4:09 PM ირგვლივ... | |
უიღბლობა, იმედი, გადაგდება და მაინც რწმენა. მე ხომ ბევრჯერ ცრემლი მომდის, მაგრამ მაინც მჯერა. ირგვლივ, ირგვლივ, აქ მთავრდება ღიმილი, მოიწმინდე, ცრემლი სველი, დაივიწყე ტირილი. მთვარე ანათებს, მზეც კი ასხივებს. შენი გული აღარ ისვრის, ფერად-ფერად სხივებს. ტირიხარ, იცინი, არ ტირი იღიმი... მე მდელოში თან დამყვება შენი გულის ღიღინი. ანათებს, ნათება. ჩაქვრება წამება... ირგვლივ, ირგვლივ, მე მინდა, რომ დაგინახო ირგვლივ. ისმის, ისმის, სიჩუმის ხმას ისვრის.... მოხვალ ჩემთან ,ჩამოჯდები ხელის გულზე, შემომხედავ დაგინახავ, გაგიღიმებ, ხელს არ გიშვებ ხედავ? პატარა ჩიტები, ააგებენ კოშკებს, პატარა ბეღურა აამღერებს მხარეს. ირგვლივ,მხოლოდ ირგვლივ დაინახავ მთვარეს. გული გაგირბის, წასვლას გთხოვ ვიცი... უნდა დასრულდეს სიზმრები... მაინც გატყდება, ეს ჩვენი ფიცი. მელოდია, უჩვეულო, ღამე მწველი ფიქრები. სიმღერას, რომ თან დაჰყვება, საოცარი სიტყვები.... ირგვლივ, ირგვლივ ჩვენ მივდივართ ირგვლივ... სულით, ფიქრით ხელს ჩაგავლებ მაგრად, ჩაგჩურჩულებ, მოგეხვევი არ გაგიშვებ არსად... როცა მთვარე არ გვიმშვენებს გზას, როცა ზეცა დაგვიბნელებს თვალს არაფერი არ მოხდება, მაინც ერთად გადავლახავთ კვალს... და ერთხელაც თუ დაგკარგე გავიღიმოთ ერთხმად... მე მინდა, რომ თეთრ ღრუბლებშიც სამუდამოდ ვიყოთ ერთად... | |
|
სულ კომენტარები: 5 | |
|