მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » ჯელენა დაშორდა ?
9:45 PM
ჯელენა დაშორდა ?
Justin Bieber-ისა და Selena Gomez-ის ფანებმა ვერ მოასწრეს წყვილის განშორებით დამტკბარიყვნენ, რომ ცხელ-ცხელი ახალი ამბები გახდა ცნობილი: ამ უიქენდებზე Selena ისევ სტუმრობდა თავისი ექს შეყვარებულის ვილას - ლოს ანჟელესში. დილით კი Gomez-ი პირადი მცველის თანხლებით შეეცადა ჩუმად გაუჩინარებულიყო Justin-ის სახლიდან. სავარაუდოდ მათი რომანი არ არის დამთავრებული.
20 წლის Selena-ს გარემოცვამ პრესას უამბო, რომ გოგონა ვერა და ვერ ახერხებს საბოლოოდ დაივიწყოს 18 წლის Bieber-ი, თუმცაღა მეგობრები არწმუნებენ მას ამის აუცილებლობაში.  ამბობენ  იმასაც, რომ  Justin-იც ძალიან განიცდის განშორებას. 
შეგახსენებთ, რომ Gomez-ი კანადელს მომღერალს წინა თვეში დაშორდა, მიზეზად კი ჟურნალისტები ეჭვიანობას ასახელებენ. ტაბლოიდები წერდნენ, რომ ბოლო წვეთი, საერთო დასვენების დროს (მექსიკაში) აღმოჩენილი წერილებია, რომელიც მომღერალმა და მსახიობმა Justin-ის ტელეფონში შემთხვევით დაინახა.
დაშორების შემდეგ, Selena გვარწუმებდა რომ სულაც არ განიცდიდა ამ ფაქტს. ”მე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს,  ვწერ ახალ სიმღერებს,  ვერთობი მეგობრებთან ერთად, კარგად ვატარებ დროს",-  ასე პასუხობდა Justin-ის შესახებ დასმულ ყველა კითხვაზე Gomez-ი.

დაამოწმა და გაალამაზა ანჩომ
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 676 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-02-09 10:43 AM)
kargia me ver vitan XD