9:58 PM Interview With The Star | |
Interview With The Star ინტერვიუები ვარსკვლავებთან არის ახალი, უძალიანჯიგრულესი პროექტი, რომელსაც მე, ანი სამურკასოვი (-Ani♡Del♡Rey) წარმოგიდგენთ :)) პირველი ინტერვიუ ნინი ვარსემაშვილთან გვქონდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც, როგორც პროექტის ავტორს, ჩემის მხრივ, ძალიან გამიხარდა :)) დღესაც, ჩვეულებისამებრ, უუძალიანმაგრეს ადამიანთან შევიჭრები კითხვებით და ეს ადამიანი "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე და დიდად წარმატებული ირაკლი ფუტკარაძეა! დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან ბევრი თქვენგანი მისი დიდი გულშემატკივარია! ასე რომ.. გელოდებით! ![]() ![]() - ირაკლი, პირველ რიგში როგორ ხარ? დიდი ხანია, ეკრანებზე არ გვინახავხარ - მადლობა, მშვენივრად ![]() - შენ "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით დიდი პოპულარობა მოიპოვე.. რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება და ვისი სურვილით მოხდა ეს? - ზოგადად მიყავრს და ასე ვთქვათ, "მიზიდავს" ასეთი სახის პროექტები. მე ვუყურებდი საქართველოს ვარსკვლავის წინა სეზონს და რაღაცნაირად გამიჩნდა სურვილი, რომ გამოვსულიყავი. ცდა ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგიათ?! ![]() - ანუ, ეს შენი სურვილით მოხდა? - კი, უმეტესად ჩემი სურვილი იყო. ![]() - მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? - რა თქმა უნდა, გაუხარდათ ![]() - თუ ელოდი, რომ შენს გამოსვლას შეიძლებოდა, ასეთი რეაქცია მოეხდინა მაყურებელზე? მთელი საქართველო აღფრთოვანებული იყო! - არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმი გავაკეთე, რაშიც ერთი ადამიანი ძალიან დამეხმარა. ალბათ ამ მაქსიმუმს მოყვა ხალხის ასეთი რეაქცია (იცინის), ასეთ დიდ სიყვარულს ვერ დაიმახურებ, თუ რამე არ გააკეთე. ![]() - "ერთ ადამიანში" შენს შეყვარებულს გულისხმობ? ყველამ იცის, რომ ტურში, სადაც სიყვარულზე უნდა შეგესრულებინათ სიმღერები, იმ გოგონას უმღერე. - არა, ჩემს მასწავლებელს ვგულისხმობ. უფროსი მეგობარი, ასე ვთქვათ. მისი დახმარებით დავამუშავე ყველა ის სიმღერა, რაც შევასრულე. რაც შეეხება შეყვარებულს.. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად არავინ მიყვარს.. ![]() - სიმღერის გარდა რაიმე ჰობი თუ გაქვს? - ხატვა და ცურვა ![]() - ლექსების წერა თუ გამოგდის? - სისტემატიურად არ ვწერ. მუზა თუ მომივა, მაშინ მხოლოდ. ჩემთვის არ არის ადვილი ლექსების წერა.. ნუ.. ვისთვის როგორ.. ![]() - სკოლაში როგორი მოსწავლე ხარ? - ნორმალურად ვსწავლობ ![]() - ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს და არ გიყვარს? - ინგლისური, ისტორია, რუსული და სპორტი მიყვარს. ![]() - მოდი ისევ კარიერას დავუბრუნდეთ.. მომავალში თუ აპირებ რაიმე ახალ პროექტში მონაწილეობის მიღებას და როგორია შენი გეგმები? - არ ვიცი, ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი. ყველაფერი თავისით მოხდება. რაც შეეხება პროექტებს, არამგონია. ![]() - რომელია შენი რჩეული მომღერალი და ბენდი? - რავი, ბევრი.. საერთოდ, როკს ვუსმენ უმეტესად.. ალბათ უფრო Muse, Radiohead.. ასე გამორჩევა არ შემიძლია.. ![]() - რას ეტყოდი შენს TeenLover-ელ ფანებს? - იყავით ყოველთვის მხიარულები, ბედნიერები.. რავი, ერთი სიტყვით.. წარმატებებს ვუსურვებ მათაც და ამ საიტსაც.. იმედია, მოგეწონათ! და, არ დაგავიწყდეთ! ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას!! სულ მალე, ახალ ვარსკვლავებს შემოგთავაზებთ! :) ![]() Lots of love from: -Ani♡Del♡Rey | |
|
სულ კომენტარები: 14 | 1 2 » |
|