ^^ ეგრე გააგრძელეთ იმიტომ რომ ყველაზე მაგარი საიტია და ყველაზე მაგარი მომხმარებლებიც ხართ

–მადლობა ინტერვიუსთვის:*

–პირიქით მადლობა შენ ♥



ეხლა ალბათ იცით რაც უნდა ქნათ ;დ შეაფასეთ ინტერვიუ 10 ბალიანი სისტემით ♥

კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 1509 | დაამატა: perfectlyMiley♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 151 2 »

(2013-01-11 11:45 AM)
კარგი იყო<3 ყოჩაღ<3