მთავარი » 2013 » მაისი » 25 » Johnny Depp
12:18 PM
Johnny Depp
ჯონი დეპი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მსახიობია. ის არ ცდილობს იყოს იდეალური, უბრალოდ უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.ირჩევს როლებს, რომლებიც ახლოსაა მის ხასიათთან, თითოეულ მათგანს დიდი პასუხისმგებლობით უდგება და აღფრთოვანებას იწვევს.
მის ფილმებს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ შედევრები, თუმცა დიდება და აღიარება არ არის მსახიობისთვის მთავარი, ჯონი დეპი უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მოსწონს. 


ბოოგრაფია

ჯონ კრისტოფერ დეპი (John Christopher Depp), ან როგორც უფრო კარგადაა ცნობილი ჯონი დეპი, დაიბადა 9 ივნისს 1963 წელს ოუნსბოროში(კენტუკუს შტატი, აშშ). სანამ დაიწყებდა სამსახიობო კარიერას, ჯონი დეპმა მოასწრო თხუტმეტზე მეტ როკ–ჯგუფში დაეკრა. მისი დებიუტი გახდა უეს კრევენის კლასიკური საშინელებათა ფილმი 'A Nightmare on Elm Street', რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 1984 წელს, შემდეგ კი პატარა როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში, მათ რიცხვში ოლივერ სტოუნის 'Platoon'. საქვეყნო ცნობილება მსახიობს მოუტანეს ფილმებმა 'მტირალა'(1990) ჯონ უოტერსის და ტიმ ბერტონის 'ედვარდ ხელები – მაკრატელი'(1990). კარგად გამოაჩინა თავი ჯონი დეპმა სურათში 'დონ ჟუან დე მარკო'(1995), როდესაც ლეგენდარული საყვარლის როლი შეასრულა – ასეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორიცაა მარლონ ბრანდო და ფე დანაუეი.



 ფილმოგრაფია


1. მუქი ჩრდილები (2012)
Dark Shadows

2. კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე (2011)
Pirates of the Caribbean: On Stranger Tides

3. რანგო (2011)
Rango

4. რომის დღიური (2011)
The Rum Diary

5. ალისა საოცრებათა ქვეყანაში(2010) (2010)
Alice in Wonderland(2010)

6. ტურისტი (2010)
The Tourist 

7. ექიმ პარნასის წარმოსახვა (2009)
The Imaginarium of Doctor Parnassus

8. საზოგადოების მტერი (2009)
Public Enemies

9. გონზო – ექიმ ჰანტერ თომფსონის ცხოვრება და შრომები (2008)
Gonzo– The Life and Work of Dr. Hunter S. Thompson

10. კარიბის ზღვის მეკობრეები 3 (2007)
Pirates of the Caribbean- At World's End

11. სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან (2007)
Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street

12. ჯო სთრამერი :მომავალი უცნობია (2007)
Joe Strummer: The Future Is Unwritten

13. კარიბის ზღვის მეკობრეები 2- მიცვალებულის სკივრი (2006)
Pirates of the Caribbean- Dead Man's Chest

14. წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოები (2006)
Deep Sea 3D

15. პატარძლის გვამი (2005)
Corpse Bride
 
16. ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა (2005)
Charlie and the Chocolate Factory

17. ისინი დაქორწინდნენ და ბევრი შვილი ეყოლათ (2004)
Ils se marièrent et eurent beaucoup d'enfants

18. მექალთანე (2004)
The Libertine

19. საიდუმლო ფანჯარა (2004)
Secret Window

20. ჯადოსნური ქვეყანა (2004)
Finding Neverland

21. ერთხელ მექსიკაში 2 (2003)
Once Upon A Time In Mexico

22. კარიბის ზღვის მეკობრეები (2003)
Pirates of the Caribbean–The Curse of the Black Pearl

23. კოკაინი (2001)
Blow

24. ჯოჯოხეთიდან (2001)
From Hell

25. ადამიანი,რომელიც ტიროდა (2000)
The Man Who Cried

26. სანამ დაღამდება (2000)
Before Night Falls

27. შოკოლადი (2000)
Chocolat

28. ასტრონავტის მეუღლე (1999)
The Astronaut's Wife

29. მეცხრე კარი (1999)
The Ninth Gate

30. მთვლემარე სიცარიელე (1999)
Sleepy Hollow

31. წყარო (1999)
The Source

32. შიში და სიძულვილი ლას–ვეგასში (1998)
Fear and Loathing in Las Vegas

33. გულადი (1997)
The Brave

34. დონი ბრასკო (1997)
Donnie Brasco

35. ბოლო მომენტში (1995)
Nick of Time

36. დონ ჟუანი დე მარკო (1995)
Don Juan DeMarco

37. მკვდარი კაცი (1995)
Dead Man

38. ედ ვუდი (1994)
Ed Wood

39. არიზონული ოცნება (1993)
Arizona Dream

40. ბენი და ჯუნი (1993)
Benny and Joon

41. რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? (1993)
What's Eating Gilbert Grape

42. მაკრატელხელება ედვარდი (1990)
Edward Scissorhands

43. მტირალა (1990)
Cry-Baby

44. რაზმი (1986)
Platoon

45. კერძო კურორტი (1985)
Private Resort

46. საშინელება თელების ქუჩაზე (1984)
A Nightmare on Elm Street


გამონათქვამები

" თუ ოდესმე ვიტყვი რომ სერიოზული მსახიობი ვარ, დამარტყით"

"ცხოვრება ის კი არ არის, რომ იცხოვრო, არამედ გრძნობდე, რომ ცხოვრობ"

"ყველა სიკეთეში არის ბოროტება და ბოროტებაში სიკეთე"

"დედამიწაზე იმდენი მშვენიერი რამ არის, რომ ხანდახან მგონია აქედან არ ვარ"

   

''საყვარელ ლიქიორს არ ვსვამ, უბრალოდ მისი სუნი მიყვარს, როგორც ოდეკოლონის"

''ლამაზი გოგოების გარემოცვაში მეტყველების უნარს ვკარგავ"

"სამყაროში ქალები ბატონობენ, ჩვენ მამაკაცები მათთან შედარებით უძლურები ვართ"

 

"ქალები ჩვენზე ძლიერები არიან, მათთვის მთავარია: ბავშვები, ცხოვრება და თავისუფლება. არ უნდათ მარადიული ცხოვრება, ისინი ცხოვრებას აგრძელებენ შვილებში და ეს მათთვის საკმარისია. არ ცდილობენ სამყაროს დაპყრობას, სამყარო ისედაც მათ ეკუთვნით, რადგან ახალი სიცოცხლის შექმნა შეუძლიათ. ისინი ადვილად სწირავენ თავს ჩვენთვის და ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ვაღმერთებდეთ.."

''მამობამ თავდაჯერებულობა შემმატა და წამართვა ძილი"

  


"ბავშვები ძალიან სასაცილოები არიან, როცა რაღაცის გაგება უნდათ.მახსოვს, ერთხელ ჩემი 4 წლის გოგონა მეკითხება"
- ღმერთს ძაღლების ეშინია?
- არა, არ ეშინია
- მან იპოვა დინოზავრები?
- ალბათ, იპოვა
- და ღმერთს დამლაგებელი ჰყავს?- მართლა არ ვიცოდი რა მეპასუხა"


"საბავშვო ფილმებში, იმიტომ ვმონაწილეობ, რომ მინდა მათ პოზიტივს ვჩუქნიდე"


" ბავშვებზე ზრუნვა იგივეა როგორც მთვრალ მეგობრებზე: ისინი ერთნაირად ვარდებიან, იციანიან და ტირიან"

" ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, თუ არ გაქვთ ოჯახი, ჩათვალეთ არაფერი გქონიათ''

" ბანალურ ფილმებზე ალერგია მაქვს, როცა იმ სიტყვების გამეორება მიწევს, რაც ჩემამდე ბევრმა მსახიობმა თქვა, ავად ვხდები"


" შურისძიების ფანი ვარ, ეს ის გრძნობაა, რაშიც საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით, მაგრამ მაინც ყველას გვამოძრავებს'

"იცინე სანამ სუნთქავ და გიყვარდეს სანამ ცოცხლობ"

" ჩემი სხეული ჩემი ჟურნალია და სვირინგები- ჩემი ისტორია"


" ადამიანები იმიტომ კი არ ტირიან, რომ სუსტები არიან, არამედ იიმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ძლიერები"

" ძალიან ადვილია დაადანაშაულო სხვები, იმაში, რომ შენ თვითონ ვერ იტან საკუთარ თავს"

" საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა საშიში, მაგრამ სასარგებლოა"


" ვერ ვიტყოდი, რომ ვინმეს ერთგული ვარ, საკუთარი თავის გარდა"

" ცხოვრებაზე არაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა ვცხოვრობდე''

" თუ სიმართლე გინდათ, ყოველთვის გამართლების იმედი მაქვს"

  

" შეგიძლია დახუჭო თვალი იმაზე, რისი დანახვაც არ გინდა, მაგრამ ვერ შეძლებ დახუჭო გული, იმაზე რაც არ გინდა იგრძნო"

'' თუ ორი ადამიანი გიყვარს ერთდროულად აირჩიე მეორე..პირველი რომ მართლა გყვარებოდა, მაშინ მეორეს აღარ შეიყვარებდი"

" ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია იყიდო იახტა, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანს"

 

" ბევრს ვკითხულობ, ალბათ, იმიტომ რომ ბავშვობაში არ ვკითხულობდი, სკოლა ადრე მივატოვე...კითხვა გადარჩენაა ჩემთვის"

'' ყველა რელიგიური ხდება, როცა თვითმფრინავში სხდებიან''

" მეგობრების უნდა გეშინოდეთ მტრების მაგივრად, მეგობრები გღალატობენ და მტრები კი - არა''

 

" იყო გემოვნებიანი უფრო მთავარია, ვიდრე იყო ჭკვიანი"

" არ მესმის ჰოლივუდის და ამ ადამიანების, ერთი რამ ვიცი, რომ არ მომწონს ისინი"

" ძნელია იცხოვრო სამყაროში სადაც ასეთი არეულობაა, მაგრამ მლიქვნელობის, მძიმე სამუშაოსა და დამსხვრეული ოცნებების მიუხედავად ცხოვრება მაინც მშვენიერია, ფრთხილად იყავით და ეცადეთ იყოთ ბედნიერები"


HQ სურათები












 





აიკონები

  

  

  

  

  

  

  

  

   

  

  


გიფები








XoXo Your ChuPa
ვგიჟდები ამ ადამინზე...
უნიჭიერესი მსახიობია ♥
დააკომენტარეთ :*
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1020 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-05-25 6:07 PM)
Donnie Brasco ♥♥