მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » Iphone ❤
10:00 PM
Iphone ❤
 Iphone 5 
 ინფორმაცია 
 და 
 ფოტოები 

მოგეხსენებათ, 12 სექტემბერს Apple - მა ოფიციალურად გააკეთა ანონსი ახალი, iPhone 5-ის შესახებ, რომელშიც როგორც ნავარაუდევი იყო, ჩადებულია ბევრი სიახლე, ქვემოთ ჩვენ ძირითადად შევეხებით განსხვავებებს მის წინამორბედებთან შედარებით.



iPhone 5 ზომაში გაზრდილია, მაგრამ წონით შემცირებულია, წონა 112 გრამია, რაც 28 გრამით ნაკლებია 4S - თან შედარებით, ეს მიიღწევა სისქისა და დამზადებული მასალის ხარჯზე.



გაზრდილია ეკრანის ხარისხი და ზომაც, ახალ iPhone - ში გამოყენებულია 4 დიუმის ზომის ,,რეტინა" ეკრანი, რომლის რეზოლუციაც 1136 x 640 წერტილია, 326 ppi წერტილთა სიმჭიდროვით.



რაც შეეხება კომუნიკაციის საშუალებებს, თითქმის იგივე აქვს რაც წინა ვერსიებს, დამატებული აქვს მეოთხე თაობის ქსელი LTE, რაც ინტერნეტის მიღების სიჩქარეს 100 მბ/წმ - მდე ზრდის, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამ უპირატესობით ვერ ვისარგებლებთ.



გამოიყენება NanoSim, რაშიც სიმ ბარათის ზომები კიდევ უფრო შემცირებულია.



ძირითადი კამერის მახასიათებლებიც თითქმის იგივეა, გაზრდილია FaceTime კამერის რეზოლუცია, რომელიც 1.2 MP - ია და 720p HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა. FaceTime - ის განხორციელება მესამე თაობის ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ასევე შეგვიძლია გადავიღოთ პანორამული ხედები 8 მპ - იანი კამერის საშუალებით.



შეცვლილია ყურსასმენების ვიზუალური მხარე და ხარისხი.



ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია დამტენის ფორმა წინა ვერსიებთან შედარებით, გამოყენებულია ე.წ ,,Lightning'' 30 პინიანი ადაპტერი, რომელზეც სამომავლოდ სხვა Apple - ის მოწყობილობებიც გადავა.



ტექნიკური მხარის გარდა ახალ iPhone - ში გვექნება iOS 6, განახლება, რომელიც კიდევ უფრო მეტი აპლიკაციის დაყენების შესაძლებლობას მოგვცემს მოწყობილობაში.


Photos










იმედია სიახლე მოგეწონათ.❤❤❤❤❤



კატეგორია: სხვა | ნანახია: 884 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-04-14 10:38 PM)
* 4 marriami   [Entry]
madlobaa clap clap